კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამა გაბრიელის მირონმდენი ხატები და სასწაული, რომელიც თავდაცვის მინისტრის მეუღლეს გადახდა

12 აპრილს მართლმადიდებლურმა სამყარომ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მრავალი წლის წინ აღესრულა – ჯვარზე გაკრული მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა ჩვენს საცხონებლად და სანუგეშებლად. მას შემდეგ დედამიწაზე არაერთი სასწაული მომხდარა: ხატებს მირონი სდით, ადამიანები სასწაულმოქმედ ხატებთან გულმხურვალე ლოცვით იკურნებიან, უშვილოებს შვილები უჩნდებათ და ყოველი წლის დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი... თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი, ადამიანების რწმენაა, რადგან, როგორც მაცხოვარმა უთხრა მოციქულებს, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ, მთებსაც გადააადგილებთ და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელიო. ადამიანის მართალ რწმენას კი ყველაზე დიდი სასწაულის მოხდენა შეუძლია.

 ხარების დღესასწაულზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის მეუღლემ, ეკა ჯანელიძემ, სტატუსად თავს გადახდენილი სასწაული დაწერა და მთელ საქართველოს ხარების დღესასწაული მიულოცა. ამ ისტორიამ არავინ დატოვა გულგრილი და ამიტომ, უცვლელად გთავაზობთ ეკა ჯანელიძის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო სტატუსს: „მინდა, ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომელიც მე გადამხდა. 2014 წლის მაისში ჩემს დედამთილს დაუსვეს ძალიან ცუდი დიაგნოზი – ხოჯკინის ლიმფომა. ვენაში გაგზავნილი ანალიზებითაც იგივე დადასტურდა, უბრალოდ, სტადია ვერ განსაზღვრეს, რადგან, მასალა, რომელიც დასათესად უნდა აეღოთ, ისეთ ადგილებში იყო, საქართველოში ვერ გააკეთეს. ამიტომ, პუნქციის გასაკეთებლად ვენაში წავედით მე, დედაჩემი და ჩემი დედამთილი.

იქ ყოფნას დაემთხვა პეტრეპავლობა. იმ ღამეს ვნახე სიზმარი: ხელში მეჭირა ღვთისმშობლის ხატი და მეუბნებოდა: წამიყვანე შენთან სახლში, არ გეცოდები? ნახე, სულ სველი ვარო. დილით გავიღვიძე თუ არა, ეს სიზმარი მოვყევი.

კვირა დღე იყო. სასეირნოდ გავედით. გზად ნაყინი ვიყიდეთ და მოვხვდით ერთ ქუჩაზე, სადაც ანტიკვარული ნივთები იყიდებოდა. 

ერთი ბროში მომეწონა და, რომ უნდა მეყიდა, საფულე აღარ დამხვდა ჩანთაში, რომელშიც მედო ყველა ჩემი საბუთი და 500 ევრო.

წამოვედით იმ სანაყინეში, სადაც დილით ვიყავით. იქ სულ სხვა გამყიდველი დამხვდა. რომ ვუთხარი, საფულე დავკარგე, აქ დამრჩა-მეთქი, იუარა და პოლიციითაც კი დამემუქრა. ღმერთს ვევედრებოდი: არ მინდა ის ფული, მხოლოდ საბუთები მაპოვნინე-მეთქი. შევედი გამყიდველთან და ვთხოვე: მარტო საბუთები დამიბრუნეთ, ფული არ მინდა-მეთქი. ამ კაცმა უცებ დაწერა რაღაც და მომაწოდა: წადი ამ მისამართზე, ნიკოლა იკითხე და მოგცემს შენს საბუთებსო. წავედით მოცემულ მისამართზე, მოვიდა ნიკოლა და მომცა ჩემი საფულე და არა მხოლოდ საბუთები, ფულიც ხელუხლებლად დამიბრუნა. 50 ევრო ნიკოლას ვაჩუქე. მეგობარი გვახლდა, ვინც დაგყვებოდა და მკითხა, სად წავიდეთო. მე ისევ იმ ბროშის საყიდლად გადავწყვიტე წასვლა. ვიყიდე ეს ჩემი ძალიან მოწონებული ბროში, რომელიც სულ რაღაც 5 ევრო ღირდა (საერთოდ არ ვხმარობ, რამ მომაწონა, არ ვიცი) და, ვხედავ, ჩემი მეგობარი იქით პირჯვარს იწერს. სასწრაფოდ მივედი და, ვხედავ, ხატი უჭირავს ხელში... ის ხატი, რომელიც სიზმარში ვნახე და ჩემთან წამოსვლას მთხოვდა... ჩემს დედამთილს ემოციისგან გული წაუვიდა. ძლივს ამოვილუღლუღე და ფასი ვიკითხე (ძალიან ძვირს ველოდი). ხატის ფასი 500 ევრო მითხრა – ის თანხა, რაც დავკარგე და მერე სასწაულად ვიპოვე. ის იყო ივერიის ღვთისმშობლის ხატი, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის და, არავინ იცის, როგორ მოხვდა ვენაში. ყიდდნენ, როგორც ანტიკვარს და არა როგორც ივერიის ღვთისმშობლის შეუფასებელ ხატს! წამოვედით და წამოვაბრძანეთ საქართველოში.

რეგისტრაციაზე არ გამოჩნდა! ჩემს დედამთილს ხოჯკინის ლიმფომა არ დაუდგინდა (აბსოლუტურად ჯანმრთელია); ყვავილი, რომელიც პირველად მოართვეს არ დაჭკნა! ხატმა ფერი იცვალა და გაბრწყინდა! საბერძნეთის ეკლესიიდან ჩამოტანილ ხმელ დაფნის ფოთოლს მირონდენა დაეწყო! 

გილოცავთ ხარებას! გფარავდეთ უფალი! ღვთისმშობლის მადლი არ მოშლოდეს საქართველოს!“ 

ბოლო პერიოდში არაერთხელ გვსმენია, თუ როგორ სდის წმიდანად შერაცხილ მამა გაბრიელის ხატებს მირონი. მამა გაბრიელის ისტორია, ალბათ, არავისთვის არის უცნობი: ის ჯერ კიდევ სიცოცხლეში აღასრულებდა არაერთ სასწაულს, ადამიანებს შეეწეოდა და გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს მათ დახმარებასა და ნუგეშს. ცოტა ხნის წინ თბილისში, კერძოდ კი ნავთლუღში, ერთ-ერთ საეკლესიო მაღაზიაში, მამა გაბრიელის ხატს მირონი წამოუვიდა. როგორც მაღაზიის მეპატრონე ნარგიზ ხანთაძე ყვება, მას მამა გაბრიელის ბეჭდური ხატი აჩუქეს – ბედნიერებას მოგიტანსო. ქალბატონი ნარგიზი ლოცულობდა ამ ხატთან, შემდეგ კი მისი ჩარჩოში ჩასმა გადაწყვიტა. მალე ხატზე გარკვეული სახის ცხიმი გამოჩნდა. როდესაც მან მისი გასუფთავება დაიწყო, იმ დროს მაღაზიაში მყოფმა მონაზონმა ქალბატონი ნარგიზი შეაჩერა და აუხსნა, რომ ხატს მირონი სდიოდა. მოგვიანებით მამა გაბრიელის მეორე, უფრო მომცრო ბეჭდურ ფოტოსაც გაუჩნდა მსგავსი ლაქები, რომლებიც თვალისთვის ადვილი შესამჩნევია. მას შემდეგ ქალბატონი ნარგიზი ეზიარა, გაძლიერდა და ახლა მუდმივად ლოცულობს ხატებთან. მაღაზიასთან კი ხალხის ნაკადი არ წყდება – ისინი მამა გაბრიელს დახმარებასა და ნუგეშს სთხოვენ.  

 ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თბილისში ჩვენი დროის კიდევ ერთი გამორჩეულად დიდი მოღვაწის, მოყვასისა და უფლისადმი სიყვარულით განმსჭვალული ბერის, არქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) შესახებ, რომელიც ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მის საფლავზეც არასდროს წყდება ხალხი ნაკადი, რადგან მამა ვიტალი მათ იმ ქვეყნიდანაც ეხმარება და შეეწევა – ისე, როგორც ამას სიცოცხლეში აკეთებდა. 

„თბილისის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დიდუბის სარკინიგზო სადგურის ახლოს იდგა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ვაგონი, რომელიც სამხედრო რაკეტების სამიზნე იყო. ხალხი საკუთარი სახლებიდან შიშითა და პანიკით გარბოდა. როდესაც აფეთქება დაიწყო, მამა ვიტალიმ ღვთისმშობლის ხატი აიღო და ორი მონაზვნისა და მღვდლის თანხლებით წავიდა ქუჩის ბოლოს, მაღალ, ღია ადგილას, საიდანაც ნათლად ჩანდა სროლების საშინელი სურათი. გვერდით მდგომებს მან იესოს ლოცვის წარმოთქმა დაავალა, მეტი სიტყვა არ უნდა დასცდენოდათ. თავად მაღლა ასწია ხატი, ძლივს ასწრებდა, ჯვარი გადაესახა სასიკვდილო ჭურვებისთვის, რომლებიც ჰაერში ფეთქდებოდა, დასახლებიდან მოშორებით, ისე, რომ ადამიანებს ზიანს არ აყენებდა“. 

მონაზონი ანა: „ერთი რაკეტა პირდაპირ ჩვენკენ მოფრინავდა, მისი ზუზუნი მესმოდა კიდეც, მაგრამ, ისიც უკან გაფრინდა ისე, რომ ჩვენამდე არ მოუღწევია...“ 

P.S. ასე რომ, მთავარი მაინც ჩვენი რწმენა და უფლისადმი სასოებაა, რომელიც არასდროს არავის ტოვებს მარტოს და, ხატებისა და წმიდანების დახმარებით მუდმივად გვაძლევს იმედსა და ნუგეშს. 

скачать dle 11.3