კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელისმომკიდეები

რაც არ გახსნილა, ვერ ხურავენ

გასული კვირის მიწურულს ამ ჩვენს პარლამენტში სესია ჩაიშალა, ვინაიდან სხდომათა დარბაზში მხოლოდ 68 დეპუტატი ისხდა, არადა, სხდომის გახსნას კი 76 დეპუტატი სჭირდება. მაგრამ, როგორც ჩანს, თავად დეპუტატებს არ სჭირდებათ სხდომაზე დასწრება.

რაკი სამჯერ გამოცხადებული რეგისტრაციის შემდეგაც კი კვორუმი ვერ მოგროვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს აუწყა, რომ სხდომა აღარ შედგებოდა და მეტად ფილოსოფიურადაც ახსნა-განმარტა: „დღევანდელი სხდომა არც გახსნილა, ასე რომ, ვერც დავხურავთ”, ანუ, ვოდევილის პათოსით, ისე იქორწინეს, არც კი დახოცილან. – 

 და თუმცა თავისი მაღალი ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარე ამუნათებდა ხალხის რჩეულებს: „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის კანონპროექტების განსახილველად, რომლებიც შემოტანილია სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან; კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს ასე (ანუ არ მოვიდნენო),“ ეჭვი მაქვს, რომ სადღაც გემრიელად წამოკოტრიალებული ან თავისი საქმით გართული კოლეგების თავებში სულ სხვა მცონარული აზრები ტრიალებდა.

ერთი ისაა სამწუხარო, რომ ამ მცონარობაში საქართველოს გადასახადის გადამხდელი მოქალაქეები ყოველწლიურად  თითოეულს 55 000-დან 76 000-მდე ლარს უხდის, თან, მხოლოდ ხელფასის სახით. თუმცა, ისეც ხომ შეიძლება, მომხდარიყო, რომ რომელიღაც დეპუტატი უქეიფოდ შექნილიყო და დანარჩენ კოლეგებს, რაკი ხელის მოსაკიდებელი ადგილი ყველას ეყო, სახლში გაეცილებინათ?! – 

скачать dle 11.3