კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

გია ნიკოლაძის ანეკდოტები

 

ქალს ქმარი მოუკვდა, საყვარელთან წევს და ერთ ამბავშია. უცებ გაჩერდა და ახედა საწოლის თავზე დაკიდებულ ქმრის სურათს:

– საყვარელო, შენ რომ გიყვარდა თუარა, ამის თავი მაქვს ახლა მე?

***

გურულს ეკითხებიან:

– „ვიაგრას” ტაბლეტებზე გსმენია რამე?

– „ვიაგრა” რაია ძამა, რისთვის სვამენ?

– რისთვის და. ორჯერ, სამჯერ რომ შეძლონ ქალთან.

– რაია, დამაწყნარებელია თუ?

*** 

პატარა გურული პოლიციელს ეკითხება:

– ბიძია, აქანე მსუქან, მოდებილო კაცს არ გუუვლია?

– კი, გეიარა.

– ბაღანა ახლდა?

– არა.

– ხოდა, იგი ბაღანე მე ვარ და დევიკარქე...

 

შავი პრინცის ანეკდოტები

კაცმა თქვა: შავი დღისთვის იმდენი ფული გადავინახე, ერთი სული მაქვს, როდის მოვაო.

***

ექიმი ეკითხება ახალგაზრდა პაციენტს:

– რატომ დადიხარ, ახალგაზრდავ, სულ ასე დალურჯებული და ნაცემი?

– მერიდება, ექიმო, მაგრამ გეტყვით: გათხოვილ ქალებთან დავდივარ და ქმრები მცემენ. 

– ერთ რამეს გირჩევ – ჯარში წადი და გეშველება. 

გავიდა ერთი წელი და ის ექიმი ისევ ხვდება ახალგაზრდას.

– დიდი მადლობა, ექიმო, კარგი რჩევა მომეცით.

– აღარ დადიხარ ქმრიან ქალებთან?

– როგორ არა, მაგრამ, ჯარში 45 წამში ჩაცმა, ფანჯრიდან ხტომა და კედლებზე ცოცვა ვისწავლე.

***

სვანს მანქანა დაეჯახა და ფეხი მოსტეხა. ფეხმოტეხილი სვანი გაექაჩა მძღოლს:

– დროზე მაიტა ორი მილიონი დოლარი, თორემ აგხანჯლავ!

– ორი მილიონი საიდან მოგიტანო, რა, მილიარდერი ვარ?

სვანი აღშფოთდა:

– უყურე ამას! არც მე ვიყავი რვაფეხა!

скачать dle 11.3