კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩამონაურებული

ამბიციამოკლულები

სანამ ბელორუსიის პრეზიდენტი ბ-ნი ლუკაშენკო დიპლომატიის მასტერკლასს ატარებდა – საქართველოში არსად ვარ ნამყოფი, სოხუმის გარდა საბჭოთა დროსო და თავს დასავლეთსაც აწონებდა, შეამკო რა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი (რაც, სხვათა შორის, ჩვენმა თანამემამულეებმა მაინც გააქილიკეს, თითქოს სახელდობრ, ჩვენთვის, რამე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვინ ვისი ეშხით გაატარებს ჩვენს ინტერესს?!), რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-ნმა ჩირიკბამ ნაურუს დელეგაციას უმასპინძლა (ბუნებრივია, უმასპინძლებდა, ვინაიდან ამღიარებლები სულ ოთხნი დარჩნენ: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. – )

დელეგაციას ნაურუს ვიცე-პრეზიდენტი ადეანგა დავიდ უაიაუ თავკაცობდა და სწორედ მან შესთავაზა ჩვენებურ სეპარატისტებს, რომ „რესპუბლიკა ნაურუ მზადაა, წარმოადგინოს აფხაზეთის ინტერესები საერთაშორისო ასოციაციის პარლამენტებსა და წყნარი ზღვის საპარლამენტო აზიურ კავშირში. ოღონდ დასძინა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენც დაგვთანხმდებითო.

ჩვენს ნომერ პირველ დიპლომატ სეპარატისტს შემოთავაზებაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა შენიშნა, რომ ნაურუს დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტი იქნება დიდი ნაბიჯი ამ ორი  რესპუბლიკის მჭიდრო ურთიერობისთვის გადადგმული. მეტიც, ნაურუს დახმარება მეტად წაგვადგება აღიარების საქმეში და გაგვიხსნის დიდ პერსპექტივას წყნარი ზღვის აუზის ქვეყნებისკენო.

და თუმცა ჩვენებურ სეპარატისტებს ჩვენზე არანაკლები წარმოდგენა აქვთ საკუთარ როლსა და ადგილზე ამ ცოდვილ მზისქვეშეთში, ცხადზე უცხადესია, რომ ჩამონაურებით მოუწევთ ამბიციების მოკვლა.

скачать dle 11.3