კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში

ანუ ვითხოვთ წყალს – აუზისთვის!

რაკი ჯერჯერობით თავი, ანუ ინტერესები უკრაინაში გასჭირვებია, ჩრდილოელი მეზობელი, სახელდობრ, ჩვენ კატათაგვობანას ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებთან ჩახუტებით გვეთამაშება.  ამიტომაც კარგა ხანია, არ შემოუძახებია, რომ, თუ „ნატო“ მის საზღვრებს მოუხლოვდება, „ზაგატოვკებს“ აამოქმედებს.
მართალია, არც დუმილია მთლად სიკეთის ნიშანი, მაგრამ, რაკი მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, ჩვენც „აი არ აის“ გამოკითხვაში კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი დასავლური არჩევნის ერთგულება – 78 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ კურსს, ამაზე მეტი კი – ევროინტეგრაციას (ან კი როგორ არ დავუჭერთ, როდესაც მეორე მხარე, ანუ ჩრდილოეთი გეუბნება, თუ არ შემიყვარებ, მოგგუდავო?!).
ამის პარალელურად, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „ნატოს“ გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გაგვამხნევა, რომ უელსის სამიტზე მიღებული „ნატო“-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს.
ეს სასიხარულო ამბავი მან საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული ონლაინ-ინტერვიუს მიმდინარეობისას გვაცნობა და დააკონკრეტა: „ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან საქართველოს თანამედროვე საწვრთნელი ცენტრის შექმნაში. ჩვენ გამოვყავით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მალე იქნება საქართველოში. ამ ზაფხულს გვექნება ერთობლივი სწავლება საქართველოში.“
ზედაც, დასძინა, რომ  „ნატოც“ სწრაფია და საქართველოს მთავრობაც. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება ეს შემხვედრი სისწრაფე, თუმცა გუმანი გვკარნახობს, რომ, თუ ამ ოხერ აუზში წყალს მეტ-ნაკლებად გონივრულ მომავალში არ ჩაგვისხამენ, დაგვისკდება თავები.  –

скачать dle 11.3