კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფოთ კალანჰოე?

პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმის და ფერის არსებობს, თუმცა გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობის კალანჰოეს თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მცენარეს მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.

კითხვა: ხშირი მორწყვა სჭირდება იაპონურ არალიას?

პასუხი: ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – შედარებით იშვიათად. თუ ფოთლები მოიწყენს, მიხვდებით, რომ წყალი უნდა. ფოთლებს სიმუქეს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაანოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.

კითხვა: როგორ შევუნარჩუნო ციპერუსს მუდმივი ტენიანობა? როგორც ვიცი, თურმე ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნესტი...

პასუხი: ის ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომელთაც მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. მუდმივი ტენიანობის შესანარჩუნებლად, ციპერუსიანი ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით, რათა წყალი არასდროს მოაკლდეს. ასე მცენარეს მუდმივად ექნება წყლის შეწოვის საშუალება და ფესვებიც მუდამ ტენიანი ექნება.

კითხვა: იოლი მოსავლელია თუ არა ჯუჯა პალმა ოთახის პირობებში?

პასუხი: ეს პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. ის კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. არ უყვარს ბევრი წყალი, თუმცა ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ. ზამთარში კი, როცა პალმა ზრდას წყვეტს, მხოლოდ მაშინ მორწყეთ, ასევე თუ მიწა გამოშრა. როცა პალმა სიმშრალეშია, რამდენიმე გრადუს ყინვასაც უძლებს.

კითხვა: რა რაოდენობის წყალს ითხოვს ტილანზია?

პასუხი: ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს; უფრო მეტიც, რბილი წყლით დანამვა მას საჭირო ოდენობის წყალს აწვდის. ზამთარში იშვიათად მორწყეთ. თვეში ერთხელ მიაწოდეთ 1:4 პროპორციით გაზავებული თხევადი სასუქი და მისთვის ეს საკმარისი იქნება.

კითხვა: რით მოვაშორო მტვერი მონსტერასა და კაქტუსს?

პასუხი: მონსტერას ჭუჭყი მოაშორეთ რბილი, სველი ნაჭრით ან გრილი შხაპით, კაქტუსის ეკლებს შორის კი – ფუნჯით ან ბამბიანი წკირით. თუ ამ სამუშაოებს ჩაატარებთ, თქვენი მცენარეები უკეთ იგრძნობენ თავს და მეტ სინათლესაც შთანთქავენ.

კითხვა: როგორ გავზარდო სიმაღლეში სოლია?

პასუხი: ეს მცენარე ხვიარა უფროა, ვიდრე მცოცავი. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში გაიზარდოს, ბადეს ან მავთულის კარკასს უნდა ააყოლოთ. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზამთრის ბაღში, მაღალი მცენარეების შიშველი ტანის დასაფარავად. 

კითხვა: როგორ მოვუარო ბილბერგიას?

პასუხი: ეს მცენარე რთული მოსავლელი არ არის: უყვარს სინათლე და წყალი. მას მცირე ზომის ქოთანიც კარგად ჰყოფნის, მაგრამ, თუ გადარგვა დასჭირდება, მისთვის განკუთვნილ სპეციალურ მიწაში უნდა გადარგათ.

скачать dle 11.3