კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაარჭო ისარი სტალინმა ხრუშჩოვის თავზე დადებულ სიგარეტის კოლოფს

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, სტალინი წინათგრძნობით იყო შეპყრობილი. თუმცა, სიკვდილზე პირდაპირ, დაუფარავად ის არასდროს საუბრობდა. ვერ ვიტყვი, რომ სტალინს სიკვდილის ეშინოდა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ დიდ ბელადს უნდოდა, რაც შეიძლება დიდ ხანს ეცოცხლა, რათა ბოლომდე მიეყვანა თავისივე დაწყებული დიადი საქმე. ერთ-ერთ კერძო საუბარში სტალინს, ვლასიკსა და ჩემს შორის, რომელიც დიდი ბელადის ინიციატივით კუნცევოს აგარაკზე გაიმართა 1952 წლის 5 მარტს (ზუსტად ერთი წლით ადრე სტალინის გარდაცვალებამდე), მან ასეთი მონოლოგი წარმოსთქვა: „ჩვენი უზარმაზარი ქვეყანა უამრავ ქარცეცხლში გამოვატარეთ. მრავალი განსაცდელი გადავიტანეთ, ფეხზე დავაყენეთ. ეს ყოველივე კი ჩვენი გმირი ხალხის დამსახურებაა, რა თქმა უნდა, ბოლშევიკთა რკინის თაობის წინამძღოლობით. დიახ, ჩვენ ძალიან მკაცრი, დაუნდობლები და ზოგჯერ სასტიკნიც კი ვიყავით, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლებოდა, მტერს სხვანაირად ვერ გავუმკლავდებოდით. მე, ილიჩის შემდეგ ყველა ჩვენი გამარჯვების ავანგარდში ვდგავარ და რომ დავფიქრდები, ზოგჯერ ძრწოლა ამიტანს. იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ  რა შეიძლება მოხდეს, როცა მე ამქვეყნიდან წავალ”. სტალინის ასეთმა სიტყვებმა ჩემზე საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა. ვლასიკს შევხედე და მივხვდი, ისიც ჩემ დღეში იყო. სტალინი მიხვდა ჩვენს შეშფოთებას, გაეღიმა და განარგრძო: „საქმე ის არის, ჩემმა სიკვდილმა ჩვენი მთავრობა შესაძლოა, ისეთ დღეში ჩააგდოს, რომ ვერ გაუძლონ ერთბაშად დამტყდარ პასუხისმგებლობას და ისეთი მიუტევებელი, გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვან, რაც ყველაფერს წყალში ჩაყრის”. მე და ვლასიკი უფრო მეტად გავოგნდით, სტალინმა კი ჩიბუხი დინჯად დატენა, გააბოლა და განაგრძო. ამათ მე უკვდავი ვგონივარ, ჩემზე არიან ჩამოკიდებულები და დარწმუნებული ვარ, ნორმალურად ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ როგორ უნდა მართონ ამხელა ქვეყანა ჩემ გარეშე. უბრალოდ, ისინი მხოლოდ ჩემი მითითების შესრულებას არიან მიჩვეულები. დამოუკიდებლად პასუხისმგებლობის აღება, თუნდაც ყველაზე ელემენტარულ საკითხზე, მათ უჩემოდ არ შეუძლიათ. ამ სიტყვების შემდეგ სტალინმა თვალები მოჭუტა, ეშმაკურად გაიღიმა და უფრო ხალისიანად განაგრძო: „თუმცა, მათ შორის არის ერთი კაცი, რომელსაც ღირსება აქვს, ჩემი მემკვიდრე გახდეს. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს კაცი ამ საქმეს ჩემზე არანაკლები წარმატებით გაართმევდა თავს. თუმცა, მას აქვს ერთადერთი ნაკლი და ეს ნაკლი მის ყველა პლუსს გადაწონის. ეს ნაკლი მისი ქართველობაა”. მე და ვლასიკი, რა თქმა უნდა, უკვე კარგად მივხვდით, რომ დიდი ბელადი ლავრენტი ბერიაზე ლაპარაკობდა. თუმცა, ვერ გაგვერკვია, თუ რატომ იყო ბერიას ქართული წარმომავლობა მისი მინუსი. თან ისეთი, რომელიც ყველა პლუსს გადაწონიდა. სტალინი თითქოს ჩემს გულში იჯდა. ფიქრიც კი არ მქონდა დამთავრებული, რომ მან ჩაილაპარაკა: „დიახ ბერიას“ ყველაზე დიდი ნაკლი, მისი ქართული წარმომავლობაა. ამ გარემოებამ შესაძლოა, მას დიდი უბედურება მოუტანოს, რადგან ჩემს ადგილზე მას არავინ მიუშვებს. იმ შემთხვევაშიც კი, მე რომ აქედანვე დავიწყო ამაზე ზრუნვა.” იმ მომენტში, როცა სტალინი მართლაც წინასწარმეტყველურ ფრაზებს ამბობდა, ჩვენთვის ძალიან გაუგებარი იყო, თუ რა კრიტერიუმებით საზღვრავდა ამას დიდი ბელადი, მაგრამ ის, როგორც ყოველთვის, მართალი აღმოჩნდა. სტალინი უფრო გახალისდა და ძველ თემას აღარ დაბრუნებია. საუბრის შინაარსი მკვეთრად შეცვალა და ვლასიკს ჰკითხა: სად ემზადებიან, სად გადიან წრვთნას შენი ბიჭები. საინტერესოა მათი ოსტატობის ნახვაო. ვლასიკი ფეხზე წამოდგა, გაიჭიმა და ის-ის იყო, პირი უნდა გაეღო, რომ სტალინმა ხელით ანიშნა დაჯექიო. მას მჯდრომარეს მოუწია, მოეხსენებინა „ამხანაგო სტალინ, მატიშჩიში ახალი ბაზა ავაშენეთ და არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი თანამშრომლები იქ ემზადებიან და თავიანთ ოსტატობას ხვეწენ”. სტალინმა ბოლომდე მოუსმინა ვლასიკს და შემდეგ თქვა: „ჰოდა, ახლავე იქ გავემგზავროთ და მათი ოსტატობა ვნახოთ.” ზუსტად თერთმეტ საათზე გავემგზავრეთ კუნცევოდან და მიტიშჩიში რომ ჩავედით, შუადღეს იყო გადაცილებული. მიტიშჩის ბაზის კომენდანტი წინასწარ იყო გაფრთხილებული სტალინის ვიზიტის შესახებ და იქ უკვე გველოდებოდნენ. სტალინმა ჯერ ბაზის ტერიტორია შემოიარა ფეხით და როცა ყველაფერი ყურადღებით დაათვალიერა, ვლასიკს მიუბრუნდა: ახლა კი ამ არწივების ოსტატობაც ვნახოთო. ერთ-ერთ პავილიონში აგვიყვანეს, სადაც რამდენიმე სასროლეთი იყო და ჩვენი უწყების ბიჭებმა დიდ ბელადს თავიანთი მაღალი ოსტატობა და პროფესიონალიზმი უჩვენეს. სტალინი ნანახით კმაყოფილი დარჩა, ვლასიკი შეაქო და რამდენიმე თანამშრომელთან მოკლე საუბრის შემდეგ, ჩვენი კორტეჟი დედაქალაქისკენ დაიძრა. სულ რაღაც ორი კილომეტრიც კი არ გვქონდა გავლილი, რომ დიდი, შუშისჭერიანი შენობის წინ, ძველ მიტიშჩიში სამთავრობონომრიანი მანქანა შევნიშნეთ, რომელიც არც სტალინს გამოჰპარვია და ხმადაბლა იკითხა: რა შენობაა და ეს მანქანა ვის ეკუთვნისო? ვლასიკმა, რომლის პირდაპირი მოვალეობა იყო ასეთი რამეების ცოდნა, სხაპასხუპით უპასუხა: შენობა სასროლეთია, სადაც მშვილდოსნები ვარჯიშობენ, ხოლო მანქანა ხრუშჩოვისააო. სტალინმა გაოცებისგან კოპები შეკრა, მძღოლს შეჩერება უბრძანა და ჩაილაპარაკა: „ერთი, წავიდეთ, ვნახოთ, რას აკეთებს იქ ნიკიტა”. ის მანქანიდან გადავიდა. შენობაში ისე შევედით, არავინ შეგვხვედრია. მოგრძო დერეფანი გავიარეთ, კარი შევაღეთ და გრძელ დარბაზში შევედით. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მშვილდისარმომარჯვებული ნიკიტა ხრუშჩოვი დავინახეთ. ის ოცდათერთმეტმეტრიანი სასროლეთის ხაზზე იდგა და მოჭიმულ იარაღს უმიზნებდა. სტალინს გაოცებისგან წარბები შეეჭმუხნა, შემდეგ გაეღიმა და ხმისამოუღებლად უყურებდა ხრუშჩოვს, რომლის გასროლილი ისარი არამცთუ სამიზნეს, არამედ მთელ სტენდს ასცდა და ლამის ჭერს მოხვდა. გაწბილებულმა ხრუშჩოვმა ჩაიბურტყუნა: ფუი, რა მოუხერხებელი იარაღია, მიკვირს, როგორ ისვრიან ამ ჯართითო. სტალინს ისევ გაეღიმა და ხრუშჩოვს მიაძახა: შენ თვითონ ჯართო, ყველაფერს ცოდნა უნდა. თორემ ეს არც ისე ძნელია, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ, რადგან მიზანი არ გაქვსო. სიტყვა – მიზანი სტალინმა ორაზროვნად წარმოსთქვა, მაგრამ მთავარი ისაა, ხრუშჩოვისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ნაცნობი ხმის გაგონება სასროლეთის შენობაში, რომ მშვილდისარი ხელიდან გაუვარდა და შემოტრიალებისას წაბარბაცდა. ჯერ იარაღის სწორად დაჭერა ისწავლეო, ნიკიტა, – განაგრძო სტალინმა და ხრუშჩოვისკენ დაიძრა, რომელსაც ჭარხალივით გაწითლებოდა სახე. ვილჰელმტელობა გადაწყვიტეო, იკითხა სტალინმა და ხრუშჩოვს გამომცდელად შეხედა. მას კი აშკარად ეტყობოდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო ვილჰელმ ტელი. ტელი ცნობილი მსროლელი იყო, რომელიც ძალიან შორი მანძილიდან ახვედრებდა ისარს ვაშლს, მაგრამ შენ რამ გადაგაწყვეტინა რობინჰუდობაო, ახლა უკვე მეორე პერსონაჟის ვინაობა დაუსახელა სტალინმა გაშეშებულ ხრუშჩოვს. ნიკიტას გამომეტყველებიდან ჩანდა, რომ მან არც რობინ ჰუდის ვინაობა იცოდა. სტალინს ისევ გაეცინა და განაგრძო: „ეგეც ბრწყინვალე მსროლელი იყო და ტყეში ემალებოდა მთავრობას. ნიკიტა, შენც ხომ არ გადაწყვიტე, მშვილდოსნობის მალულად დაუფლება, რომ ტყეში დაგვემალო? მაინც, საით აპირებ გაჭრას? ალბათ, უკრაინაში, არა?! ეს ადგილები ხომ შენთვის კარგადაა ცნობილი.” ხრუშჩოვი ისე იყო წამხდარი, რომ ენა ჩავარდნოდა. მშვილდოსნების ინსტრუქტორი და დარბაზის რამდენიმე თანამშრომელი კი პირდაღებულები მიშჩერებოდნენ სტალინს, რომელმაც მოულოდნელად იკითხა, სიგარეტის კოლოფი რომელს გაქვთო. ერთ-ერთ თანამშრომელს „ყაზბეგი” აღმოაჩნდა და ჯიბიდან ამოიღო. ნიკიტა, ეგ კოლოფი გამოართვი, სტენდთან მიდი, თავზე დაიდე და ისე გაშეშდი, როგორც წეღანო, უთხრა და ხრუშჩოვმაც მექანიკურად შეასრულა სტალინის ბრძანება. შემდეგ სტალინმა მშვილდისარი აიღო, ორმოცმეტრიან ხაზზე დადგა და მშვილდი მოჭიმა. ყველანი გავისუსეთ. უეცრად მან ისარი გაისროლა, რომელმაც ჰაერი გააპო და ხრუშჩოვის თავზე, „ყაზბეგის” კოლოფში გაერჭო. ეს მართლაც ბრწყინვალე ნასროლი იყო, მაგრამ სტალინს არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. მან იარაღი მიწაზე დადო, შებრუნდა და გასასვლელისკენ გაემართა. ჩვენ უკან მიყევით. მე კი იმაზე ვფიქრობდი, საიდან იცოდა დიდიმა ბელადმა ასეთი სროლა. უკვე მერამდენედ გვაკვირვებს ეს კაცი თავისი საქციელით. ამ ფიქრებში, საათს დავხედე – ისრები საღამოს რვა საათს უახლოვდებოდა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ბელადი აღარ იქნებოდა.


მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების
მიხედვით

скачать dle 11.3