კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: 49 წლის ქალს ღამით აწუხებს თავში შიშინი; არც წნევები და არც თავის  ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული? ცოტა მარილები აწუხებს.

პასუხი: პაციენტმა უნდა მიმართოს ნევროლოგს. მიზეზი შეიძლება იყოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის თავისებურებები; ანემია, ოსტეოქონდროზი და ასე შემდეგ. მიზანშეწონილია ოტოლარინგოლოგის კონსულტაციაც.

კითხვა: მითხრეს, რომ წიწიბურა ორგანიზმიდან რკინას გამოდევნის. ეს მართალია? მინდა, ვიცოდე, რამდენად არასასურველია მისი დიდი რაოდენობით მიღება, მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში მთელი დღე, წიწიბურა რომ ვჭამო, ყოველ 4 საათში ერთხელ, საღამოს კი – 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი, რა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს?

პასუხი: თქვენი ინფორმაცია არ არის სწორი. სხვა მინერალურ ნივთიერებებთან ერთად, წიწიბურა რკინასაც შეიცავს, ამიტომ, ანემიის დროს დიეტოლოგები პაციენტს ურჩევენ, მენიუში წიწიბურა ჩართონ.

კითხვა: როგორ ტარდება ფრჩხილის ამოღების ოპერაცია? ანესთეზია თუ კეთდება და  რამდენად მტკივნეულია?

პასუხი: ფრჩხილის მოშორება ხდება როგორც ქირურგიული გზით (ვრცელი დაზიანების დროს გამოიყენება ანესთეზია), ისე პლასტირით – მალამოს დაკვრით, უსისხლოდ და უმტკივნეულოდ.

კითხვა: აუცილებელია თუ არა ოპერაცია, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის 6-მილიმეტრიანი პოლიპი?  ეფექტურია თუ არა ამ შემთხვევაში ჰომეოპათია?

პასუხი: შედეგიანია თუ არა ჰომეოპათიური მკურნალობა, ამის თაობაზე, ჯობია, კონსულტაცია გაიაროთ ჰომეოპათთან; რაც შეეხება ოპერაციული მკურნალობის საკითხს, 6-მილიმეტრიანი პოლიპის შემთხვევაში ოპერაცია, შესაძლოა გადაიდოს, და მოხდეს პოლიპზე დაკვირვება დინამიკაში, ანუ, ყოველ 2-3 თვეში ერთხელ უნდა აკონტროლოთ მისი ზომაში მატება და ზრდის ტემპები.

კითხვა: მაქვს მუდმივი სიცხეები 37.5- 37.7. სისხლის საერთო ანალიზი კარგი მაქვს. აღმომაჩნდა ჩირქიანი გლანდები, ერთი თვეა, ამოვიჭერი და სიცხეები ისევ გრძელდება. მითხრეს, ეს გლანდების ბრალი არ არის, ვირუსი გაქვსო. მყავს 2 წლის გოგონა. სანამ დავორსულდებოდი, ანალიზი გავიკეთე ვირუსებზე და მქონდა ჰერპესი. შეიძლება, სიცხეები ამის გამო იყოს?

პასუხი: გადაიღეთ გულმკერდის რენტგენოგრაფია, მიმართეთ ფტიზიატრს, გამორიცხეთ ტუბერკულოზური პროცესი, სისტემური დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის  პათოლოგია.

კითხვა: ლიმონის ჩაი წნევას უმატებს? მე პირიქით ვიცოდი, მაგრამ, მითხრეს, დაბლა კი არა, მაღლა სწევსო.

პასუხი: მაგარი, ტკბილი ჩაი ლიმონით დაბალი წნევის – ჰიპოტონიის დროს შეგიძლიათ მიირთვათ; რაც შეეხება ცალკე ლიმონის წვენს, მის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტების ზემოქმედების შედეგად, სისხლძარღვების კედლები ხდება ელასტიკური და ძლიერი; შესაბამისად, სისხლს აღარ უხდება სისხლძარღვების წინააღმდეგობის გადალახვა და მომატებული არტერიული წნევა ქვეითდება დაახლოებით 10 პროცენტით. ლიმონი საუკეთესო საშუალებაა ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

скачать dle 11.3