კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: უნდა გათბეს თუ არა ძრავა დილით, ავტომობილის დაძვრამდე?
პასუხი: ავტომობილს ძრავას გათბობა არ სჭირდება. უბრალოდ, ცივ ძრავაზე, არ არის რეკომენდებული მაღალი ბრუნებით სვლა – იგულისხმება 4 500 ბრუნზე მეტი, დაქოქვისთანავე.
კითხვა: მაინტერესებს „ნისან X ტრიალი”, 2.2 დიზელის ძრავით. როგორი ზოგადი მონაცემები აქვს ამ ავტომობილს, რას მეტყვით ძრავასთან დაკავშირებით და, ზოგადად, როგორ მუშაობს ის ჩვენს პირობებში?
პასუხი: „ნისანის” ეს მოდელი საკმაოდ მორგებულია ჩვენს პირობებს, არ საჭიროებს ხშირ სერვისს და თავისი კლასის სხვა მოდელებთან შედარებით, კარგი მანევრი აქვს. რაც შეეხება ძრავას, ამ ტიპის ძრავით აღჭურვილი ეს მოდელები ძალიან პოპულარულია და ყველაზე კარგად იყიდება ინგლისში, სადაც მომხმარებელი ჩვენზე გაცილებით მეტად მომთხოვნია და მანქანის მიმართ მეტი პრეტენზია აქვს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული „გამომდგარი” ძრავაა.
კითხვა: ხელოსანმა მითხრა, რომ ჩემს ავტომობილს დაერღვა გეომეტრია, რას ნიშნავს ეს?
პასუხი: ეს ნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილის ძარა ან ძარის დეტალები, სადაც ავტომობილის თვლების დამაფიქსირებელი ბერკეტებია, დეფორმირებულია და თვლები ერთმანეთს არ უყურებს, ქარხნის მიერ გათვალისწინებული პარამეტრებით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა თვალი სხვადასხვა მხარეს იყურება (ერთმანეთს არ უსწორდება).
კითხვა: მაქვს ამერიკაში ავტომობილის მართვის მოწმობა. საჭიროა თუ არა მოწმობის აღება საქართველოში?
პასუხი: თუ საქართველოს მოქალაქე ხართ, საქართველოს ტერიტორიაზე გჭირდებათ ქართული მართვის მოწმობა. თუ ამერიკის მოქალაქე ხართ, ექვსი თვის განმავლობაში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მართვის ამერიკული მოწმობა და შემდეგ უკვე, უნდა აიღოთ ქართული.
კითხვა: მინდა შევიძინო „ფორდის“ „ჯიპი“. თუ შეიძლება, დამიხასიათეთ „ფორდის“ „ჯიპები“ – „ესკეიპი“ და „ესკალადე“. მაინტერესებს, რამდენად გამოსადეგია და, ხომ არ გაუჭირდება მისი შენახვა საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანს?
პასუხი: რა თქმა უნდა, გაგიჭირდებათ. „ესკეიპი“ და „ესკალადე“ ამერიკული ტიპის ისეთი „ჯიპებია,“ რომელთა ნაწილების შოვნაც ძალიან გაგიჭირდებათ, თანაც, ისინი იმდენ საწვავს მოიხმარენ, რომ ბენზინის ცისტერნასთან ერთად უნდა იაროთ. მართვაში აგრესიული ტიპია, გაზს რომ მიაჭერთ, ძალიან სწრაფად იღებს სიჩქარეს, მაგრამ, „ფართხალი“ უყვარს: ოდნავ ზიგზაგიან გზაზეც კი, მოსახვევში შესვლისას, გეჩვენებათ, რომ მძღოლის გვერდითა სავარძელზე ზიხართ. ამავდროულად, არც ისეთი გამძლეა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს: მაშინ, როცა „ტოიოტას“ ამ კლასის „ჯიპი“ ერთხელ გაფუჭდება, „ფორდის“ ეს „ჯიპები“ ათჯერ  „მოასწრებენ“ გაფუჭებას.

скачать dle 11.3