კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოსულთა მოყვარულები

ცალ-ცალი კალოშით, ანუ გაზიანი „ჯიპები”

თუმცა ამ ჩვენს ქვეყანაში 3-5 წლის ასაკის მანქანების რაოდენობა დათვლილ პროცენტებს არ აღემატება, რაკი, როცა გშია ზაქარია, მეორადი ავტომანქანაც შაქარია, ისიც ფაქტია, რომ უპირატესობას მოსულ-მოსულ „ჯიპებს” ვანიჭებთ (და მერე რა, რომ მეორადსა და გაზზე გადაყვანილს?!), რომელთა პარკირებაც რთულია ამ უპარკირებო ქალაქში, გამონაბოლქვიც ბარაქიანი აქვს და საცობებსაც უწყობს ხელს – ქუჩის სივიწროვისა და „ჯიპის” სიფართოვის გამო.

რამდენიმე დღის წინათ საქართველოს მანქანათმფლობელი მოქალაქეების გულები ერთობ შეაშფოთეს უნიფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა, რომლებიც გაუმართავი ავტომანქანების მძღოლებს აჯარიმებდნენ, ცხადია, სიმბოლურად, რადგან ასეთი კანონმდებლობა  არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

ისიც ითქვა, რომ იგეგმება საყოველთაო გადასახადის დაწესება ავტომობილის ყოლისთვის და სავსებით ბუნებრივია, რომ გადასახადი დიფერენცირებული იქნება: განიერ-განიერი, მაღალგაბარიტიანი ავტომობილების მფლობელებს მეტის გადახდა მოუწევთ.

ცხადია, რომ ამ მოსალოდნელმა სიახლემ ყველაზე მეტად გული „ჯიპის” პატრონებს შეუფრთხიალა. მართალია, ჩემთვის დაზუსტებით უცნობია, მართლაც, დაწესდება თუ არა მსგავსი გადასახადი, მაგრამ, წესითა და რიგით, აუცილებლად უნდა დაწესდეს, თუნდაც, იმიტომ, რომ იქნებ ამ გადასახადმა მაინც მიგვახვედროს, რომ, ჯერ ერთი, ავტომანქანის ზომა არ განსაზღვრავს თვითშეფასებას და, რაც მთავარია, ვიყოლიოთ ისეთი ზომისა, რის მომსახურების თავიც გვაქვს?! თორემ რა – გაზზე გადაყვანილი ჯიპებიანი და რა – ცალ–ცალ კალოშიანი შემოდგომის აზნაურები?! – 

скачать dle 11.3