კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მეზობლის უძრავ ნივთზე მის ნათესავს უფლება წარმოეშვა 2004 წლის 24 თებერვალს. მეზობელმა 2007 წლის მაისში ნივთი გაასხვისა. გთხოვთ, მიპასუხოთ, საიდან აითვლება მოთხოვნის უფლების 10-წლიანი ხანდაზმული ვადა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა აითვლება 2007 წლის მაისიდან, ანუ, იმ დროიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 
კითხვა: შემთხვევით გავიგე, რომ თბილისის საკრებულომ მიიღო კანონი ღამის საათებში ხმაურის შესახებ. რა სიძლიერის ხმაური არ შეიძლება და რა სასჯელი დაეკისრება დამრღვევს?
პასუხი: კითხვის არსი მეტ-ნაკლებად გაუგებარია. თუ თქვენ გულისხმობთ ხმაურს მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით, მერიის ზედამხედველობის სამსახური კონტროლს უწევს ხმაურის წესების დაცვას, სამშენებლო სამართალდაღვევის საქმის წარმოებას; თუ გულისხმობთ ღამის საათებში ქუჩაში აყალმაყალსა და ხმაურს, აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ჩაითვლება წვრილმან ხულიგნობად,  კერძოდ,  წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს და გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული,  ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კითხვა: მამამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და საკუთარი ბინიდან მოითხოვა შვილისა და რძლის გამოსახლება. შეუძლია თუ არა მოსამართლეს, უარი თქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე, იმ მიზეზით, რომ, სამოქალაქო კოდექსის ის მუხლი, რომლითაც მამას უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი ბინიდან შვილისა და რძლის გამოსახლება, არაზნეობრივად ითვლება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. რაც შეეხება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ მოსამართლეს სარჩელის მოთხოვნა არაზნეობრივად მიაჩნია, ამის უფლება მოსამართლეს არ აქვს და ამ მოტივით სარჩელის მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა დაუშვებელია.

скачать dle 11.3