კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაგეგმა ახალგაზრდა გოგონამ ნათესავის ბინაში შეღწევა და როგორ დააყაჩაღეს მეგობრებმა ბებია და შვილიშვილი

 19 წლის მარიამ ფ-ძე და 18 წლის ნიკა გ-ავა სამართლადამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ დააკავეს. დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაკვალიფიცირდა. ახალგაზრდებმა ჩადენილი დანაშაულიც აღიარეს და მოინანიეს კიდეც. თუმცა, მათი კრიმინალური ექსპერიმენტი დაუსჯელი არ დარჩა – ორივე გისოსებს მიღმა  ხუთ-ხუთი წლით მოხვდა.  

  ოპერატიული ინფორმაცია პ-შვილების ოჯახში  განხორციელებული  ყაჩაღური თავდასხმის შესახებ სამართალდამცველებმა მათი კუთვნილი  ბინიდან მიიღეს. უცნობმა მოქალაქემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოხვდა, ჯერ დაზარალებული ოჯახის მეზობლები დაიხმარა გონდაკარგული მოხუცის დასახმარებლად, შემდეგ კი სამართალდამცველები გამოიძახა შემთხვევის ადგილზე. გამოძიებისთვის პირველადი ინფორმაცია სწორედ მისგან გახდა ცნობილი.  გამოძიების მასალების მიხედვით,  საღამოს, ბინაში, სადაც ბებია და შვილიშვილი ცხოვრობდნენ,  ორმა ნიღბიანმა 14 წლის მოზარდს  კარი მოტყუებით გააღებინა. თავდამსხმელები  სახლში შეცვივდნენ და  ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს.   შეშინებულმა  მოზარდმა თავდამსხმელებს განუცხადა, რომ სახლში არც ფული ჰქონდათ და არც ძვირფასი ნივთები. მაშინ ნიღბიანები  საძინებელში შევარდნენ, სადაც გოგონას ავადმყოფი ბებია ლოგინში იწვა.  ნიღბიანმა თავდამსხმელებმა  გოგონა ბებიის ოთახში შეათრიეს და უთხრეს:  ამ მოხუცის  თვალწინ გამოგჭრით  ყელსო.   ერთ-ერთმა თავდასხმელმა ზურგჩანთა მოიხსნა, იქიდან რკინის ნაჭერი ამოიღო (რომელიც, მოგვიანებით გაირკვა, რომ მეზობლის ავტომობილიდან მოიპარეს) და გოგონას ყელზე მიაბჯინა. შეშინებული ბებია და შვილიშვილი იძულებული გახდნენ, დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის ყველა ძვირფასი ნივთი გამოეჩინათ, რაც კი სახლში ჰქონდათ.  მოგვიანებით, დაზარალებულმა სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ თავდამსხმელებს შორის გოგონა უფრო აგრესიული იყო, ვიდრე – ვაჟი. მან ორჯერ ჩაარტყა რკინა თავში ავადმყოფ მოხუცს და ყელშიც წაუჭირა ხელი. ბებია შვილიშვილის დახმარებას საწოლიდან ცდილობდა. რთული სათქმელია, როგორ განვითარდებოდა კრიმინალური ისტორია,  რომ არა მოწმე, რომელიც ოჯახში შემთხვევით მივიდა. გამოუცდელ მძარცველებს ბინის კარი ღია დარჩენოდათ. ამანათის ჩასაბარებლად მისული მამაკაცი კი, მათ იმ დროს დაადგათ თავზე, ნაყაჩაღარ ნივთებს ჩანთებში რომ ალაგებდნენ. გაქცევისას  ერთ-ერთ მძარცველს ბინაში ფეხსაცმელი დარჩა, რომელიც სიჩქარისას გაძვრა. სწორედ ამ ფეხსაცმელმა დააყენა გამოძიება უცნაური მძარცველების კვალზე, რომლებიც  ბინაში კარიდან  შევიდნენ. ერთ-ერთი მძარცველი კი მოულოდნელი სტუმრის გამოჩენისთანავე აივნიდან გაიქცა.        

ამონაწერი მოწმის, ტარიელ ზ-შვილის ჩვენებიდან: „კერძო კომპანიაში ვმუშაობ, ამანათებს ვარიგებთ. ამ ოჯახს კარგად ვიცნობ, ჩვენი მუდმივი კლიენტები არიან. იტალიიდან იღებენ ამანათებს. ვიცი, რომ ბებია ლოგინადაა ჩავარდნილი, შვილიშვილს კი დამხმარე ქალი ზრდის. იმ საღამოს ისე მომიხდა, რომ გვიან მივედი. სახლის კარი ღია დამხვდა. ბინაში ისე შევედი, ვერავინ გაიგო.  უცებ დავინახე  ორი ნიღბიანი. მივხვდი, ერთი გოგონა იყო, მეორე კი – ვაჟი, „მასკიროვკა” ვერ ფარავდათ.  ჩანთებში რაღაცეებს ალაგებდნენ. მთელი სახლი თავდაყირა იყო. პატარა გოგონას შეშინებული სახე ჰქონდა. საძინებლიდან ბებიის  ტირილი მომესმა. მოულოდნელად,  ერთმა ნიღბიანმა  ხელი მკრა და კარისკენ გაიქცა, მეორე კი აივანზე გავარდა და მეორე სართულიდან გადახტა. სიჩქარეში ორი ჩანთაც კი იქ დარჩათ, რომელიც ეტყობა, წასაღებად ჰქონდათ გამზადებული“.   

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბინაში მძიმე მდგომარეობაში  მყოფი მოხუცი, შეშინებული, შოკში მყოფი  გოგონა და დაბნეული მოწმე დახვდათ. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. გამოძიებას ძალიან დაეხმარა დაზარალებული გოგონა, რომელმაც გონზე მოსვლის შემდეგ, თავდამსხმელის ფეხსაცმელი ამოიცნო. გოგონას გაახსენდა, რომ ამ ინციდენტამდე, რამდენიმე  დღით ადრე, სახლში შორეული  ნათესავი გოგონა ეწვიათ, რომელსაც მამის  სურვილით, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი გაატანეს. „ძალიან ღარიბი გოგონა იყო. ოთახში შემოვიდა, სანამ დამხმარე ქალი ჩანთას უმზადებდა, ერთმანეთს  გავესაუბრეთ.  უცებ ჩემი ყურადღება მისმა ფეხსაცმელმა მიიქცია.  გარეთ ძალიან ციოდა,  მას კი ფეხზე გახსნილი „ბასანოჩკი” ეცვა. მე ოთახში შევედი და  ჩემი  ძველი კეტები  გამოვუტანე, მაგრამ არ მოერგო.   სწორედ მაშინ დამამახსოვრდა მისი დაბალი, გახეული  „ბასანოჩკი,” რომელიც გაქცევისას ჩვენს სახლში დარჩა“, – განაცხადა სამართალდამცველებთან დაზარალებულმა გოგონამ.  სამართალდამცველებმა ჯერ  მარიამ  ფ-ძის  კვალს მიაგნეს, შემდეგ კი ნიკა გ-ავა დააკავეს საკუთარ სახლში. მათ ჩადენილი დანაშაული აღიარეს. მეგობრების განცხადებით, ისინი  შეთანხმდნენ, რომ არავის მოკლავდნენ და აწამებდნენ. მათ წინასწარ  დაგეგმილი დანაშაული განახორციელეს, თუმცა უნებლიე მოწმემ მათი გეგმა შეცვალა.  დაკავებულმა ნიკა გ-ავამ განაცხადა, რომ ყაჩაღობა მარიამმა დაგეგმა. გოგონას მოტივაციამ კი, რომლის შესახებაც მან სასამართლოზე განაცხადა, ყველა გააოცა: როცა იმ  სახლში მივედი საჭმლის წამოსაღებად, ისეთი ბედნიერი გოგო ვნახე,  შური ასე ვიძიეო, _ განაცხადა მან აღიარებით ჩვენებაში.       

скачать dle 11.3