კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„განდის” მშვიდობის ჯილდო წელს ფეთჰულაჰ გიულენს გადაეცა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მშვიდობის დარგში - Gandi-King-Ikeda წელს ფეთჰულაჰ გიულენს გადაეცა. დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიალს ასობით მეცნიერი, აქტივისტი და საპატიო სტუმარი ესწრებოდა. ღონისძიება Morehouse კოლეჯის მარტინ ლუთერ კინგის ცენტრში გაიმართა. წარსულში მიხეილ გორბაჩოვის, ნელსონ მანდელასა და დესმონდ ტუტუს მიერ აღებული ჯილდო, წელს პირველად, მუსლიმანს გადაეცა.

აშშ-ის ქალაქ ატლანტაში დაჯილდოების ცერემონიალზე გამოსვლისას მარტინ ლუთერ კინგის ცენტრის დეკანმა, პროფესორმა ლოურენს ე. კარტერმა განაცხადა, რომ წლის მშვიდობის არქიტექტორის ჯილდო ამჯერად მუსულმან სასულიერო პირს ხვდა წილად.

„დღეს, ეს ჯილდო მსოფლიოს მასშტაბით ტრადიციული ისლამური სწავლების გამავრცელებელს გადაეცა. მან ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა Washington Post-ში გაკეთებული განცხადებით დაგმო. გლობალური მშვიდობისთვის მებრძოლი ფეთჰულაჰ გიულენისთვის ამ ჯილდოს გადაცემა ჩვენთვის დიდი პატივია. იმიტომ რომ, ამ ადამიანმა ჰუმანიზმსა და მორალურ ღირებულებებს იდეალები უწოდა. მან თქვა, რომ კანის ფერის, ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობისა და სქესის მიხედვით განსხვავება საზოგადოების დანაწევრებას არ უნდა იწვევდეს, პირიქით ის სულიერ ერთობას უნდა ემსახურებოდეს”, - აღნიშნა კარტერმა.

დეკანის გამოსვლის შემდეგ გიულენის სახელით ჯილდოს ასაღებად გამოსულმა დოქტ. ალფ იე. ასლანდოღანმა, ფეთჰულაჰ გიულენის მიერ სპეციალურად დაწერილი წერილი წაიკითხა. გიულენის წერილში წერია: 

„როგორც გავიგე Morehouse კოლეჯის, მარტინ ლუთერ კინგის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელობის მიერ, დამსახურების გარეშე ჯილდო მშვიდობის დარგში - Gandi-King-Ikeda მე მომენიჭა. ჯილდოს ჩემი სახელით არა, მაგრამ იმ ადამიანების სახელით ავიღებ, რომლებიც უანგაროდ კაცობრიობისა და ჰიზმეთისთვის თავდადებულად შრომობენ. ამ ჯილდოს სინამდვილეში ისინი იმსახურებენ, რომლებიც ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მინუს 50 გრადუსამდე სიცივეში, სახლიდან ათასობით მილის მოშორებით, საკუთარ მოვალეობებს ასრულებენ; ის ადამიანები, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში ISIS-ის თავდასხმების მიუხედავად, სკოლებში გაკვეთილებს ატარებენ; ის მასწავლებლები, რომლებიც ნიგერიასა და ავღანეთში მოსწავლე გოგონებს განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევენ; ექიმები, რომლებიც სომალისა და სუდანში ყველაზე რთულ ვითარებაში მუშაობენ; ექთნები, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები და ბიზნესმენები, რომლებიც როგორ ფინანსურ სირთულესაც არ უნდა წააწყდნენ, სასარგებლო პროექტებს ახორციელებენ. ეს ადამიანები სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობისანი არიან, რომელთა მიერ გაკეთებული საქმე ამ ჯილდოთი არის აღიარებული.

ისინი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ბედნიერებას სხვების ბედნიერებაში ეძებენ. ადამიანის უფლებების დამცველებს აზიაში, აფრიკაში, დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მსგავსად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში კაცობრიობისთვის შეტანილი წვლილი აერთიანებთ. თითოეული ადამიანის ღირსების დაცვისთვის ბრძოლა მათი შემქმნელისადმი პატივისცემის ნიშანია. მე ყოველთვის ვევედრებოდი ღმერთს, რომ მეც ამ დალოცვილი ადამიანების გვერდით ვყოფილიყავი. თუმცა, ჩემს თავს არასოდეს მოვიაზრებდი მათ ლიდერად. თქვენ კი თქვენი კეთილგანწყობით მათი თავგანწირვა დააფასეთ. მე ამ ჯილდოს მათი სახელით ავიღებ. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე თქვენთან ერთად ვიყო. თუმცა, ადგილისა და დროის სხვაობა ასეთი ძვირფასი ადამიანური ღირებულებების მქონე ადამიანების საუბარს ხელს ვერ შეუშლის. ამ ჯილდოსთვის კი, როგორც საზოგადოების დაფასებულმა წევრმა, მინდა საორგანიზაციო კომიტეტს მადლობა გადავუხადო”, - წერია გიულენის წერილში.

ფეთჰულაჰ გიულენის წერილის წაკითხვას ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოება ტაშით შეეგება. 

დაჯილდოების ცერემონიალზე გამოსვლისას პროფესორმა სკოტ ალექსანდერმა განაცხადა, რომ ფეთჰულაჰ გიულენი თანამედროვე მსოფლიოს მოვლენაა, გიულენი უფლებების ძიებასა და გლობალურ დონეზე განათლების სფეროში, ყოველთვის მშიდობისა და ტოლერანტობისკენ მოუწოდებს. 

ეს ჯილდო გლობალური მშვიდობისათვის მებრძოლ ლიდერებს ენიჭება. ფეთჰულაჰ გიულენისთვის მინიჭებული ჯილდო მშვიდობის დარგში - Gandi King Ikeda ადრე საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს, სამხრეთ აფრიკის ლიდერს, ნელსონ მანდელას და სამხრეთაფრიკელ სასულიერო პირს, დესმონდ ტუტუს გადაეცა.

ჯილდო andi King Ikeda იმ ადამიანებს ენიჭებათ, რომლებიც მშვიდობისა და პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევით გამოირჩევიან. იგი მსოფლიოში მშვიდობის მიზნით შეტანილი წვლილისთვის მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგისა და იაპონელი აქტივისტის, დაისაკუ ლკედას სახელს ატარებს. 

ცერემონიალის შემდეგ, უნივერსიტეტის მიერ ფეთჰულაჰ გიულენის სახელზე შეკვეთილი ზეთით დახატული ფერწერა სცენაზე გაიტანეს და იქ ჩამოკიდეს, სადაც ადრე ამ ჯილდოს მფლობელების სურათები ეკიდა.

 

скачать dle 11.3