კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: მყავს ავტომობილი ავტომატური გადაცემის კოლოფით. როგორ უნდა მოვიქცე, თუ მუხრუჭი აღარ დაიჭერს. როგორ გავაჩერო ავტომობილი?

პასუხი: თუ ავტომობილი მართვის ავტომატური კოლოფითაა აღჭურვილი, აუცილებელია, ხელის მუხრუჭი მუდმივად გამართულ მდგომარეობაში იყოს, რადგან, თუ სტანდარტული მუხრუჭები არ დაიჭერს ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. თუ ხელის მუხრუჭი მუშაობს, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. მაგრამ, არ შეიძლება, მისი მკვეთრად, ბოლომდე ამოწევა. უნდა ამოიწიოს თანდათან და ბოლომდე. მკვეთრად ამოქაჩვის შემთხვევაში ავტომობილი მოცურდება, დოზირებულად ამოწევის დროს კი, სწორხაზოვნად გაჩერდება. თუ ხელის მუხრუჭი სუსტია, ამ დროს მაქსიმუმ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ის არის, რომ გადმოვიტანოთ ავტომობილის სიჩქარეების ბერკეტი ყველაზე დაბალ სიჩქარეში რაც აქვს (ზოგ შემთხვევაში, ეს არის – 2, ზოგჯერ – 1) და დაველოდოთ, სანამ ავტომობილის ინერცია ისე შემცირდება, რომ ამ სიჩქარეში გადმოირთოს. ამის შემდეგ ავტომობილის შენელების ტემპი გაორმაგდება. მაგრამ სრულ გაჩერებას, რა თქმა უნდა, მაინც ვერ მოახერხებს. თუ წინ სივრცე გაქვთ, ბოლო მომენტში (როდესაც სიჩქარე 10-15 კილომეტრ-საათში მიაღწევს) უკვე შეგიძლიათ გაანეიტრალოთ და გაგორებით გაჩერდეთ. არამც და არამც არ ჩააქროთ ავტომობილი მის სრულ გაჩერებამდე. ჩაქრობა ავტომატურად ნიშნავს ნეიტრალში ჩაგდებას, ანუ თავისუფლად გაგორდება. არსებობს კიდევ ერთი სარისკო მეთოდი – მუხრუჭის ჩავარდნისას, წამიერად თვალს მოავლებთ, რა შეიძლება, გამოიყენოთ ავტომობილის გასაჩერებლად და მნიშვნელოვანია თუ არა ავტომობილის გაჩერება. ყოფილა შემთხვევა, ავტომობილი გაუჩერებიათ მისი სრული დაზიანების ხარჯზე, ამ დროს კი იყო იმის საშუალება, ის საერთოდ არ დაზიანებულიყო. რას ვგულისხმობთ? ხრეში, მიწის საფარი, ღობე, ბუჩქები, ტალახი, თოვლი და მსგავსი ელემენტები, იოლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შესავარდნად, იმისთვის რომ ავტომობილი გაჩერდეს. ბორდიურები, კედელი და მსგავსი მყარი საფარი, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაჩერებლად, მათთან გვერდული შეხების და ხახუნის ხარჯზე. რიგ შემთხვევაში, შეიძლება, პირდაპირი შეჯახებაც კი უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე დაგორების გაგრძელება. მაგალითად, დაიძარით დაღმართზე, მუხრუჭმა არ დაიჭირა და გარდაუვალია მაღალი ინერციის აკრეფა და უფრო სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევა. ამ დროს შეიძლება, მყისიერად გააკეთოთ მანევრი, რაც გამოიწვევს შეჯახებას, რის შედეგადაც, ავტომობილი გაჩერდება. ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ზუსტად შეაფასოთ, რა უფრო დიდი საფრთხის შემცველია - დაგორებით გზის გაგრძელება თუ შეჯახება. 

კითხვა: აქვს თუ არა ავტომრბოლელს ზედა ასაკობრივი ზღვარი, როდის ანებებს ის თავს აქტიურ სპორტს? 

პასუხი: ავტოსპორტს ზედა ასაკობრივი ზღვარი არ აქვს. საბედნიეროდ, მას თავს მაშინ ანებებენ, როცა ჩათვლიან, რომ რბოლას ვეღარ მოახერხებენ. ავტოსპორტს ჰქონდა ქვედა ასაკობრივი ზღვარი – 18 წელი, მაგრამ ამ ზღვარმაც, „ფორმულის” მრბოლელებისთვისაც კი, საერთაშორისო სტანდარტებით, 16 წლამდე დაიწია.  ჩვენი ქვეყნის შიდა ასაკობრივი ზღვარი 14 წელია. 

скачать dle 11.3