კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

თურქმა იწამა ღვთისმშობლის ძალა

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „ღირს არს ჭეშმარიტად“ ერთ-ერთ ასლს, რომელიც ლტოლვილებმა 1922 წელს მცირე აზიიდან საბერძნეთში ჩაიტანეს, ასეთი საოცარი ისტორია აქვს:

1821 წელს საბერძნეთის რევოლუციის პერიოდში, ხიოსის ტრაგედიის დროს, როდესაც თურქებმა კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჟლიტეს, ორი ბერძენი, რომლებიც ცდილობდნენ გაქცევით ეშველათ თავისთვის, ერთ თურქს შეეჩეხნენ. რომელმაც მათ ღვთისმშობლის ხატი გადასცა შემდეგი სიტყვებით:

„აიღეთ ეს მერიემი (მარიამი)“.

ბერძნები გაოცდნენ და დაიბნენ. მაშინ თურქმა სასწრაფოდ აუხსნა მათ:

– მე შევეცადე, ნაჯახით გამეჩეხა ის, რომ შემდეგ დამეწვა. რამდენიმეჯერ დავარტყი ნაჯახი ხატს, მაგრამ ოდნავადაც არ დაზიანდა. მაშინ ყურადღებით დავაცქერდი გამოსახულებას და დავინახე, რომ ის მიღიმოდა და მივხვდი, რომ დიდია თქვენი სარწმუნოება. ეს ხატი არ უნდა განადგურდეს, წაიღეთ და თქვენს ტაძარში დაასვენეთ.

ბერძნებმა ხატი ტაძარში დამალეს და მცირე აზიის ქალაქ რეიზბერისკენ გაეშურნენ. დედაღვთისას ხატი მათ წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში დაასვენეს, სადაც ის ტანჯულთ ანუგეშებდა და სნეულებს კურნავდა.

ერთხელ ავადმყოფმა ქალმა, რომელიც განკურნებას შესთხოვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, აღთქმა დადო, რომ თავის ოქროს სამაჯურს შესწირავდა სასწაულმოქმედ ხატს „ღირს არს ჭეშმარიტად“. მცირე ხნის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა, მაგრამ იმის გამო, რომ რეიზბერიდან შორს ცხოვრობდა, გაუჭირდა აღთქმის შესრულება. ღვთისმოსავი ქალი ძალზე განიცდიდა ამას და მუდამ ახსოვდა, რომ აღთქმა ჰქონდა დადებული ღვთისმშობლის წინაშე. ერთხელ, მოულოდნელად სამაჯური გაქრა. ქალი შეწუხდა, იფიქრა, რომ მოპარეს და სასწრაფოდ გაემგზავრა მონასტერში, რომ სამაჯურის ნაცვლად, ფული მაინც შეეწირა მონასტრისთვის.

წმიდა სავანეში მისულმა მლოცველმა იღუმენიას აუხსნა თავისი აღთქმის შესახებ. მან „დედაღვთისას“ ხატთან მიიყვანა ქალი, რომლის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხატთან თავისი სამაჯური დაინახა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავად აღასრულა მისდამი მსასოებლის ნატვრა.

скачать dle 11.3