კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რესტორანი „ბეღელი“ – მაღალი ნდობა მომხმარებლებში

თბილისში, მიუხედავად  ერთი შეხედვით  არსებული რესტორნების სიმრავლისა, მაინც დეფიციტურია ადგილი, სადაც კარგი საკვები, მაღალი კლასის მომსახურება და სიმშვიდეა. ერთ-ერთი ასეთი კი ჩვენი მკითხველების გამოკითხვების მიხედვით, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე  რესტორანი „ბეღელია”. არცთუ დიდი ხნის არსებობის მიუხედავად, მან უკვე მოიხვეჭა მომხმარებლებში  მაღალი რეპუტაცია და ნდობა. თუ რატომ დადიან ოჯახებით რესტორან „ბეღელში” და რა  პრინციპებით მუშაობს ის, ამ საკითხებთან დაკავშირებით, მის აღმასრულებელ დირექტორს ვესაუბრეთ.

ჯუმბერ ამაშუკელი (რესტორან „ბეღელის” აღმასრულებელი დირექტორი): რესტორანი „ბეღელი” 2008 წლის 15 მარტს გაიხსნა. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ ორიენტაცია ეკოლოგიურად სუფთა საკვებზე. ჩვენი ხშირი სტუმრები არიან ოჯახები, ბავშვებითურთ, ამიტომაც  გვინდა, რომ   გავამართლოთ მათი ნდობა. პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა  დეტალს და გვინდა, მომხმარებელს მუდმივად მისთვის კომფორტული გარემო შევუქმნათ.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საკვები ინგრედიენტები ნომერ პირველი საკითხია. პროდუქტს  საქართველოში არსებული კერძო გლეხური მეურნეობებიდან ვიძენთ. გაყინულ ხორცს არ ვიყენებთ და მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას ვანიჭებთ უპირატესობას. ამიტომაცაა, რომ „ბეღლის” საკვები გამორჩეულია. მშობლები ჩვენთან ბავშვებთან ერთად დადიან და მომსახურებაში სპეციალურად საბავშვო მენიუც გვაქვს, ისევე, როგორც სპეციალურად მარხულთათვის – გამორჩეული არჩევანი.  ჩვენთან მენიუს განსაკუთრებული მრავალფეროვნებაა. გარდა ტრადიციული ქართულისა, გვაქვს ევროპული  და ასევე, საფირმო კერძები. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ჩვენი საფირმო – „ბეღელი ბეღელში”, რომელიც იმდენი კერძის კომპლექსია ერთად, რომ 8-კაციან სუფრას თავისუფლად დაანაყრებს. მასში შედის სამგვარი მწვადი, ხინკალი, ხაჭაპური და ასე შემდეგ, კერძების ნაკრები. გვაქვს სხვა საფირმო  მენიუც.  „ბეღლის” კერძები  რომ ძალიან გემრიელია და ეს ჩვენთან ერთხელ მოსულმა სტუმარმაც იცის. ამიტომაცაა, რომ „ბეღლის” ხშირი სტუმრები და მუდმივი მომხამრებელები არიან სპორტის, კულტურისა და პოლიტიკის ცნობილი სახეები. ასევე, განსაკუთრებული ნდობით ვსარგებლობთ დიპკორპუსის წარმომადგენლებში და ხშირადაც გვესტუმრებიან ხოლმე.
გარდა ეკოლოგიურად სუფთა საკვებისა და ფართო ასორტიმენტისა, ჩვენთან ასევე, მნიშვნელოვანია მომსახურების მაღალი სტანდარტი  და  მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობა. აღნიშნული სერვისიც მაღალ დონეზეა ჩვენთან. ამიტომ, აქ მოსული სტუმარი თავს კომფორტულად გრძნობს. სხვათა შორის, ჩვენ სპეციალურად დავნერგეთ მომსახურება რესტორანში მუსიკის გარეშე, რადგან ადამიანს ხშირად მყუდრო გარემო უნდა და  არა – ხმაურიანი მუსიკა. ასევე, მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, რომ ჩვენთან ავტომანქანების მფლობელთათვის პარკინგის პრობლემა არ არის. უახლოეს მომავალში კიდევ ვაპირებთ პარკინგის მოწყობას.
ასე რომ, ვისაც გსურთ, მყუდრო  და კომფორტულ გარემოში დააგემოვნოთ  ეკოლოგიურად სუფთა  საკვები და მეგობრებთან ერთად, ისიამოვნოთ გემრიელი კერძებით, ეწვიეთ „ბეღელს”! ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ რესტორანმა „ბეღელმა” 2010 წლიდან, ერთ-ერთმა პირველმა დანერგა კლიენტების ბინაზე მომსახურების სერვისი. თქვენც დარეკეთ ნომერზე: 2258223;  2258224, შეუკვეთეთ და დარწმუნდებით,  რომ რესტორანს განუმეორებელი მენიუ აქვს.

скачать dle 11.3