კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აკრძალულია!!!

სიზმართუხუცესები

თუკი დანარჩენი მსოფლიო იმის განსჯაშია, გაუგრძელოს თუ, პირიქით, შეუმსუბუქოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციას და რამდენიმე გამონაკლისის გარდა (საფრანგეთისა და საბერძნეთის ფლანგიდან) თითქმის სრულიად ცივილიზებული სამყარო გმობს რფ-ის აგრესიულ ქმედებებს, შედეგად ის მივიღეთ, რომ გასულ კვირას პარტია „როდინას“ წევრმა და რუსეთის „დუმის“ დეპუტატმა ალექსეი ჟურავლიოვმა კოლეგებს შესთავაზა, გაფართოვდეს იმ მიზეზთა ჩამონათვალი, რომლებიც უცხოელ მოქალაქეებს აუკრძალავს რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრას.
სახელდობრ, ბ-ნი ჟურავლიოვი მოითხოვს, რომ „როსკომდადზორს“ მიეცეს შესაძლებლობა, მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების მონიტორინგის საფუძველზე, გამოავლინოს არაკეთილსაიმედო ადამიანები და აუკრძალოს მათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.
კერძოდ, თუკი მავანი შემჩნეულია რფ-ისა და მისი მოქალაქეების, უბრალო მოკვდავით დაწყებული და თანამდებობის პირით დამთავრებული, კრიტიკაში ან ისეთი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც „ლახავს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა თუ რფ-ის მოქალაქეთა პატივსა და ღირსებას“, მისი ფეხი ვერ იქნება რუსულ მიწაზე!
ამჟამად მოქმედი კანონით, რფ-ის ტერიტორიაზე ვერ შევა უცხოეთის მოქალაქე, თუ მას აქვს დარღვეული სავიზო რეჟიმი, იძებნება, მასზე ირიცხება გადაუხდელი ჯარიმა და ა. შ. (ანუ ის ზოგადი ნორმები, რასაც უცხოელი მოქალაქისგან ნებისმიერი სახელმწიფო ითხოვს მეტ-ნაკლებად), თუმცა, ამასთანავე, რუსულ კანონში ნათქვამია, რომ უარის თქმის მიზეზი შესაძლოა, გახდეს „სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.
ჩვენ არ ვიცით,  გაითვალისწინებენ თუ არა კოლეგები ბ-ნი ჟურავლიოვის ინიციატივას, თუმცა საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ არც ისაა გამორიცხული, სულ მალე სიზმრების კონტროლიც კი დააწესონ. –

скачать dle 11.3