კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბავშვთა პრობლემები არასრულ ოჯახებში

დაბადებიდან ხანდაზმულობამდე ჩვენთვის უმაღლეს ფასეულობას ოჯახი წარმოადგენს. ამიტომაც ცდილობს თითოეული ადამიანი, გააზრებულად, წინასწარ დაგეგმოს მშვიდი და უსაფრთხო გარემო, აღზარდოს შვილები და ასე შემდეგ. ოჯახის დაგეგმვა, სხვა ასპექტებთან ერთად, გენდერული თანასწორობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ის ითვალისწინებს წყვილის რეპროდუქციულ ასაკს, მოზარდთა სექსუალურ აღზრდას და ჯანმრთელობას, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ განათლებას და სხვა ფაქტორებს... და მაინც, ცივილიზებული ურთიერთობების მიღმა თუ სხვა მიზეზების გამო ბევრი ოჯახი იყოფა. თავს იჩენს ბავშვებთან დაკავშირებული სირთულეები, რადგან ბავშვის აღზრდა მარტივი პროცესი არ არის და უამრავ მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს. ბავშვებისთვის განქორწინება სტრესის, სევდისა და გაუგებრობის წყაროა. ამიტომ ისინი მტკივნეულად განიცდიან სეპარაციას. ასეთია ერთ-ერთი ბავშვის ნაამბობი, მისურის უნივერსიტეტის ჩანაწერებიდან:

„მე მინდა ორივე დარჩეს ჩემს ცხოვრებაში...

შეეცადეთ, მოილაპარაკოთ ჩემთან დაკავშირებულ საკითხზე.

როდესაც ჩემ შესახებ ჩხუბობთ, მე ვფიქრობ, რომ რაღაც ვერ გავაკეთე, ან ცუდად გავაკეთე და დამნაშავედ ვგრძნობ თავს.

ნუ ხართ გაღიზიანებული, არ მაგრძნობინოთ, რომ მე უნდა გავდგე განზე და ერთი მშობელი უნდა მყავდეს...

ჩემს მეორე მშობელზე მხოლოდ კარგი თქვი... გახსოვდეთ.“

(ტექსტი უცვლელია) – დამეთანხმებით, ზოგადად, მსგავსი ტექსტის მოსმენა და გაანალიზება მტკივნეულია, განსაკუთრებით შვილისგან. არასრულ ოჯახში არსებობს გაუგებრობა და ზოგჯერ აუხსნელი სირთულეები, ბავშვები სენსიტიური არიან და ზოგჯერ არაადეკვატურადაც რეაგირებენ. 

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას რომელიც არასრულ ოჯახებს შვილებთან ურთიერთობას შეუმსუბუქებს და გაუმარტივებს.

რა ვუთხრათ ჩვენს ბავშვებს – მომენტი, როცა უნდა უამბოთ განქორწინების შესახებ. სწორედ ამ დროს მშობლები თითქოს იყინებიან. მდგომარეობა გაცილებით გამარტივდება, თუ თქვენ მოსალოდნელ რთულ შეკითხვებს უფრო ადრე დაგეგმავთ და წინასწარ გააანალიზებთ. ბავშვებს აქვთ უფლება, გაიგონ სიმართლე, თუმცა დაცილების ზოგიერთი მიზეზი, მათ მხოლოდ აბნევთ. შეარჩიეთ საკმაოდ მარტივი: „ჩვენ აღარ შეგვიძლია ერთად”. აგრეთვე, აუხსენით, რომ ზოგჯერ შვილები და მშობლები გარკვეულ საკითხში ვერ თანხმდებიან. მაგრამ, ისინი ერთმანეთის სიყვარულს არ წყვეტენ და არც ეყრებიან.

ხშირად უთხარით: „მე შენ მიყვარხარ” – რაც არ უნდა უბრალოდ ჟღერდეს, რადგან ეს ფრაზა ძლიერ მესიჯს წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში. ნება მიეცით იცოდეს, რომ თქვენი სიყვარული მის მიმართ არ იცვლება. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა თემაზე საუბრობს, სტიმული მიეცით და წაახალისეთ, რათა თავის გრძნობა გაგიზიაროთ, მიეხმარეთ იმ სიტყვის პოვნაში, რომელიც მის გრძნობას ამომწურავად გამოხატავს.

მშობლების მეგობრული ურთიერთობა, სიმშვიდე, პოზიტიური ფონი და საერთო მზრუნველობითი გადაწყვეტილებები, რადიკალურად ცვლის ბავშვების განწყობას ოჯახის მიმართ. მშობელთა პარტნიორული დამოკიდებულება მანიშნებელია, რომ ბავშვებმა გაიგონ – ისინი უფრო საყურადღებო არიან, ვიდრე ის კონფლიქტები, რითაც ქორწინება დასრულდა.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ვირჯინია სატირი, არასრული ოჯახის სამ ტიპს განიხილავს და ზოგადად, ოჯახის შესახებ ასე წერს: „ოჯახის წევრებმა ერთმანეთს უნდა გაუზიარონ გრძნობები და სიყვარული, რათა ჯანმრთელი სახით შეინარჩუნონ. სიყვარულს და მზრუნველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის ფორმირებაში“.

ბავშვების ბრაზი, გაშმაგება, მოუსვენრობა და მსუბუქი დეპრესია, ხშირად თან ახლავს ოჯახის სეპარაციას. რთული და შორსწასული შემთხვევების პრობლემების დროს კი ისინი დამატებით მხარდაჭერას მოითხოვენ. მშობლებმა განსაკუთრებული აქცენტი შფოთვასა და დეპრესიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უნდა გაამახვილონ.

წითელი დროშები სერიოზული პრობლემების დროს: ძილის პრობლემა; კონცენტრაციის გაუარესება; პრობლემები და სირთულეები სკოლაში; ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება; სხვადასხვა სახის კვებითი ქცევის დარღვევა; ხშირი ბრაზი და ძალადობრივი აფეთქებები; უარის თქმა საყვარელ აქტივობებზე; ახლობლებისგან სეპარაცია. 

 

ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი „პერსონა”

скачать dle 11.3