კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

როგორ „მკურნალობს“ ზოგიერთი გათხოვილი ქალი თავის დეპრესიას

ქალები დიდად არ განსხვავდებიან მამაკაცებისგან, ყოველ შემთხვევაში, არც ისე,  როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ანუ, ვგულისხმობთ იმას, რომ არცთუ იშვიათად ქალბატონებისთვისაც მოსაბეზრებელი ხდება ოჯახური, ერთფეროვანი ცხოვრება. მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს და ფსიქოლოგები ერთსულოვანნი არიან დასკვნაში: გათხოვილი ქალების დიდ უმრავლესობას ძალიან აწუხებს უყურადღებობა მეუღლის მხრიდან... შესაძლოა, მამაკაცები ამას ვერც ამჩნევენ და არც ფიქრობენ, რომ ამით ცოლებს ღალატისკენ უბიძგებენ...

თინიკო (42 წლის): ვიცი, რომ ბევრი გამკიცხავს იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ გულის სიღრმეში მიხვდებიან, რომ ეს პრობლემა მარტო ჩემი არ არის. ბევრ ქალს უნდა იმის გაკეთება, რაც მე ჩავიდინე, მაგრამ ვერ ბედავს. ამას იმიტომ არ ვამბობ, თითქოს მინდოდეს, თავი მოვიწონო. არანაირად, უბრალოდ, ეს ნამდვილად არის პრობლემა, რასაც მიხედვა და შველა უნდა. არ მიხარია მომხდარი და ნამდვილად არ მეამაყება. სულელი ხომ არ ვარ! ოჯახსაც და სახელსაც ვუფრთხილდები, მაგრამ, გულახდილად ვაღიარებ – არ ვნანობ.

– საუბარია იმაზე, რომ ქმარს უღალატეთ?

– დიახ. მაგრამ ასე არა, რომ ავდექი და ვუღალატე. რაღაცნაირად, მარტივად ამბობთ. სინამდვილეში კი გაცილებით რთულად იყო საქმე. ბოლო დროს ძალიან დეპრესიული ფონი მქონდა. ვგრძნობდი, რომ მაკლდა რაღაც. ჩემში სიცარიელე იყო და ეს მაწუხებდა. 

– მეუღლესთან კომუნიკაცია გქონდათ?

– ჩვეულებრივი. მაგრამ ამაზე არ გვისაუბრია. არ ვიცოდი, რა მეთქვა და როგორ მეთქვა. თვითონ ძალიან კარგ გუნებაზე იყო ყოველთვის, მხიარულად. არ ეტყობოდა, რამე თუ აწუხებდა. ყურადღებით რომ ყოფილიყო, თავისით მიხვდებოდა, ჩვენი ურთიერთობა ნორმის ფარგლებში რომ აღარ იყო.

– ანუ, კონფლიქტი გქონდათ?

– ვერ ვიტყვი, რომ კონფლიქტი გვქონდა, პირიქით, ზედმეტად მშვიდად იყო ყველაფერი; ისე მშვიდად, რომ ლამის გავგიჟდი. ემოციური ადამიანი ვარ, მიყვარს და მინდა ვნებათაღელვა, განცდები – ეს ყველაფერი ძალიან მომენატრა. დარწმუნებული ვარ, ქმრისთვის რომ მეთქვა, გაიცინებდა – ამხელა ქალი რამ აგამჩატა და აგაცერცეტაო. არადა, ასაკი საერთოდ რა შუაშია. ან, 42 წელი რა ისეთი ასაკია. ვისაც უნდა, გამკიცხოს, მაგრამ, აქტიური ცხოვრება მჭირდება – როგორც ქალს. რობოტი ხომ არ ვარ! თუ, მარტო თინეიჯერ გოგონებს უნდა ჰქონდეთ კაცის ყურადღების მოთხოვნილება?!

– ამაში მართალი ბრძანდებით, მაგრამ, ალბათ, საჭირო იყო კონტაქტი მეუღლესთანაც.

– ხომ გითხარით, რატომაც არ დავეკონტაქტე? დამცინებდა, თან რამეს ირონიულად მეტყოდა და დამანგრევდა. თანაც, რაშია, იცით, საქმე? სანამ იმ ადამიანს არ შევხვდი, კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი დეპრესიისკენ. ყველა მამაკაცი ერთნაირია, არცერთს არ შეუძლია, ქალს გაუგოს. საშინელებაა, როცა შენი არ ესმით და არც უნდათ, რომ გაიგონ... აშკარად არ ესმოდა ჩემს ქმარს ჩემი და ამიტომაც აღარ მაწუხებს სინდისი. ძნელი ყოფილა, როცა შენს თავთან მარტო ხარ და რაღაც-რაღაც სურვილებს ებრძვი. ყველაფერი მაღიზიანებდა. მშვიდი ვარ და გაწონასწორებული, მაგრამ, გამიხშირდა ისეთი პერიოდები, როცა ჩემი ქმრის მოხრჩობა მინდოდა და ძალიან მიჭირდა ამ აგრესიის გაკონტროლება. ერთ საღამოს ვუთხარი, კინოში წამიყვანე-მეთქი. კარგი, რა, მეტი საქმე არ გაქვს? რაღა დროს ჩვენი ხელჩაკიდებული კინოში სიარულიაო. მითხარით, ამის მერე ჰქონდა კიდევ საუბარს აზრი?! მამაკაცებს ჰგონიათ, რომ მარტო მათ აქვთ უფლება, აღარ მოსწონდეთ წონაში ცოტა მომატებული, საშინაო ტანსაცმელში გამოწყობილი, მოშვებული ცოლი... მეც აღარ მომწონდა უნიფორმასავით პიჟამოჩაცმული, მუდმივად ჩართული ტელევიზორის წინ მჯდარი ქმარი, რომელსაც საინფორმაციო გამოშვების მესამედ ყურება ურჩევნია ჩემთან ლაპარაკს, ჩემს მოსმენას და  უკვე დიდი ხანია, ასეა. გამამტყუნოს ვინმემ, რომ მე ძალიან ცუდი ვარ, რადგან სულ ცოტა „სუფთა ჰაერი“ მომინდა.

– „სუფთა ჰაერი“ – რომანი სხვა მამაკაცთან?

– დიახ. ჩემი ქმარი უკონფლიქტოა, მშვიდი, უინიციატივო...  გაურბის ყველაფერს, რამაც შეიძლება, მისი ჩვეული რეჟიმი დაარღვიოს, ეს ადამიანი კი, რომელმაც საოცარი ენერგიით ამავსო, შემთხვევით გავიცანი. წინასწარ არაფერი დამიგეგმავს. მეგობარმა აგარაკზე დაგვპატიჟა. ჩემი ქმარი არ წამომყვა – მეზარება და რომელიმე შენი დაქალი წაიყვანეო. გავბრაზდი, მაგრამ, მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა. ჩხუბი შემრჩებოდა, თორემ, გადაწყვეტილებას არ შეიცვლიდა. ჩვენს საძინებელშიც უკვე ისეთი მოწყენილობა იყო, აგარაკზე ჩემი წასვლა და ცოტა გახალისება ძალიან მჭირდებოდა. მართლა არ ვიცოდი, იქ ვინმე უცხო თუ დამხვდებოდა. წინა დღეს ჩემს ქმარს საკმაოდ მშვიდად და ღიმილით ვუთხარი – კიდევ მოიფიქრე, თორემ, აღარ შემოგთავაზებ, მე მივდივარ-მეთქი. არ მინდა, სახლში დავრჩებიო. ჩემი დაქალიც ვერ წამოვიდა და, მოკლედ, მარტო გავემგზავრე მთელ სამყაროზე გაგულისებული... საკმაოდ მხიარული „სასტავი“ იყო შეკრებილი. ჩვენმა მეგობრებმა ჩემი ქმარი მოიკითხეს – რატომ არ წამოვიდაო. გაბრაზებული ვიყავი და ხმამაღლა გამოვთქვი ის, რასაც ქმარზე ვფიქრობდი: რომ მასთან ცხოვრება ძალიან მოსაწყენი გახდა; რომ ჩემს ცხოვრებაში კარგი და გასახარი არაფერი ხდება... ვინ მისმენდა და რა აზრით, ამისთვის ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია. საკმაოდ გვიან შევამჩნიე სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ღიმილით მიყურებდა. მერე გავიგე, რომ ამ ოჯახის დიდი ხნის ახლობელი იყო და რამდენიმე წელი ცხოვრობდა ამერიკაში. საუბარი საკმაოდ კარგად გამოგვივიდა. მერე ჩვენ დაგვავალეს სუფრის გაწყობა... ძალიან ვიმხიარულეთ და ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ ძალიან დიდი ხანია, ვიცნობდი და უსიტყვოდ  გვესმოდა ერთმანეთის. დიდი ხანია, თქვენსავით საინტერესო ქალი არ შემხვედრია და, საერთოდაც, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჭკვიან კაცს მხოლოდ ორმოცი წლის ზემოთ ქალებთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, მხოლოდ მათ შეუძლიათ კაცისთვის სრული კომფორტის შექმნაო. ვერ ავწერ და სიტყვებით ვერ ვიტყვი, როგორ სიამოვნებას მანიჭებდა მისი სიტყვები. თავი დავკარგე და ეს სულაც არ იყო გასაკვირი. როცა ბაღში სეირნობისას მაკოცა, მზად ვიყავი ამისთვის და მეც კოცნა დავუწყე. დიახ, ვუღალატე ქმარს, არ მქენჯნის სინდისი და კიდევ გავიმეორებდი ამას დიდი სიამოვნებით. მის მკერდზე თავმიდებულს ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი და ამაზე რატომ უნდა მედარდა?! ასეთი ეროტიკული გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ ქმართან ჩვიდმეტი წელი ვიცხოვრე, არ მქონია... ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ბედნიერ წუთებზე უარი ვთქვათ.

– გადაწყვიტეთ, რომ ეს ის კაცი იყო, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით? იფიქრეთ, რომ გააგრძელებდით ურთიერთობას?

– არა. მე არ ვცხოვრობ ილუზიებით, არ ვარ სულელი და ქარაფშუტა. დეპრესიისგანაც განვიკურნე და ეს საკმარისი იყო ცხოვრების გასაგრძელებლად.

– ანუ, დასრულდა თქვენი ერთჯერადი „რომანი“ და გადაწყვიტეთ, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგეგრძელებინათ?

– ასე იყო. თუმცა, არ გამომსვლია ადვილად. ვინერვიულე, ვიტირე, მაგრამ ამად ღირდა. ვიცოდი ისიც, რომ ამერიკაში აპირებდა დაბრუნებას. განვეწყვე იმისთვის, რომ შემრგებოდა სიხარული, რომელიც ამ ხანმოკლე ურთიერთობამ მომცა. ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ და, იქნებ, ჩემი ქმარიც გამოვაფხიზლო. მთავარია, „რელაქსაციამ“ შედეგი გამოიღო.

– ანუ, გათხოვილ ქალებს პატარა რომანი სჭირდებათ?

– ყველას მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე მჭირდებოდა.

скачать dle 11.3