კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბოდბის მონასტრის ივერიის ღვთისმშობლის ხატი

საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ბოდბის დედათა მონასტერი გააუქმეს. მონაზვნები სხვადასხვა მხარეს დაიფანტნენ, ხოლო ათასწლოვანი მონასტრის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა. რამდენიმე მონაზონმა მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩენა მაინც მოახერხა და ფარულად ემსახურებოდნენ წმიდა ნინოს საფლავს.
ბოდბის მონასტერში დაბრძანებული იყო 1905 წელს ათონის მთაზე დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც ახლად გახსნილი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მაგიდად იყენებდა. მონასტრის მახლობლად მცხოვრები კეთილმორწმუნე ქალი,  რაისა გვიამბობს: „დედაჩემი რენტგენის კაბინეტში სანიტრად მსახურობდა. იმ რამდენიმე მონაზონთან ერთად, რომლებიც წმიდა ნინოს საფლავს ფარულად  ემსახურებოდნენ, რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. დედა მაგდალინა მონასტერში 13 წლისა მისულა. მას გაგონილი ჰქონია – წმიდა ნინო საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად ფეხით ჩამოვიდაო და თავადაც ჩამოსულა – მან დედაჩემს სთხოვა, როგორღაც ხატი გამოვითხოვოთ და დაზიანებულ ნაწილებს მე აღვადგენო. მანამდე კი საავადმყოფოში ასეთი რამ მომხდარა: რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და მას თავადაც მაგიდად იყენებდა. ცოტა ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს თავად ზეციერი დედოფალი გამოსცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს თავის ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს ხატი უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა ვერ უთქვამს. მაშინ დედაჩემმა შესთავაზა: მოდი, ხატი, როგორც „გამოუყენებელი ინვენტარი“, ისე ჩამოვწეროთ და აქაურობას გავაშოროთო. მართლაც ასე მოქცეულან. ხატი ჩვენს სახლში გადაუტანიათ, სადაც დედა მაგდალინას სიწმიდე აუღდგენია, ხოლო მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და თავის პირვანდელ ადგილას დაუბრძანებიათ.”
ივერიის ღვთისმშობლის ბოდბის ხატთან დაკავშირებით ასეთ ამბავსაც ჰყვებიან: სოფელს, სადაც დედათა მონასტერი მდებარეობს, ქედელი ჰქვია. ამ სოფელში ერთი უკეთური კაცი ცხოვრობდა, რომელიც „ჩეკისტი“ იყო და საეკლესიო სიწმინდეებს განსაკუთრებული სიძულვილით შეურაცხყოფდა. სწორედ მან, სატანური ზიზღით დაბრმავებულმა, ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ხელი აღმართა და სახე დანით განსაკუთრებული სისასტიკით დაუსერა... გონდაბნელებული კაცი ძალიან მალე საგანგებოდ დაისაჯა: სრულიად ჯანმრთელი, უეცრად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ იმის შესახებ, თუ როგორ დაისაჯა მისი შთამომავლობა – მთელი მისი გვარი ერთიმეორის მიყოლებით ამოწყდა და განადგურდა. უკეთური კაცის ხელით დატოვებული დანის კვალი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახეზე დღესაც ცხადლივ ჩანს.
1980-იან წლებში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმიდა ნინოს განსასვენებელი ბოდბის დედათა მონასტერი კვლავ აღდგა. როდესაც მონასტერში წირვა-ლოცვა კვლავ ქართულ ენაზე განახლდა (იქ მანამდე რუსი მონაზვნები იმყოფებოდნენ), ახალი სასწაული აღსრულდა: ივერიის ღვთისმშობლის ხატს სურნელოვანი მირონი გადმოსდინდა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ მირონი უკვე მონასტრის ყველა ხატს სდიოდა. ეს სასწაული ყველას სახილველად მთელი წელი გრძელდებოდა.

скачать dle 11.3