კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აწამა სეიფში გამოკეტილი მილიციის უფროსი ხელქვეითმა

ჩვენს ქვეგანყოფილებაში ერთი უმცროსი ლეიტენანტი მუშაობდა, ვინმე ვარლამ ტლაშაძე. დიდი ინტელექტითა და გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ, „რკინის მარწუხები“ ჰქონდა – თუკი ვინმეს ჩაავლებდა, ბოლომდე არ მოეშვებოდა და, რომ იტყვიან, ქვასაც კი წვენს გამოადენდა. ამიტომ ტლაშაძეს ძირითადად ამ მიზნისთვის იყენებდნენ და, ყველა იმ პატიმარს, ვინც არ ტყდებოდა, მასთან გზავნიდნენ. მას ერთი „საფირმო ნომერი“ ჰქონდა: დაკავებულს უზარმაზარ, ცეცხლგამძლე სეიფში ამწყვდევდა, შემდეგ გასაღებით კეტავდა და გასაღებითვე გარედან უკაკუნებდა რკინას. ეს კი იმდენად ძლიერად მოქმედებდა სეიფში გამომწყვდეულზე, რომ მაქსიმუმ 10 წუთის შემდეგ ყველა იძლეოდა ჩვენებას.

მე და ტლაშაძე ერთ კაბინეტში ვისხედით, თუმცა, მის დაკითხვას არასოდეს ვესწრებოდი, ყოველთვის გარეთ გავდიოდი.

ერთ დილას მე და ტლაშაძე კაბინეტში ვსხედვართ და იმაზე ვბჭობთ, როგორი იქნება ჩვენი მილიციის ახალი უფროსი, რომელიც იმ დღეს პირველად უნდა მოსულიყო სამსახურში.

უცებ ტლაშაძეს ვიღაცამ დაურეკა და, საუბარი რომ დაასრულა, მითხრა:

– სამძებროს უფროსმა ერთი კაცის დაკითხვა დამავალა ჩემებურად. შენ მაინც არ ჩერდები აქ, ბარემ წადი და ის კაცი აქამდე მოაცილე, მაგრამ, ნუ შემოხვალ, უკან გაბრუნდი.

მე ავდექი და სამძებროს უფროსის კაბინეტში წავედი. ის კაცი იქ დამხვდა, მაგრამ სამძებროს უფროსმა თხუთმეტი წუთი გამაჩერა და მხოლოდ ამის შემდეგ გამატანა დასაკითხი ობიექტი ტლაშაძესთან. კაბინეტთან რომ მივედი, გამახსენდა, სიგარეტი რომ დამრჩა, პირველი შევედი ოთახში და დავინახე, ტლაშაძე სეიფთან იდგა და გასაღებით უკაკუნებდა რკინაზე, სეიფიდან კი ენით აუწერელი გინება და ყვირილი გამოდიოდა. ვარლამმა რომ დამინახა, მითხრა:

– კერკეტი კაკალი ჩანს შენი მოყვანილი კაცი. აგერ უკვე ოცი წუთია, ვაკაჩავებ, მაგრამ, არ ტყდება.

– ვის აკაჩავებ? ის, ვინც უნდა დაკითხო, გარეთ გელოდება.

ერთი სიტყვით, გაფითრებულმა ტლაშაძემ სეიფი გააღო და იქიდან ჩვენი მილიციის ახალი უფროსი გამოიყვანა.

ახალ უფროსს, თურმე, ტლაშაძის ოთახში შეუხედავს, მან კი ხელი სტაცა, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოდპოლკოვნიკი სეიფში შეაგდო და გულწრფელ აღიარებას სთხოვდა.

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ახალმა უფროსმა ტლაშაძე სამსახურში დატოვა.

პოდპოლკოვნიკ ვარლამ გეგეჭკორის  მონათხრობის მიხედვით მოამზადა                      

скачать dle 11.3