კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

ადამი და ევა

პატივი ეცი... მას

 

ეს უფრო იმ ქალბატონებს ეხება, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია, თანაც, ერთნაირად საზიზღარი! სწორედ ამიტომაც არის მათი უმრავლესობა მარტო და, თანაც უკვირთ, ანუ, მამაკაცი შეიძლება საზიზღარია, მაგრამ, უარს მაინც არ იტყოდნენ მასზე. ჯერ ერთი, თუ არ გაიღიმებთ, არცერთ მამაკაცს არ მოეწონებით და არ გაუჩნდება თქვენთან ურთიერთობის სურვილი; მეორე – ძალიან ნუ აიწევთ თამასას, მამაკაცები კენგურუები არ არიან და ძალიან მაღალი მწვერვალის დაპყრობის სურვილიც მხოლოდ ერთეულებს აქვთ. 

ნუ „დაშლით“ მამაკაცს ნაწილებად: ცხვირი, თვალები, ფეხები, ტუჩები... ნურც მის გადაკეთებას ან შეცვლას შეეცდებით... პატივი ეცით მას თუნდაც იმისთვის, რომ არჩევანი თქვენზე შეაჩერა; დაუფასეთ, რომ შეამჩნია თქვენი ღირსებები და თქვენც ზუსტად ასე მოიქეცით – მამაკაცებს უყვართ, როცა პატივს სცემენ მათ, თანაც, ძალიან აფასებენ ამას. ანუ, დააფასეთ და ორმაგად დაგაფასებენ... რა თქმა უნდა, საუბარია ნორმალურ მამაკაცზე, რომელსაც, უპირველესად, საკუთარი თავის პატივისცემა გააჩნია...

 

სავარჯიშო ქალისთვის

 

საკუთარი თავის შეყვარება და პატივისცემა ადვილი არ არის, მაგრამ, საჭიროა. გახსოვდეთ, თუ ამას ვერ შეძლებთ, ვერც წინ წახვალთ და ვერც თქვენს წილ ბედნიერებას იპოვით. 

აიღეთ ფურცელი და დაწერეთ, კონკრეტულად რა მოგწონთ საკუთარ თავში და რას მიაღწიეთ ისეთს, რითაც შეგიძლიათ, იამაყოთ. არ დაგავიწყდეთ, ჩამოწეროთ ყველა ის ღირსება, რომლებიც გაქვთ.

ტყუილად გეცინებათ. თქვენი ნაკლოვანებებისა და შეცდომების ჩამოწერასაც ვერ გაექცევით. აი, მერე კი, დათვალეთ, რა უფრო მეტია თქვენში – დადებითი თუ უარყოფითი და, ნახავთ, რომ ღირს, იამაყოთ საკუთარი თავით და რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც კონკრეტულ მომენტში გეჩვენებათ... ამის შემდეგ, ყოველთვის შეიქეთ თავი, როცა რაღაც გამოგივათ – ასე გაცილებით მეტს მიაღწევთ.

არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის განებივრებაც, ოღონდ, სირთულე იმაშია, რომ ხშირად არც ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ და ვამბობთ, რომ დრო და ფული არ გვყოფნის ამისთვის. მაგრამ, იცით, რომ ერთ პომადას ან ტანის ლოსიონსაც კი შეუძლია, თქვენს განწყობაზე მაგიურად იმოქმედოს? ნუ იტყვით ასეთ წვრილმანებზე უარს... ზოგჯერ კი არ შეგეშინდეთ წონაში მომატება, თამამად მიირთვით ის, რაც ძალიან გიყვართ და ნუ შეგაწუხებთ სინდისი – საკუთარი თავის სიყვარული ცოდვა არ არის!

скачать dle 11.3