კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის უფლებას არ აძლევს რამაზო რომა კრისტი ყიფშიძეს და რატომ ვერ იპოვა მან საქართველოში კრისტის მოსაწონი მამაკაცი

რამაზო რომასა და კრისტი ყიფშიძეს ერთმანეთთან თითქმის ოცწლიანი მეგობრობა აკავშირებთ და გამორჩეულად კარგი ურთიერთობა აქვთ. დაახლოებით მაისის ბოლოს რამაზო „რედისონის“ საცურაო აუზის გახსნაზე ჩვენების მოწყობას გეგმავს, რომელშიც მთავარი პერსონა კრისტი იქნება, დამსწრე საზოგადოებას კი უამრავი  სიურპრიზი ელის. გარდა ამისა, რამაზო, ბაქოში და სტამბულში წარმატებული კარიერის შემდეგ, უკვე დუბაიში აპირებს საქმიანობის გაგრძელებასა და მოდის სახლის გახსნას.

კრისტი ყიფშიძე: რამაზო 1995 წელს გავიცანი. ავანგარდული მოდის ასამბლეა ტარდებოდა, სადაც მონაწილეობას ვიღებდი. ერთ-ერთი დიზაინერი იყო ლუდა მაჭავარიანი, რომელიც აკეთებდა ჩვენებას. მან გვითხრა: მე არ მინდა ჩვეულებრივი ჩვენება, მინდა თავისი ცეკვით, შოუთი და ამისთვის მხოლოდ ერთ ადამიანს ვენდობი, ეს კი არის რამაზ შამანაურიო. წაგვიყვანა რამაზოსთან. კლუბში რეპეტიციას გადიოდა თავის მოცეკვავესთან ერთად – მაშინ ქორეოგრაფი იყო და თავისი ჯგუფი ჰყავდა. მადონას ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვარ დღემდე, ახლაც მახსოვს ცეკვა სკამთან. ყოველთვის მინდოდა, მესწავლა და, უცებ, ვხედავ, როგორ ცეკვავს ადამიანი ჩემ თვალწინ, ოღონდ, ვერ აგიხსნი, რა სილამაზის ცეკვა იყო, როგორი პლასტიკა; თან, მაშინ 16 წლის ვიყავი. მე და დედაჩემი პირდაღებულები ვუყურებდით, როგორ ცეკვავდა რამაზო. რა თქმა უნდა, ამით არ დამთავრებულა ჩვენი ურთიერთობა. კარგი მასწავლებელი იყო, მკაცრი, მაგრამ კეთილი, როგორიც არის. როდესაც ადამიანი პროფესიონალია, ბოლომდე უნდა ამოწურო მისი შესაძლებლობები, რომ მიიღო შედეგი, რაც საბოლოოდ კარგად დამთავრდა – გვასწავლა მოძრაობები და შოუ გამოვიდა.

– სკამთან ცეკვა გასწავლა?

რამაზო: კრისტიმ სკამზეც იცის ცეკვა და ყველაფერზეც. კრისტი პირველად რომ დავინახე, მის მიმართ შინაგანი ლტოლვა გამიჩნდა.  ამ გოგოს  თუ უნდა, ისე შემოვა ნებისმიერ ადგილას, რომ ყველა მიაქცევს ყურადღებას. იმ დროს ძირითადად ღამის კლუბებში იყო კონცერეტები და, მე, როგორც შოუმენს, კვირაში ორჯერ მქონდა შოუები. ავანგარდული ფესტივალის შემდეგ მომეწონა რამდენიმე დიზაინერი და საცკევაო შოუსთან ერთად ვაკეთებდით ჩვენებებს. კრისტი ერთ-ერთ ჩვენებაზე დავპატიჟე და, ხალხი ოვაციებით რომ შეხვდა მის გამოსვლას, ვთქვი: „კრისტი, მე და შენ ერთად ვმუშაობთ.” მას მერე ამდენი წელია, ვმეგობრობთ. ჩემს ჩვენებებზე ყოველთვის გამოდის.

კრისტი: ერთხელ სტამბულშიც ჩავედი რამაზოს ჩვენებაზე, ეს იყო „სტამბულის ფეშენ-ვიქი.” მე დავხურე რამაზოს ჩვენება და, ფოტოები რომ გადაიღეს, ეგონათ, პენელოპა კრუსი ვიყავი.

რამაზო: რამდენიმე გაზეთმა დაწერა პენელოპა კრუსი გამოდიოდა რამაზოს ჩვენებაზეო. მერე მე დავრეკე და ავუხსენი, რომ ეს იყო ჩემი მეგობარი, რომელიც საქართველოში დღემდე განუმეორებელი და უკონკურენციო მოდელია. ბევრმა გადაასწორა და დაწერა: „კრისტი ყიფშიძე.” სადაც უნდა ვიყო, სულ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი. ჩემი მუზაც არის და ერთად ბევრი იდეა მოგვდის. მეც და დათუნა სულიკაშვილსაც გვეხმარება კოლექციების შექმნაში, ამიტომ, ჩვენს ყველა კოლექციაში თავისი წვლილი მიუძღვის. მეგობარია, ხელოვანია; აქვს დიდი გამოცდილება, კარგი ხედვა; იცის და გრძნობს ყველაფერს. ამიტომ სულ ერთად ვსხედვართ, ვბჭობთ და ასე იბადება ბევრი რამ. სად ერთი ადამიანის ტვინი და სად – სამი ადამიანის! ამიტომაც, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოგვდის. 

– გახსოვთ, რა იყო თქვენი პირველი ერთობლივი სამუშაო?

– რაღაც პერიოდი საქართველოდან დავიკარგე, თორემ, ბაქოში ძალიან პოპულარული გავხდი, ისევე, როგორც სტამბულში. მერე უკვე ჩამოვედი საქართველოში, 2011 წლიდან კი სულ ერთად ვართ.

კრისტი: რომ გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლა და პერსონალური ჩვენების მოწყობა, დამირეკა – მოვდივარ და გაემზადეო. ვუთხარი, შენთვის ყოველთვის მზად ვარ-მეთქი.

– როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც რამაზო დააკავეს? 

კრისტი: ზოგადად, არ მიყვარს უარყოფითი ამბების გახსენება. რამაზო კი არა, მისი დედაც ჩვენი ოჯახის ახლობელია. ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს და, ეს ფაქტი რომ მოხდა, ზუსტად ვიცოდი, მალევე ვნახავდი და ჩავეხუტებოდი.

რამაზო: მან იცის, რას ვსაქმიანობ, როგორი ადამიანი ვარ. სადაც არ უნდა ვიყო, კრისტისთან, ირაკლი რუსაძესთან, დათუნა სულიკაშვილთან მუდმივად მაქვს ყოველდღიური კავშირი: რას შვრები, წუხელ სად იყავი, ვისთან ერთად... მოკლედ, ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე და ამიტომაც მას არასდროს არაფერი უფიქრია ცუდად.

– როგორ იქცევი, როდესაც ვიღაც არ მოგწონს კრისტის ცხოვრებაში?

კრისტი: ჩემი დედამთილები არიან, დედები.

რამაზო: რაღაცის უფლებებს არ ვაძლევთ. კრისტი არის ჩამოყალიბებული პიროვნება, მოსწონს თავისუფლება, ცხოვრება, ხელოვნება. არ არის ისეთი ტიპი, ვიღაც მილიონერი გამოიჭიროს, მანქანები და სახლები აყიდვინოს ზოგ-ზოგიერთებივით. სხვანაირად ცხოვრობს, სხვანაირი „კაიფი” აქვს ცხოვრების, ევასება თავისი პროფესია, ცხოვრება. 

– ის, რომ მარტოა ბოლო პერიოდი, თქვენი, სამეულის დამსახურება ხომ არ არის?

– ჩვენ არა, თვითონ იწუნებს ყველას. 

კრისტი: ნათიას აინტერესებს, ვინმე თუ არის ჩემს ცხოვრებაში. ისევ ისეა ყველაფერი, ახალი არაფერია. ეს მაინც ბედისწერაა. შენ როდის თხოვდები, თორემ, მე... ახლა „ჩოლკა,” რომ შევიჭერი, გამახსენდა – ქორწილში მქონდა ასე. მერე ვიღაცამ თქვა: „აი, ახლა ეს”...

რამაზო: თხოვდები.

კრისტი: დაუჯერებელია. ქორწილისა და ასეთი რაღაცეებისთვის არ ვარ მზად, მაგრამ, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. შეიძლება, ერთ საათში გავთხოვდე და, ნახე, რა ექსკლუზივი გექნება. 

რამაზო: საქართველოში არცერთი კაცი არ მოსწონს, კრისტის მოსაწონი კაცი ვერ ვიპოვეთ. მთელ მონასტერს ფლობს კრისტი, ყველა ინფორმაციას, თან – ყველაზე და თანაც ისე, როგორც არავინ. მაგრამ, არასდროს არ საუბრობს ამაზე, თორემ, ყველა ლინკი იცის.

– რა ტიპის ინფორმაციებს ფლობ?

კრისტი: რადგან ძალიან აქტიური ვარ, სულ გარეთ ვარ. შეგიძლია, ნებისმიერ საქმეზე დამირეკო, მკითხო და, მე თუ არ ვიცი, აუცილებლად გაგიგებ, ვინ იცის და დაგაკვალიანებ – „09-ის“ ფუნქცია მაქვს შეთავსებული. 

რამაზო: ძალიან დიდი გემები გვაქვს: პარიზი, დუბაი, ნიუ-იორკი. 

კრისტი: რაღაც ჩვენებები, გადაღებები იგეგმება დათუნასთანაც. რამაზოს „ბიჩ ვიარების“ აქტიური მომხმარებელი ვარ და არა მხოლოდ მე: დალი ჩიტალაძე, ია ფარულავა, თეო ფერაძე, ნინო იოსელიანი, კიდევ ბევრი. ქობულეთში „ბი ნექსტზე“ რომ ვიყავით და გამოვდიოდით სანაპიროზე, ყველას ეცვა რამაზო რომას „ბიჩ ვეარი“. რამაზო ძალიან ლამაზად ხედავს ქალს. 

– რა თვისებებით გამოირჩევა რამაზო?

– ძალიან კეთილია, არ უყვარს ტყუილი, სამართლიანია. 

რამაზო: საქართველოში ისე გაფუჭდა ყველაფერი, რომ ნამდვილი, მართალი ურთიერთობა აღარ არის. არ ვარ ძალიან კონტაქტური, პირად ცხოვრებაში არ ვიკრებ ხალხს. ბევრმა მიღალატა, ვინც შევიყვანე პირად ცხოვრებაში, ამიტომ, არც არის საჭირო ბევრი მეგობარი. ჩვენ რამდენიმეს შეგვრჩა ერთმანეთი, ვენდობით, ვუფრთხილდებით და გვსიამოვნებს ერთად ყოფნა.

კრისტი: მეც ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ახლო – ძალიან ცოტა. მქონია შემთხვევა, ახლო მეგობარი მყოლია, რომელიც დღეს აღარ არის ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მეზიზღება.

скачать dle 11.3