კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სამშობლოს ფასი

„შუაში ზის ბაიყუში”

სანამ ჩვენ ვიზა-ლიბერალიზაციის მოლოდინში ვართ, დაანონსდა, რომ 23 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აქციას გამართავს, არც მეტი, არც ნაკლები, შემდეგი მოთხოვნით: გადაიხედოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსეთთან აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები!

ეს ამბავი ფართო საზოგადოებას „ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” ხელმძღვანელმა თვით არჩილ ჭყოიძემ გაანდო. მეტიც, იგი უბნობს, რომ აუცილებელია, ჩატარდეს რეფერენდუმი, ვინაიდან, თურმე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ნეიტრალიტეტს და არა დასავლურ კურსსო (მთლად რუსეთისო, მაინც ვერ ამოთქვა).

მომყავს ზემოხსენებული ბ-ნი ჭყოიძის ციტატა: „ქართველ ხალხს არ სურს NATO და ევროკავშირი (ერთი ისაა, რომ არ დაუკონკრეტებია, როდის და სად გამოიკითხა ქართველი ხალხის აზრი)… ხაზს ვუსვამ, ჩვენი აქცია არ არის პრორუსული, ჩვენ გვსურს ნეიტრალიტეტი (აბა, ვის სურს ბუს კვერცხები?!).“

როგორც უნდა იყოს, ბ-ნი ჭყოიძე მოითხოვს, რომ შედგეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა პროცედურას არც ამ შემთხვევაში აკონკრეტებს: ჩვენი უნდა ეახლოს თუ იქაურმა უნდა დაგვაფასოს აქეთ?! პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარება უნდა წააყოლოს ხელს, პათოსით, სრულიად დაგვიპყარიო, თუ, იმან უნდა წამოიმძღვანიოს აღიარების გაუქმების ფურცელი?! – 

ერთი სიტყვით, რაკი ეს საკითხები ჯერ არ გარკვეულა, მწერლის სიტყვებს მოვიშველიებ: „სამშობლოს თუ გაყიდი, კარგი ფასი დაადე, ნუ გააპუსტიაკებ“!

скачать dle 11.3