კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჭიღვარია

გვარის ფუძეა სიტყვა ჭიღვა, რაც ჭიგოზე ვაზის მისაბმელ წნელს ნიშნავს. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს და ლეჩხუმში გადახვეწილან.

ჭიღვარიები ლეჩხუმში, სოფელ ჭყვიშში და დარიდასანაში ცხოვრობენ.

ეს გვარი  1766 წლის ერთ-ერთ საბუთშია მოხსენიებული: „მოჯალაბე დაუსახლებიათ მაღლუდა ჭიღვარია და უდაბნოსთვის შეუწირავთ მოსამსახურედ.”

ჭიღვარიას გვარის ფუძეს, ასევე, მეტსახელადაც მიიჩნევენ. ვარაუდობენ, რომ ჭიღვა ძველად ტოპონიმი უნდა ყოფილიყო. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ჭიღვარია ჭიღველს ნიშნავს.

საქართველოში 319 ჭიღვარია ცხოვრობს: ქუთაისში – 82, ამბროლაურში – 72, ცაგერში – 52. არიან სხვაგანაც.

გიგოლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიგოლა, რომელიც ქართული წარმოშობისაა – ის გიორგის ან გრიგოლის შემოკლებული ფორმაა.

1721 წელს საბარათაშვილოში მოიხსენიება როსტომა გიგოლაშვილი. მეთვრამეტე საუკუნეში, ყმების აღრიცხვის სიაში მოიხსენიება ვინმე გიგოლაშვილი.

საქართველოში 1 329 გიგოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 324, ადიგენში – 214, გორში – 200. არიან სხვაგანაც.

ხანდამაშვილი 

გვარის ფუძეა სიტყვა ხანი, რომელიც თურქულ და მონღოლურ ენებზე სახელმწიფო მთავარს ნიშნავდა.

ხანდამაშვილები აზნაურები იყვნენ, ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ ჩონჩხურსა და თაგუთში. იყვნენ, ასევე, უყმო ხანდამაშვილებიც.

1721 წლის აღწერით, ალავერნა ხანდამაშვილს, ყაფლანიშვილების მემამულეს, სოფელ თაგეთში ყმები ჰყავდა.

საქართველოში 42 ხანდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, თეთრი წყაროში – 13, გურჯაანში – 6.

ჭარელი

ფუძით ჭარი ნაწარმოებია ქართული გვარები: ჭარელაშვილი, ჭარელი, ჭარელიშვილი, ჭარელიძე.

ჭარელების სოფელია შქმერი (ონის რაიონი). მეცნიერები მხარს უჭერენ ვერსიას, რომ გვარი ნაწარმოებია ტოპონიმიდან ჭარა, საიდანაც უნდა იყოს ნაწარმოები ჭარელი და ჭარელიძე. შესაძლოა, ჭარა ძირეული საკუთარი სახელის კნინობითი ფორმაც იყოს. ილია მაისურაძე წერს, რომ „დღევანდელი საინგილო ძველად ჭარ-ბელაქნად, ანუ, კაკენისელად იწოდებოდა“.

ჭარელიძეები სორის ტაძრის სოფლისა და სამლოცველოს წარწერაში (მეთოთხმეტე საუკუნე) მოიხსენიებიან როგორც რაჭის ერისთავები.

სადაურობის მწარმოებელ ელ სუფიქსით ნაწარმოებ გვარებს შორის, ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე ასახელებს გვარებს: ჭარელიძე, ჭარელიშვილი.

საქართველოში 49 ჭარელი ცხოვრობს: თბილისში – 32, ონში – 5, ბორჯომში – 4, არიან სხვაგანაც.

ჩადუნაშვილი

ჩადუნაშვილის გვართან დაკავშირებით მკვლევარი მაისურაძე წერდა: „სავარაუდოა, მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. სადუნა მცენარეა, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა, თუმცა, ამას ეწინააღმდეგება ჩადუნაშვილის ეტიმოლოგიის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ჩადუნა საკუთარი სახელი უნდა იყოს.”

1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.

1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.

საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს. თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3