კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიონები მწვანე მაუდზე

ამ სიმპათიურ ინგლისელ სპორტსმენს ბილიარდის ყველა მოყვარული (და არა მარტო) კარგად იცნობს. სნუკერის მთელი ისტორიის განმავლობაში რონი ო’სალივანი ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება. ვუნდერკინდი, გენიოსი, ყველაზე პოპულარული მსოფლიოს ჩემპიონი – ასეთი ეპითეტები არა მხოლოდ ტალანტით, მიზანსწრაფული ხასიათითა და დიდი შრომით, არამედ, ყოველდღიური 6-7-საათიანი ვარჯიშით დაიმსახურა. 

რონიმ ბილიარდის თამაში 7 წლისამ დაიწყო. ბავშვის ასეთი ენთუზიაზმი მამამ შეამჩნია და საშობაოდ ბილიარდის მაგიდა აჩუქა. აკადემიამ მაშინვე მიაქცია ყურადღება – ნათელი იყო, რომ რონი სუპერდიდებას მალე მიაღწევდა. პირველი წარმატება 9 წლის ასაკში მოიპოვა – ტურნირში 6 მოწინააღმდეგე დაამარცხა, პრიზად კი მიიღო ვაუჩერი 6-საათიანი უფასო თამაშის უფლებაზე. ეს იყო პირველი სენჩური-ბრეიქი. უკვე 10 წლისას სენჩური-ბრეიქში 117 ქულა ჰქონდა. პირველი ფულადი პრიზი კი – 450 ევროს ჩეკი, 11 წლის ასაკში მიიღო. კარიერაში პირველი დიდი ნაბიჯი ო’სალივანმა 14 წლის ასაკში  გადადგა: პროფესიონალურ-სამოყვარულო ტურნირში ფინალში გავიდა და 1 000 ევრო აიღო. ამავე წელს მისცა პირველი ინტერვიუ ტელევიზიას და რონის უკვე სახეზეც ცნობდნენ. პროფესიონალებში გადასვლის გამო მან  სკოლა მიატოვა, რაც გაუგონარი საქციელი იყო, თუმცა, აქედან დაიწყო „რეკორდების ცვენა“: 17 წლისა ის უკვე „გვირგვინოსანი“ ბრიტანელი ჩემპიონი იყო. ამ დროს მან ახალი რეკორდი დაამყარა: მოხსნა ტონი დრაგოს რეკორდი – ყველაზე სწრაფ გამარჯვებაში ო’სალივანმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:0 სენსაციურ 43 წუთში დაამარცხა. სწორედ მაშინ უწოდა მას ალან ჰიუსმა „რაკეტა“. ამ მეტსახელით რონის დღესაც მოიხსენიებენ. 1993 წელს რონი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ერთი წლის შემდეგ კი წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. სნუკერში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი მსოფლიოს, ევროპისა და დიდი ბრიტანეთის თითქმის ყველა ტიტულის მფლობელია. მსოფლიოში ყველაზე სწრაფმა მოთამაშემ 100 სენჩურ-ბრეიქს მიაღწია, მისი სარეიტინგო ქულები კი 45 712-ს შეადგენს. შესაბამისი ზრდაა რონის შემოსავალშიც: თუ მაშინდელი პრიზი 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო, მომდევნო სეზონში 2 მილიონი გახდა, შემდეგ ორ სეზონში – 3 მილიონი, ბოლო ორ სეზონში კი მან 4 მილიონი მიიღო. 

скачать dle 11.3