კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

უცნაური გულმოწყალება

ანუ რატომ არ აქვს შინაურ მღვდელს შენდობა

სანამ ჩვენი საზოგადოება სრულადაა შეშფოთებული სირიელი ბავშვების ბედით ტერორისტული სახელმწიფოს ხელში, მათი ნაწილი კი მზადაა, იშვილოს ისინი, თითქმის ყველას გადაავიწყდა ის დეტალი, რომ, გაეროს ბავშვთა ფონდ „იუნისეფის“ მონაცემებით, ბოლო ათი (2002-2012) წლის განმავლობაში საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა.

დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს (ეს კი ჩვენი ბავშვთა ფონდის 10 პროცენტამდეა – ), რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყოველდღე უყურებენ შიმშილით სიკვდილს თვალებში.

ხოლო, რაკი ჩვენი  საზოგადოების ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა, მიეღო ლტოლვილთა ოჯახები სირიიდან, აქვე მოგახსენებთ, რომ, გაეროს კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები.

საერთო ჯამში, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 800 ბავშვი გვეღუპება. მათგან 700 – პირველი 12 თვის განმავლობაში, ხოლო 400 ბავშვი ამ 700-დან – დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში, დარჩენილი 300 კი – სხვადასხვა მიზეზით: საკვების მწვავე დეფიციტი, ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, ძუძუთი არასრულფასოვანი კვება...

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ არც ჩვენებური ღატაკი ოჯახის ბავშვების შვილების და არც ამ ოჯახების შეფარების სურვილი ჩვენს თანამემამულეებს ისე მასობრივად არ გამოუთქვამთ, როგორც სირიელების შემთხვევაში, იბადება რიტორიკული კითხვა: მაინცდამაინც სხვა ქვეყანაში უნდა იხოცებოდნენ ბავშვები, რომ ჩვენს გულებში უანგარო გულმოწყალებამ გაიღვიძოს, ანუ, რაკი მღვდელი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვი) შინაურია (ანუ ქართველია), შენდობა არ აქვს?!

скачать dle 11.3