კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, სოდიანი წყლის დიეტაზე რა აზრის ხართ? ანუ, საღამოს რომ უნდა დააყენო და დილით დალიო?

პასუხი: ოფიციალური მედიცინა გახდომის ასეთ მეთოდს არ ცნობს. კიდევ უფრო მეტიც, სოდის ხშირი და უკონტროლო მიღება არღვევს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ცვლილებებს. ეგრეთ წოდებულ „მჟავურ რიკოშეტს“.

კითხვა: სპირალის ჩადგმის შემდეგ, ექიმმა მითხრა, 2 კვირა ქმართან ურთიერთობა არ შეიძლებაო. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, თუ არის ორსულობის საშიშროება?

პასუხი: სპირალის ჩადგმის შემდეგ, სქესობრივი ცხოვრების განახლება ხდება 8-10 დღის შემდეგ. სპირალის ჩადგმიდან პირველი 10 დღის განმავლობაში საჭიროა, დაკვირვება, საკონტროლო შემოწმებაზე ექიმთან ვიზიტი. თუმცა, მითითებული პერიოდის დარღვევა არ ნიშნავს, რომ ორსულობა დადგება.

კითხვა: რა ვირუსია მონონუკლეოზი და როგორ უნდა ვუმკურნალო? ექო გადავიღე ღვიძლზე და არ მაქვს გადიდებული.  

პასუხი: ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) იწვევს. მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით, პერიფერიული (განსაკუთრებით კისრის) ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, პირ-ხახის დაზიანებით (ექსუდაციური ტონზილოფარინგიტით), ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, სისხლში ატიპური მონონუკლეარების გაჩენით.

კითხვა: მაინტერესებს, როგორ შეიძლება ჰემანგიომის მოშორება? მაქვს ტუჩზე, რომელიც ზაფხულში უფრო მუქდება და იზრდება.

პასუხი: გირჩევთ, მიმართოთ პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის ცენტრს  ან ონკოცენტრს, სადაც ჰემანგიომის ზომისა და სიღრმის მიხედვით შეგირჩევენ ოპტიმალური მკურნალობის მეთოდს.

კითხვა: რა სიმპტომები აქვს პაპილომა ვირუსს? აცრის შემთხვევაშიც, თუ არის საშიშროება პაპილომა ვირუსით დაავადების? 

პასუხი: ჩვეულებრივ, აპვ-ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მეტადრე მაშინ, როცა აპვ-ის მატარებელს ძლიერი იმუნიტეტი აქვს და ორგანიზმი ვირუსს უმკლავდება. მაგრამ, იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში, ვირუსმა შესაძლოა, კანსა და ლორწოვან გარსზე სხვადასხვა სახის წარმონაქმნის გაჩენა გამოიწვიოს. მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია მეჭეჭები, პაპილომები და მახვილწვერა კონდილომები. 

კითხვა: როგორ ხდება დადგენა, აკლია თუ არა ძვალს კალციუმი და სხვა საშენი მასალა, სისხლის ანალიზში ჩანს ეს თუ სხვა კვლევაში? აკვააერობიკის დროს, კონკრეტულად, რა სახის ვარჯიშები უნდა შევასრულო? დავაზუსტებ, რომ მაქვს გონართროზი და დისპლაზია. სამწუხაროდ, გენეტიკურია ეს ფაქტორი და მინდა, აქედანვე მივხედო თავს.

პასუხი: სისხლის საერთო ანალიზში ეს მაჩვენებლები არ ჩანს. ამისთვის უნდა გაკეთდეს დენსიტომეტრია და სისხლში განისაზღვროს კალციუმის დონე. რაც შეეხება ვარჯიშს,  გონართროზის დროს სასურველია, მუდმივი მსუბუქი ვარჯიში, ცურვა,  ცეკვა,  ველოსიპედით სეირნობა, თხილამურებით სრიალი...

скачать dle 11.3