კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა

ვარძიელაშვილი
1960 წლის, ისტორიულ დოკუმენტში ასეთ სანდო და საინტერესო მასალას ვკითხულობთ: „ვარ ვარძიელასშვილი, იგივე გასიტასშვილი გიორგი, მყავს მამა გასიტა, ძმები ზაქარია, ხოსიტა“. აქედან უნდა ვივარაუდოთ რომ, გასიტაშვილი და ვარძიელაშვილი ერთი და იგივე გვარია.
„დათუნა ვარძიელასშვილმა მიჰყიდა შოშიტა მიქელასშვილს ნაახოები მიწა გოჩა იჩითიძის, ბერიკა იაველასშვილისა და სავარძელოსშვილის მიწებამდე“ (1690 წელი).
სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა.
საქართველოში 497 ვარძიელაშვილი ცხოვრობს. ქარელში – 226, თბილისში – 157, გორში – 77. არიან სხვაგანაც.
ჩადუნაშვილი-ჩადუნელი
ჩადუნაშვილისა და ჩადუნელის გვართან დაკავშირებით, მკვლევარი მაისურაძე წერდა: „სავარაუდოა, მომდინარეობდეს დასახლებული პუნქტის სახელიდან და სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან იყოს გვარად ქცეული. სადუნა მცენარეა, ის გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა. თუმცა, ამას ეწინააღმდეგება ჩადუნაშვილის ეტიმოლოგიის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, ჩადუნა საკუთარი სახელი უნდა იყოს.”
1823 წელს, კაპიტან გიორგი ბარათოვის გლეხებად დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ბეჟანა და გიგა ჩადუნაშვილები.
1873 წლის აღწერაში მოიხსენიებიან იაკობ და ივანე ჩადუნაშვილები.
საქართველოში 56 ჩადუნაშვილი ცხოვრობს. თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 15, თბილისში – 7.
3 578 – ჩადუნელი. ბორჯომში – 898, ხაშურში – 767, თბილისში – 672. არიან სხვაგანაც.
ერაძე
გვარი ერაძე, საკუთარი სახელისგან, დამოუკიდებლად ნაწარმოები გვარია.
ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ წერს: „ერაძე – ფარახეთი, ონის რაიონი; საკუთარი სახელი – ერა“.
„ერაძენი ბობოთას მცხოვრებნი. ბაგრატ მეფემ მათი შეწირულება განუახლა მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ (1463-1478 წლები)“.
საქართველოში 1 455 ერაძე ცხოვრობს. თბილისში – 584, ქუთაისში – 245, ტყიბულში – 170. არიან სხვაგანაც.
მირზიაშვილი
გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელისგან მირზა, ხოლო თვით სიტყვა მირზა – არაბულ-სპარსულში გვხვდება როგორც ტიტულად, ისე საკუთარ სახელად.
„ასანბეგიშვილი თაყა პაპუნა გოშსტაშაბიშვილს სოფელ ტბისში აძლევს მირზიაშვილს, მისი მამულითა და სასახლით“, – ვკითხულობთ ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნში, ასანბეგიშვილებისა პაპუნა გოსტაშაბიშვილებისადმი, რომელიც დათარიღებულია 1671 წლით.
„მირზიაშვილის ნაქონი ვენახი ტბისში თაყა ბარათაშვილმა მიჰყიდა პაპუნა გოსტაშაბიშვილს“.
საქართველოში 201 მირზიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 84, დუშეთში – 78, მცხეთაში – 2. არიან სხვაგანაც.
ქურციკიძე
ფუძით ქურცი გვაქვს გვარი ქურციკიძე.
ქურციკიძე, ფცაში მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში, მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. იმავე სოფელში მოიხსენიებიან შიო და შოშია ქურციკიძეები.
ერთ შემთხვევაში, გვხვდება სახელი ქურცინა და მისგან წარმომდგარნი გვარი ქურცინაძე. ქურცინაძეები ამბობენ, რომ მათი ადრინდელი გვარი, გადმოცემით, იყო ქურციკიძე, მიგრაციის დროს ჩამწერებმა შეცდომით ჩაწერეს და ქურციკიძე გახდა ქურცინაძე. თვით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ისტორიული საბუთებით მტკიცდება, რომ გვარებს ცვლილება განუცდია.
საქართველოში 34 ქურციკიძე ცხოვრობს: თბილისში – 12, ქუთაისში – 9, ზესტაფონში – 6. არიან სხვაგანაც.


აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3