კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: შეიძლება, ძვლების ხშირი ტკაცუნი ბეჭების მიდამოში იყოს ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი მიზეზი? თუ ხერხემალზე გადავიღებ რენტგენს, მივხვდები, მაქვს თუ არა? ანუ, გამოჩნდება რენტგენზე ეს დაავადება, თუ სხვა ანალიზიც უნდა ჩავაბარო? ვარ 25 წლის, 3 წელი აქტიურად ვვარჯიშობდი და ბოლო დროს ბეჭები ძლიერად მტკივა, 5 კილოსაც თუ ავწევ, მტკივდება, ან უბრალოდ, სახლის გამოგვისასაც... ახასიათებს ეს ნიშნები აღნიშნულ დაავადებას?
პასუხი: დიახ, ხერხემლის რენტგენოგრაფიული გამოკვლევით მოხდება ხერხემლის სვეტის მდგომარეობის შეფასება. ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია თქვენს მიერ აღნიშნული ჩივილები. უნდა მიმართოთ ორთოპედ-ვერტებროლოგს.
კითხვა: 2 წლის გოგონას შარდის ანალიზში აღმოჩნდა KET ketonebi10 mg/dl. მიზეზი რა შეიძლება იყოს? თან, როცა ანალიზი გავუკეთეთ, სიცხიანი იყო, ვირუსი ჰქონდა და ტუჩზე – სტომატიტი.
პასუხი: ცხელების დროს კეტონების გაჩენა შესაძლებელია და სანერვიულო არ არის. დაელოდეთ ბავშის გამოჯანმრთელებას და გაიმეორეთ ანალიზი.
კითხვა: ჩემს 4 წლის ბავშვს გავუკეთე მონონუკლეოზზე ანალიზი, სადაც „G” აღმოჩნდა 80.5, ამაზე მითხრეს, რომ ეს ნიშნავს, ვირუსი ბავშვს ადრე ან რამდენიმე თვის წინ აქვს  გადატანილიო. მაინტერესებს, იწვევს თუ არა ეს ვირუსი სხვა რაიმე გართულებას და რა გამოკვლევები შეიძლება, კიდევ ჩავუტარო? ბავშვს ხშირად ხვდება ვირუსები და აქვს მწვავე ტონზილიტი.
პასუხი: მშვიდად ბრძანდებოდეთ, მთავარია, გადატანილი აქვს და არის იმუნიტეტი.
კითხვა: ვარ 46 წლის. გავიკეთე მამოგრაფია: ორივე ჯირკვალში აღმომაჩნდა 8 და 10 მილიმეტრის ზომის სწორკონტურებიანი წარმონაქმნები. მაინტერესებს, არის თუ არა საშიშროება, რომ ავთვისებიანად გარდაიქმნას. მამოლოგთან ვერ მოვახერხე მისვლა და ვიდრე მივალ, მინდა, ვიცოდე, რამდენად საყურადღებოა ეს მდგომარეობა?
პასუხი: სავარაუდოდ, დაგჭირდებათ ბიოფსიაც. აუცილებელია, ჩატარდეს მკურნალობა, რომელსაც დაგეგმავს ონკოლოგ-მამოლოგი.
კითხვა: ერთჯერად სუპებს რომ ეძახიან, შეიძლება მისი ჭამა? შემაშინეს – ეგ იგივე ძაღლის საჭმელიაო, არადა, ხალხი მიირთმევს. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: ნებისმიერი სწრაფი მომზადების პროდუქტი შეიცავს მინარევებს – გემოს მისაცემად, საღებავებს – ფერის მისაცემად, ვიტამინებს, დანამატებსა და ემულგატორებს, ანუ, მათში ნატურალური პროდუქტი არც ისე ბევრია, მით უმეტეს – სპეციალური ტექნოლოგიებით გადამუშავებულში. ზემოთ დასახელებული ხელოვნური დანამატები სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამწვავებასა და პროვოცირებას იწვევენ. ასე რომ, გირჩევთ, ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული წვნიანები მიირთვათ.

скачать dle 11.3