კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გარე-გარე

ანუ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის

ვიდრე ჩვენ აქეთ – ვალუტა გაგვჭირვებია, იქით – მინისტრების ორომტრიალი, ჩვენი ყოფილი და თვით ძებნილი პრეზიდენტი ბაქოს ესტუმრა, ოღონდ, როგორც უკრაინის ოფიციალური პირი, თუმცა აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასვლის მოტივი ექსპრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასწრება იყო.

ადგილობრივ მედიას კი განუცხადა, რომ, „მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომელსაც მიქმნიდა საქართველოს ხელისუფლება, რათა აღეკვეთათ ჩემი ბაქოში ვიზიტი, მე მაინც აქ ვარ, ჩემს მეგობრებთან.“ და ისიც დასძინა, რომ, თურმე, „ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ინტერპოლი მეძებს, სხვა არაფერია, თუ არა პროფანაცია”, ანუ საუბრები ჩემი „პოლიტგარდაცვალების“ შესახებ ნაადრევიაო.

ჩვენ არ ვიცით, რატომ მიჰყვა საქართველოს მეგობარი აზერბაიჯანი არანაკლებ მეგობარი უკრაინის გზას, მაგრამ ვიცით (გამოცდილებამ გვასწავლა), რომ, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო (ანუ, ამის გამო არც უკრაინასთან უნდა გავიფუჭოთ ურთიერთობა და არც – აზერბაიჯანთან; მეტიც, შეგვიძლია, ვუსურვოთ, რომ მათაც ეწვნიოთ მმართველობის ის გემო, რაც ჩვენ გავიარეთ – ).

იმის დასტურად, რომ ყველაფერი, რაც შეიძლება, საუკეთესოდაა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც თავად და აზერბაიჯანის პრეზიდენტი გულიანად იცინიან, ქართულმა მედიამ კი დაასკვნა, სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ბაქოდან დასცინისო. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ომში დამარცხებულ ქართულ ჯარს მხატვრულ ფილმში დამარცხებული ქართული ჯარისავე როლი ათამაშა, ბაქოში ვიზიტი ამასთან შედარებით სიყვარულის ახსნაა.

скачать dle 11.3