კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვიჩევს

კითხვა: როგორ უნდა მოვექცეთ ურწმუნო ადამიანებს?
პასუხი: მათზე უნდა ვილოცოთ და შევიცოდოთ ისინი. უნდა გვინდოდეს, მოვაქციოთ ისინი ჭეშმარიტებისკენ და მუდამ უნდა ვეცადოთ ამას. ვინც ღიად აკრიტიკებს და თავს ესხმის ჭეშმარიტ რწმენას, უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი, ოღონდ სიყვარულით და არა მრისხანებით.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ მართლმადიდებლური და კათოლიკური ჯვარცმა სამჭვალთა (ლურსმანთა) რაოდენობით განსხვავდება?
პასუხი: მართლმადიდებლურ ჯვარცმაზე მაცხოვარი ოთხი სამსჭვალით არის გაკრული, ხოლო კათოლიკურზე – სამით (ფეხი ფეხზეა გადაჯვარედინებული და ერთი სამჭვალით დამაგრებული). ამრიგად, სამსჭვალთა რაოდენობით მართლაც განსხვავებულია ჯვარცმები.
კითხვა: რა მოვიმოქმედო, რომ ჩემი უქმი და უსარგებლო ცხოვრება ქრისტიანულად შევცვალო?
პასუხი: თუ გსურთ, მოექცეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, უნდა იკითხოთ სახარება და იცხოვროთ უფლის მცნებებით. უნდა დაიწყოთ უპირველესად სინანულით, უნდა მოინანიოთ ცოდვები და ღმერთს დაუდოთ აღთქმა, რომ აღარ შესცოდავთ. უნდა ილოცოთ გულმხურვალედ, რათა უფალი შეგეწიოთ და განმტკიცდეთ სარწმუნოებაში.
კითხვა: რა შემთხვევაში ხდება ხატის ხელმეორედ კურთხევა?
პასუხი: ხატები მღვდლისგან ერთხელ იკურთხება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ხატებს აკურთხებენ ხელმეორედ. ეს ხდება ხატის რესტავრაციის შემდეგ, თუ ხატს დაკარგული აქვს იერსახე.
კითხვა: როგორ უნდა მოვთოკოთ თავი, რომ გემოთმოყვარეობაში არ ჩავვარდეთ ტრაპეზობისას?
პასუხი: გაიხსენეთ თქვენი ცოდვები და ამით დაიცავთ თავს გემოთმოყვარული ტკბობისგან.

скачать dle 11.3