კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

რა კავშირშია კბილების მდგომარეობა სახსრების ჯანმრთელობასთან

ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში არაფერი დაგროვდება. ნებისმიერი წიდების დაგროვების დროს ორგანიზმი ამას ხვდება და  სისტემა თავად იწყებს მის თავიდან მოშორებას. თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ორგანიზმში წიდები გროვდება, თვითმკურნალობა მხოლოდ პროცესებს დააჩქარებს და არასასიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. ამიტომ, დროულად მიხედეთ პრობლემას, სანამ სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ.
ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში გროვდება. ორგანიზმიდან ამ ნივთიერებების გამოდევნა თითქმის შეუძლებელია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა, ბუნებრივი საკვების მიღება, გაფილტრული წყლის სმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში კენჭების გაჩენა გარდაუვალია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორა დარღვეული აქვს. ეს პრობლემა კი დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას თან ახლავს ღვიძლის მოქმედების დარღვევა, მაშინ ორგანიზმში წიდებიც გროვდება და ეს საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.
თუ სისხლში მოხდა ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას იწვევს. ამ დაავადებას კი თან ახლავს გასუქება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.
თუ გსურთ, სახსრები წესრიგში გქონდეთ, მაშინ კბილებს მიხედეთ. მიკრობები, რომლებიც პირის ღრუში გროვდება, წარმოქმნის ისეთ ტოქსიკურ პროდუქტებს, რომლებიც რევმატოლოგიურ პროცესებს აძლიერებს.

როგორ მოქმედებს ემოციები ადამიანის ჯანმრთელობაზე
სხვადასხვა ემოციასთან დაკავშირებული იმპულსები განსხვავებულია და ადამიანის ორგანიზმზეც განსხვავებულად მოქმედებს. ის, რომ ფსიქიკა და სხეულის ჯანმრთელობა ურთიერთკავშირშია, დიდი ხანია, დამტკიცებულია.
სიბრაზე, შიში, სიყვარული, სიძულვილი, სიხარული, მწუხარება და დანაშაულის გრძნობაც კი, ნებისმიერი ადამიანისთვის ნაცნობი ემოციური მდგომარეობაა. ვახერხებთ თუ არა ამ ემოციებში გარკვევას და როგორ აისახება ის ჩვენს ჯანმრთელობაზე, ეს სხვა საკითხია.
როცა ადამიანს შიში და სიბრაზე ეუფლება, მისი კუნთები იძაბება. ასეთი კუნთოვანი სისტემის დაძაბული მდგომარეობა ქრონიკულ ფორმას რომ იღებს, კუნთები თითქოს იყინება და აგრესიის შეკავება გაუცნობიერებლად ხდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა კუნთები მოეშვება, ადამიანი კისრის, წელისა და ზურგის არეში ტკივილს გრძნობს. ამ დროს ის ვერ აცნობიერებს, რომ ეს სიმპტომები მის მიერ დათრგუნული გრძნობების შედეგია. კუნთების ქრონიკული დაძაბულობა სხეულს უხეშს ხდის და მასში ენერგიის თავისუფლად გადინებას აფერხებს. შეკუმშული კუნთები ხელს უშლის სუნთქვის პროცესს.
შიში სიბრაზისგან რადიკალურად განსხვავდება. ის სხეულის პარალიზებას ახდენს. როცა შიშის გრძნობას ადამიანი დიდხანს განიცდის, სხეული ითრგუნება და ირღვევა ჯანმრთელობაც.
სიხარულის დროს ადამიანი ძალების მოზღვავებას გრძნობს, მის სხეულში ენერგია თავისუფლად მიედინება, გრძნობებს თავისუფლად გამოხატავს.
მწუხარების დროს ხშირად ტირილისგან თავს იკავებენ, რაც დამანგრევლად მოქმედებს შინაგან ორგანოებზე, განსაკუთრებით ნაწლავების ტრაქტზე. ვისაც ნაწლავების ამა თუ იმ ფორმის ანთება აწუხებს, არასდროს ტირის და ცრემლს იკავებს.
დანაშაულის გრძნობა კი, სხეულზე გარკვეული ფორმით აისახება და მის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამან შესაძლოა, სამომავლოდ პრობლემები შეგიქმნათ სექსუალურ ცხოვრებაში, დაგიზიანოთ რეპროდუქციული სისტემა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასქესო ორგანოების სიმსივნეც კი გამოიწვიოს.

თუ გსურთ, ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, ყურადღებით შეარჩიეთ ყოველდღიური
საკვები

თუ დღეში ორ ცალ ვაშლს შეჭამთ, ამით შეამცირებთ ინსულტის განვითარების ალბათობას და ჯანმრთელ გულს შეინარჩუნებთ. ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის. რადგან ის ამცირებს პროსტატის, ფილტვებისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.
ვაშლი მდიდარია ორგანული მჟავებით, რკინითა და ვიტამინებით. ის საუკეთესო დიეტური პროდუქტია. მასში არსებული ორგანული მჟავები ხელს უწყობს ნაწლავებში მიკროფლორის გაუმჯობესებას. ნორმალური ბიოლოგიური მიკროფლორა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმში მყარი იმუნური სისტემის შენარჩუნებას.
ვაშლი ამცირებს ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესს. ის კარგი შარდმდენი საშუალებაცაა. სასარგებლოა შეშუპების, დიათეზის, ნიკრისის ქარის დროს. ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას. ის დიეტური ხილია. მის ზოგიერთ სახეობას არ აქვს უკუჩვენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
ორგანიზმის შეშუპების შემთხვევაში, კარგია შემდეგი სახის ნაყენის მომზადება: გახეხეთ ერთი ვაშლი და გაწურეთ მარლაში. მიღებულ სითხეს დაამატეთ იმდენივე რაოდენობის წყალი და დაახლოებით 5 გრამი სტაფილოს დაჩეჩქვილი თესლი. მიიღეთ დილით, რადგან საღამოს მისი მიღება გახშირებულ შარდვასაც გამოიწვევს. ასევე, შარდმდენი თვისებების გამო, მისი ხშირად გამოყენება სასურველი არ არის. რეკომენდებულია მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში.
თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, არ დაივიწყოთ C და E ვიტამინები, რაც კატარაქტის განვითარების რისკს ამცირებს. ასე რომ, ყოველდღიურად მიირთვით ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ან მიიღეთ ასკორბინის მჟავა. მათი წყალობით  გარანტირებული გექნებათ იდეალური მხედველობა.
თუ დრო არ გრჩებათ, ნორმალურად ისადილოთ, ჭამეთ ნუში. დღეში დაახლოებით 60-70 გრამი ნუში ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. თუ მას თხუთმეტი-ოცი დღის განმავლობაში მიიღებთ, სისხლში ქოლესტერინის დონე შემცირდება.
ზეითუნის ზეთის რეგულარულად მოხმარება კი, საკვერცხეების კიბოსგან დაგაზღვევთ.

რა გზით დავაღწიოთ თავი სიგარეტზე დამოკიდებულებას
მოწევის დროს, ადამიანის ორგანიზმში ხდება სისხლში არსებული ეგრეთ წოდებული „შიშის ჰორმონების” დაშლა. ამიტომ ამბობენ, ადამიანს მოწევა ნაწილობრივ სტრესებისგან იცავს, ადუნებს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებასო. ამ მხრივ, ნიკოტინის მოქმედება ამეფამინის, მორფინისა და დიაზეპამის მოქმედებას ჰგავს.
როცა ადამიანი მოწევას იწყებს, ორგანიზმი წუხს შეუთავსებლობის გამო და ყოველ მოწეულ ღერზე თავბრუხვევით, გულისრევითა და სისუსტით რეაგირებს. მაგრამ, შემდეგ ორგანიზმი ცდილობს, შეეგუოს მისი პატრონის ცხოვრების ასეთ წესს. ნიკოტინთან შესაგუებლად, ცვლილებები ხდება ყველა ორგანოში, ძირითადად კი, სისხლძარღვებში.
თუ დიდი ხანია, მწეველი ხართ, ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისგან თავის დაღწევა დამოკიდებულია, არა თქვენს სურვილზე ან ცნობიერებაზე, არამედ თქვენს ორგანიზმზე.
თუ გსურთ, ნელ-ნელა დაანებოთ თავი მოწევას, დილით, უზმოზე, სოდა ჩაყარეთ ცივ წყალში, გახსენით და დალიეთ. იგივე გაიმეორეთ საღამოს. სიგარეტი ზრდის სისხლში მჟავიანობას, სოდა კი იმისთვისაა საჭირო, მჟავატუტოვანი წონასწორობა აღადგინოს.
მოწევისას ორგანიზმში იშლება ვიტამინები. ერთი ღერი სიგარეტი ორგანიზმს 0,1 მილიგრამ ვიტამინს აკლებს. კარგი იქნება, თუ ამ დანაკარგს ლიმონით აინაზღაურებთ.
რეკომენდებულია მწეველმა, ოთხი კვირის განმავლობაში, დღეში 200 მილიგრამი C ვიტამინი მიიღოს. ასევე, საჭიროა B ჯგუფის ვიტამინებიც, რომელიც დაგეხმარებათ თავი დაანებოთ მოწევას.
ორგანიზმში ნორმალური ქიმიური ბალანსის აღსადგენად, აუცილებელია სრულფასოვანი კვება. შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ჩაი, ყავა, შოკოლადი. კოფეინი აქვეითებს შაქრის შემცველობას სისხლში, რაც თავის მხრივ, ზრდის სწრაფვას არა მხოლოდ ნიკოტინისადმი, არამედ ალკოჰოლისა და ტკბილეულისადმი. ასეთი მკურნალობის პროცესში საჭიროა შემდეგი დიეტის დაცვა: საუზმეზე ხილი და წვენი, სადილზე ბოსტნეულის სალათა ან მოხარშული ბოსტნეული, ვახშამზე კი კვერცხი ან მოხარშული თევზი. შეამცირეთ პური, ბრინჯი, კარტოფილი, ტკბილეული. ამ დროს მიიღეთ დიდი რაოდენობით ნიგოზი, თაფლი, მზესუმზირა, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ბევრი ივარჯიშეთ.

როგორ ვებრძოლოთ ჰიპოტონიას და რომელი პროდუქტი სწევს მაღლა წნევას
ჰიპოტონია წნევის დაქვეითებაა და მას ახასიათებს აპათია, მოდუნება, საერთო სისუსტე, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება. ამ დროს ადამიანი ფერმკრთალია. მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს აღენიშნება ქოშინი. უჩივის თავის ტკივილს, ადვილად ღიზიანდება, დამოკიდებულია ამინდზე, დილით გამოუძინებლობის გრძნობა აქვს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი სუბიექტურია.
როდესაც წნევა საგრძნობლად ეცემა, ადამიანი კარგავს ფერს, ხელისა და ფეხისგულები უოფლიანდება, დარღვეულია ორგანიზმის საერთო თერმორეგულაცია. ამ სიმპტომებს შეიძლება, დაერთოს კუჭში სიმძიმის შეგრძნება, უმადობა, გულძმარვა, მეტეორიზმი, შეკრულობა და სხვა. სხვათა შორის, მამაკაცებს ჰიპოტონიის ფონზე შესაძლოა, პოტენცია მკვეთრად დაუქვეითდეთ. ჰიპოტონიკებს მოსვენების დროს სახსრებისა და კუნთების ტკივილი აწუხებთ, რომელიც ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქრება. ეს იმის ბრალია, რომ დაბალი არტერიული წნევის გამო კუნთების სისხლით მომარაგება მცირდება. ფიზიკური დატვირთვის დროს კი, როცა სისხლის წნევა იმატებს, ხელახლა უმჯობესდება.
თუ დაბალი წნევა რომელიმე დაავადების სიმპტომია, უნდა ებრძოლოთ არა ჰიპოტონიას, არამედ მის გამომწვევ მთავარ მიზეზს. ეს კი შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, ინტოქსიკაცია, ალერგია, ასთმა, მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიები, ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა, არარაციონალური კვება და ზოგიერთი მედიკამენტის გადაჭარბებული მიღება.
არტერიული ჰიპოტონია ხშირად ართულებს ისეთი დაავადებების მიმდინარეობას, როგორებიცაა გულის მანკი, მიოკარდიტი, ლეიკოზი, ავიტამინოზი და ასე შემდეგ.
ჰიპოტონიის მკურნალობა გულისხმობს სასიცოცხლო ტონუსის მომატებას. ამისთვის კი აუცილებელია, ჯანსაღი ძილი. კერძოდ, გამოიძინეთ 10 საათი მაინც. ძილის დროს სისხლი ძირითადად მუცლის ღრუს ორგანოებში გროვდება, ხოლო თავის ტვინის მომარაგება სისხლით შედარებით სუსტდება. კარგია ფეხით სეირნობა, ცურვა, სპორტული ვარჯიშები. ასევე, ყველი და კარაქი, ყავა და შოკოლადი წნევის მომატებას უწყობს ხელს.

скачать dle 11.3