კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქორწინება 23-წლიანი სიყვარულის შემდეგ

 სად გაიმართა მარტა ფუტკარაძისა და ალეკო ბერიანიძის ლამაზი ქორწილი  

 ფუტკარაძეების ოჯახში 2015 წელიც ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ბიზნესლედის, ციცო ფუტკარაძის   ქალიშვილი, მარტა გაბედნიერდა. ეს უბრალოდ, რიგითი ქორწილი და შეუღლება არ გეგონოთ.  23-წლიანი, დიდი სიყვარულის შედეგმა ნაყოფი გამოიღო და ალეკო ბერიანიძემ,  მარტა ოჯახის შექმნაზე დაიყოლია. კვირას სწორედ ამ ლამაზ დღესასწაულს მასპინძლობდა კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია  შთამბეჭდავი და შესანიშნავი ქორწილით, რომლის შესახებაც თბილისში ბევრს ლაპარაკობენ.

პირველი, რაც კრწანისის გამწვანებული ბუნების წიაღში მისულ სტუმრებზე საოცრად ამაღლებულ განწყობას უქმნიდა,  ხელისმოსაწერად გამზადებული ფანჩატური, უზადო გემოვნებით მორთული მინი-ბაღი და კლასიკური მუსიკა იყო.  ვიოლინოზე შესრულებული კლასიკური მუსიკის შედევრები, შამპანური და ნამცხვარი დესერტად მათთვის, ვინც ჯვრის დასაწერად წასულ ნეფე-დედოფალს მოუთმენლად ელოდა. ჯვარი მარტას და ალეკოს  გორში, გორი-ატენის  ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ დაწერა და ღვთის წინაშე შეუღლებულები დალოცა. საგანგებოდ მორთული   მინი-სეფა ახლადშეუღლებულთათვის  ხელისმოსაწერად მზად იყო. აი, მენდელსონის ცნობილი მელოდია და საოცრად ლამაზი სანახაობა, რომელმაც იქ შეკრებილი საზოგადოება აღაფრთოვანა. „მარიონელას” საპატარძლო კაბაში გამოწყობილი მარტა შემაღლებული სცენისკენ მამას  ხელკავით მიჰყავს  ნეფესთან.  მარტა იხსენებს, მიუხედავად იმისა, რომ  პატარძლის ნეფესთან მიყვანის ამ ფორმას ხშირად კათოლიკე მორწმუნეები იყენებენ  კათედრალებში, მამას სურვილი იყო ამ ჟესტით მიეცილებინა ქალიშვილი მეუღლემდე  იმ ბაღში, სადაც მარტამ და ალეკომ ხელი მოაწერეს. აი, შემდეგ კი იყო „ტანგო,” ამაღელვებელი მუსიკის ფონზე და უამრავი აპლოდისმენტი. მარტას და ალეკოსთან ფოტოების გადაღება მოწვეულ სტუმრებს განსაკუთრებით სურდათ. მოკლედ, სიყვარულის  რომანტიკული მინი-ბაღიდან სტუმრებს ტრადიციული ქართული სუფრა, რომელიც პატარძალივით თეთრი და მოკაზმული იყო, არანაკლებად შთამბეჭდავად გაწყობილ საქორწინო სეფაში ელოდათ. სუფრის თამადა კი  ფუტკარაძეებში უკვე ტრადიციულად,  ცნობილი ქართველი მსახიობი ტრისტან სარალიძე გახლდათ. აქვე ნახავდით სხვა ცნობილ სახეებსაც, მათ შორის „კომედი შოუს” ბიჭებიდან, ნიკა არაბიძეს. ყველა გახარებული იყო და განსაკუთრებით პატარძლის დედა, ქალბატონი ციცო ფუტკარაძე – შესანიშნავი ადამიანი, ბიზნესლედი და ქველმოქმედი. 

მარტას და ალეკოს  სიყვარულის ისტორია  კი მათი ქორწილივით ლამაზია და რომანის სიუჟეტს ჰგავს.

მარტა ფუტკარაძე: ერთმანეთი 23 წლის წინ გავიცანით და როგორც ალეკო მეუბნება, იმ დღიდან ვუყვარვარ. მაშინ ჩვენ მეზობლები ვიყავით და ერთ უბანში ვცხოვრობდით. გაცნობის ისტორიაც უცნაური იყო – მარკეტს ვერ ვაგნებდი და ალეკო დამეხმარა. ის დღეა და გვერდიდან არ მომცილებია. მერე ლონდონში წავედით და მუდმივად გვერდით მყავდა, მზრუნველობას იჩენდა. როცა მე  წამოვედი, ალეკო ბრიტანეთში დარჩა. ვერ ჩერდებოდა და მახსოვს, დამირეკა და სიყვარული ტელეფონით ამიხსნა, უშენოდ ვერ ვძლებო. თავიდან ამას ყველაფერს მეგობრულად ვუყურებდი, მერე მეც შემეპარა გრძნობა. ალეკო ძალიან მზრუნველი, კეთილშობილი, ნამდვილი ჯენტლმენია. მისმა მზრუნველობამ მეც გამიჩინა გრძნობა. საოცრად თბილი ადამიანია და ბედნიერი ვარ, რომ მისი მეუღლე გავხდი. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელიც მუდმივად გვერდში მიდგას და ასეთი ლამაზი დღესასწაული მაჩუქა. ოთო, დედიკო და მამიკო, მე თქვენით ვამაყობ და ცხოვრების ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები! 

ალეკო ბერიანიძე: მარტა დანახვისთანავე შემიყვარდა, ისევე, როგორც ზღაპრებშია. მაშინვე მივხვდი, რომ  ის ჩემი ცხოვრების  განუყრელი სიყვარული და ბედნიერებაა.  23 წელიწადი  მისდამი ამ დიდ გრძნობას ვატარებდი და  ახლაც უბედნიერესი ვარ, რომ ის ჩემს მეუღლეობას დათანხმდა. ჟურნალიდანაც კიდევ ერთხელ გეუბნები: მარტა, ძალიან მიყვარხარ!

 P.S. ჟურნალი „თბილისელები” უერთდება ფუტკარაძეების ოჯახურ ბედნიერებას და ახალშეუღლებულებს ამ მართლაც ულამაზეს – წლის ქორწილს და გაბედნიერებას ულოცავს.

скачать dle 11.3