კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: კრედიტორმა, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, მოვალისგან მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მოვალემ კრედიტორის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ კრედიტორთან ხელშეკრულების დადებისას, მონაწილეობდა არა თავად, არამედ მისი წარმომადგენელი. ამიტომ, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მის წარმომადგენელს. კანონიერია თუ არა მოვალის ქმედება.
პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალის მოქმედება არ არის კანონიერი. ვინაიდან იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც ის წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს, ანუ მოვალეს.
კითხვა: ჩემს პირველ ქმართან განქორწინებული ვარ უკვე 5 წელია, მყავს 7 წლის ქალიშვილი, რომელიც მამის გვარს ატარებს. ამჟამად მეორე ქორწინებაში ვიმყოფები და გადავედი მეუღლის გვარზე. მინდა, ჩემი ახალი მეუღლის გვარზე გადავიყვანო ჩემი ქალიშვილიც. არის თუ არა ეს შესაძლებელი და რა არის ამისთვის საჭირო.
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, შვილს სახელს არქმევენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამასთან, მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა, ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის საკუთარი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობაც. რაც შეეხება მეორე მეუღლის გვარზე ბავშვის გადაყვანას, ამისათვის საჭიროა ბავშვის ნამდვილი მამის, თქვენი პირველი მეუღლის თანხმობაც.
კითხვა: შპს-ზე რიცხული შენობა-ნაგებობა მივყიდე ძმას (ცალკე ოჯახი აქვს), რომელიც წინასწარ შევაფასებინე კერძო აუდიტორსაც. მას შემდეგ გავიდა 5 წელი. ახლა, საგადასახადო შემოწმების დროს, საგადასახადომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიყიდვის გამო, მის ღირებულებაზე ეჭვი შეიტანა და დანიშნა ექსპერტიზა. ექსპერტმა დიდ თანხად შეაფასა, რის გამოც დაგვერიცხა შესაბამისი გადასახადი.
გთხოვთ გვიპასუხოთ: 1) რომელი დოკუმენტია ნამდვილი  – აუდიტორის შეფასება თუ ექსპერტიზის დასკვნა?   2) რა იურიდიული ძალა (მტკიცებულება) გააჩნია იმ პერიოდის აუდიტორის შეფასებას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ორივე მტკიცებულება – აუდიტორის შეფასებაც და ექსპერტიზის დასკვნაც, ნამდვილია. თუმცა, თუ საგადასახადო შემოწმების აქტს ან საგადასახადო მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებთ, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, საბოლოოდ, მტკიცებულებების შეფასება მოხდება სასამართლოს მიერ და ის გადაწყვეტს, რომელი მტკიცებულება უნდა დაედოს საფუძვლად სასამართლოს შინაგან რწმენას და აისახოს გადაწყვეტილებაში.

скачать dle 11.3