კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხდება საჯარო სკოლებში მას შემდეგ, რაც მანდატურის სამსახურმა დაიწყო მუშაობა და როგორ გადაარჩინა მანდატურმა ბავშვი გაგუდვას

თავიდან, საჯარო სკოლებში მანდატურების შესვლამ,  ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ძირითადად, მათ უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობდნენ. დღეს, პიროვნებებს, რომლებიც სკოლაში ბავშვების უსაფრთხოებას იცავენ, მოზარდები ახასიათებენ, როგორც უფროს მეგობრებს. საჯარო სკოლებში სისხლიანმა გარჩევებმა და უთანხმოებებმა რომ იკლო, ამის დასასაბუთებლად სტატისტიკური მონაცემების მოყვანა, ვფიქრობ, ზედმეტია, რადგან, ამ ყოველივეს, თავადაც შეამჩნევდით. ალბათ, ყველა მშობელი ბედნიერია, როდესაც იცის, სასწავლო დაწესებულებაში მისი შვილის უსაფრთხოებაზე კონკრეტული პირები ზრუნავენ. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სკოლაში 23 წლის მანდატურმა გიორგი მელიქიძემ, პირველკლასელის სიცოცხლე იხსნა. ძიების შედეგად, ასევე გავიგეთ, რომ მსგავსი შემთხვევა გასული წლის შემდგომაზეც დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში, აწ უკვე ყოფილმა მანდატურმა, ზაზა ხუციშვილმა, მეხუთეკლასელი გადაარჩინა სიკვდილს.

–  რა ვითარებაში გადაარჩინეთ ბავშვები?

ზაზა ხუციშვილი: ჩვეულებრივად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას, დერეფანში ვმოძრაობდი. საკლასო ოთახის კარი გაღებული დავინახე და შევიხედე, შემდეგ კი განვაგრძე გზა. მოულოდნელად, ზურგზე პატარა ხელის მორტყმა ვიგრძენი, მოვრტიალდი და გაფითრებული ბავშვი დავინახე, რომელიც მანიშნებდა, რომ სუნთქვა უჭირდა. თურმე, ბავშვს დაუმუშავებელი პურის შედეგად, 6 სანტიმეტრის საცობი ჰქონდა საყლაპავ მილში, ფაქტობრივად, იგუდებოდა. მაშინვე ჩავუტარე პირველადი სამედიცინო დახმარება, მოვიკრიბე ძალები და რაც შემეძლო, გავაკეთე. რომ ამოისუნთქა და ფერი დაუბრუნდა, მეც ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. ღმერთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ეს ფაქტი, გასული წლის შემოდგომაზე მოხდა. 

გიორგი მელიქიძე: პირველ სართულზე ვმორიგეობდი, როდესაც კივილის ხმა შემომესმა. გავიქეცი და მასწავლებელს ხელით მოჰყავდა ბავშვი. სწრაფად მოვიპოვე ინფორმაცია, თუ რა შემთხვევასთან გვქონდა საქმე.  ბავშვს კანფეტი გადასცდენია და სუნთქვა უჭირდა. ჩავუტარე პირველადი დახმარება. ამ პროცესში ჩართული იყვნენ კოლეგები და მთელი სკოლა.

– პირველადი სამედიცინი დახმარების კურსებს გადამზადების დროს გადიხართ?

ზაზა: დიახ, გავლილი მაქვს სპეციალური გადამზადების კურსი. ეს იყო განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი, სადაც ყველაფერი შეგვასწავლეს, მათ შორის, პირველადი სამედიცინო დახმარებაც. რომ არა ეს კურსები და იქიდან მიღებული ცოდნა, შესაძლოა, სავალალოდ დასრულებულიყო ყველაფერი.

– ფაქტობრივად, თქვენს ხელში იყო ბავშვების სიცოცხლე, შიშის მომენტი თუ გქონდათ?

– იმ მომენტში არაფერზე ვფიქრობდი, რადგან ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა. ამისათვის მადლობა მანდატურის სამსახურს იმ კურსებისთვის, რომელიც გადამზადების დროს გავიარეთ. ამ ცოდნით შევძელი და პატარას სიცოცხლე ვიხსენი. იმ ბავშვს რომ რამე მოსვლოდა, მთელი ცხოვრება ტრავმად გამყვებოდა. როდესაც უკვე ყველაფერი მორჩა, ბავშვს ფერი დაუბრუნდა და მეც ჩემს კაბინეტში შევედი, დავჯექი და მერე გავაცნობიერე რა შეიძლება, მომხდარიყო. 

გიორგი: რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი, ბავშვის გადარჩენას. საერთოდ, როდესაც მანდატურის კადრის მიღება ხდება, ფსიქოლოგიურ ტესტს გადიხარ, შეგიძლია თუ არა მსგავს სიტუაციებში თავის კონტროლი. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირი შემთხვევისთვის მზად ვართ. მახსენდება მომენტი, როდესაც ყველაფერი დამთავრდა –  გამიხარდა და უკეთესად ვიგრძენი თავი, როცა ბავშვი ფეხზე დავინახე. ეს იყო ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა, რომელიც უნდა გამეკეთებინდა და შევასრულე კიდეც.

– ზაზა, ბავშვმა მასწავლებელს არ სთხოვა დახმარება და თქვენ მოგმართათ?

– დიახ, მან დაინახა, რომ გავიარე და ჩემკენ გამოიქცა. როგორც გიორგიმ აღნიშნა, მარტო იმით არ შემოიფარგლება ჩვენი სამუშაო, რომ ვიღაცას შენიშვნა მივცეთ. პირადად მე, მათი ცხოვრებითაც ვინტერესდებოდი. ისიც ვიცოდი, ვის ვინ უყვარდა და რჩევებსაც მეკითხებოდნენ; როცა, რაღაც ისე არ გამოსდიოდათ, ამ შემთხვევაშიც, მომართავდნენ. რამდენიმე დღის წინ, შემხვდა ჩემი ყოფილი მოსწავლე და მკითხა, შვილი თუ გყავსო, არა– მეთქი, რომ ვუთხარი,  მისმა პასუხმა გამაოცა –  რა ბედნერი ვიქნებოდი, შენნაირი მამა რომ მყოლოდაო. ასეთი მომენტი ძალიან ბევრი იყო. ხუთი წლის განმავლობაში მათ პრობლემებს ვეხებოდი. მანდატურის სამსახურის შექმნის პირველივე დღიდან შევედი სკოლაში. თავიდან ბევრი დარტყა მივიღეთ, მაგრამ ყველაფერი დალაგდა, სისტემა დაიხვეწა და რაც მთავარია, ბავშვებმა შეგვიყვარეს. ამ წლების განმავლობაში უზღვავი სიყვარული მივიღე მათგან. ხშირად მეკითხებიან, რატომ უყვარხარ ბავშვებს ასე ძალიანო. პასუხი მარტივია –  როგორ შეიძლება, პატარა ბავშვს თვალებში უყურებდე და იმავე გრძნობით არ განიმსჭვალო მის მიმართ, რასაც თავად გაძლევს. ყველაზე გულწრფელები სწორედ ისინი არიან და სიყალბესაც ყველაზე მეტად გრძნობენ. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ისეთი კარგი მსახიობები, მათთან თამაში შევძლოთ.

– როგორია დღეს ბავშვების დამოკიდებულება მანდატურების მიმართ?

გიორგი: კეთილგანწყობაა ბავშვების მხრიდან და ამას ყველა ამჩნევს, ვისაც სკოლასთან ხშირი შეხება აქვს. არანაირ აგრესიას არ გვაგრძნობინებენ, გვემეგობრებიან კიდეც. 

ზაზა: მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მანდატურს წესრიგის დაცვა ევალება, საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ იმდენი სიყვარული მაქვს ამ ბავშვებისგან მიღებული, მეტი რომ არაფერი მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ესეც მეყოფა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, პირველკლასელი მოსულა და ერთი ცალი „ჟელიბონი“ მოუცია. ბავშვები ენდობიან მანდატურებს და იციან, რომ არასოდეს უღალატებენ.

– მართალია ბავშვები, რომელთა სიცოცხლეც იხსენით, პატარები არიან, მაგრამ მადლიერების ნიშნად თავად ხომ არ მოუმოქმედებიათ რაიმე?

– ბავშვი ძალიან პატარაა, შეიძლება, ვერც აცნობიერებს რა მოხდა. მისი მადლიერება ის იყო ჩემ მიმართ, რომ გადარჩა და ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

გიორგი: როდესაც უკვე ამოისუნთქა და ფერიც დაუბრუნდა, ისე გაიღიმა, დღემდე თვალწინ მიდგას. რაც სიტყვით ვერ თქვა, ღიმილით მაგრძნობინა.

скачать dle 11.3