კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„ადამიანის ბედნიერება თავად მასზეა დამოკიდებული“
(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან)


„რომში, პირველ საუკუნეში, ქრისტიანთა საშინელი დევნის დროს, ნერონის მეფობისას, იყო ერთი მონა, სახელად ეპიქტეტი, რომელიც, მიუხედავად მონობისა, თავისუფალი იყო. დაიმახსოვრეთ მისი სახელი. იგი მონა იყო, მაგრამ თავად საკუთარ თავს მონად არ მიიჩნევდა. მას ძალიან მკაცრი ბატონი ჰყავდა, რომელიც ხშირად სცემდა თავის მონებს.
ერთხელ განრისხებულმა ბატონმა ჯოხით დაუწყო ცემა ეპიქტეტს. ეს მონა არასდროს კარგავდა წონასწორობასა და სიმშვიდეს. ამჯერადაც მშვიდად უთხრა ბატონს: „ბატონო, ნუ მცემ, რადგან, შეიძლება, ფეხი მომტყდეს“. ბატონი უარესად განრისხდა – როგორ მიბედავო და უფრო გამეტებით დაუწყო ცემა. მან მართლაც მოსტეხა ეპიქტეტს ფეხი. მონამ მშვიდად შენიშნა: „აი, ხომ გეუბნებოდი. ახლა შენი მოსავლელი გავხდები“. აი, ასეთი ბრძენი იყო ეპიქტეტი. მან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბატონზე, რომ გაათავისუფლა მონობიდან და თავისუფლება მიანიჭა. ეს უბრალო ადამიანი პირველ საუკუნეში გამოჩენილი ფილოსოფოსი გახდა (ეპიქტეტე – ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, დაახლოებით 50-138 წლები). იგი ამბობდა: „ადამიანი შეიძლება იყოს ბატონი, მაგრამ, ამავე დროს, იყოს მონა საკუთარი ვნებებისა და, შეიძლება იყოს მონა, მაგრამ შინაგანად იყოს თავისუფალი პიროვნება და ამით ბედნიერი. ამიტომ ადამიანის ბედნიერება თავად მასზევეა დამოკიდებული; იმაზე, თუ როგორ უყურებს იგი ამ ცხოვრებას. თუ მას ყველაფერი აღიზიანებს, ყოველ მოვლენას მუქ ფერებში აფასებს, მუდამ უბედურია და იტანჯება. ბედნიერებას სიმდიდრე და ძვირფასი საგნები კი არ გვანიჭებს, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ. თუ ადამიანი სულიერად, შინაგანად სუფთაა, თუკი დაძლევს თავის ვნებებს, ბედნიერი იქნება“...

скачать dle 11.3