კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

არშემდგარი გმირობა

ვიღებთ ფილმს – „განთიადის წინ“.
ეს ფილმი ამერიკულ ვესტერნს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
იყო ასეთი მომენტი:
მე ავდიდვარ გაქანებული მატარებლის ვაგონის სახურავზე და 4-5 ვაგონი უნდა გავირბინო (ამერიკული „პონტია“).
მოიკლეს თავი კინოს გადამღებებმა, კასკადიორი უნდა მოვიყვანოთო.
– რას ჰქვია – კასკადიორები... კასკადიორები რად მინდა, კასკადიორიც ვარ და ფირცხალავაც-მეთქი.
სულელები არიან და დამიჯერეს.
გმირობის მოსურნე და მონატრული კაცი მატარებლის ვაგონზე სირბილს შევუშინდებოდი სწორედ!
– დაიმტვრევი, გურამ! – დაფიქრებულად მითხრა რეჟისორმა.
– შენ დაგემტვრეს ცხვირ-პირი, რა დამამტვრევს მე, წიე-მეთქი?!
– არა, ვერ გაგიშვებო.
ჩემი გავიტანე და შევხტი გაქანებულ მატარებელზე.
– დაიმტვრრრ... – მომაყოლა რეჟისორმა და დახუჭა თვალები.
– მოგცლია, რა!.. თუ ბელმონდო არ იმტვრევა, მე რატომ უნდა დავიმტვრე, იმაზე ნაკლები სიმაღლე მაქვს, სიგანე თუ ბიჭობა-მეთქი? – და, გავუტიე.
ცოტა კი შემეშინდა – მატარებელია, კაცო, გარბის. მაშინ კომპიუტერი კი არ მუშაობდა, ნამდვილი გადაღება იყო.
– ის ბელმონდოა, ბელმონდო!.. – ყვირის რეჟისორი.
– მე ფირცხალავა ვარ, ფირცხალავა, დაიწყეთ – „კადრი“!
ჩვენში დარჩეს და, არ იყო ხელწამოსაკრავი ტრიუკი, მაგრამ, მე ხომ გმირობას ვეძებ?
დაიწყო ეპიზოდი.
მიუხედავად ბევრი ხელის შემშლელი განცხადებისა, რომელიც ყველას ახლავს ასეთ დროს, ტრიუკი წარმატებით ჩავათავე.
– ცოცხალი ხარ? – გადამეხვია რეჟისორი, როდესაც გადაღების ის ეპიზოდი, ჩემი ჭკუით, ჩავამთავრე.
– „ცოცხალი ვარ, ცოცხალი, შენი ეშხით ვიწვებიი!“ – გავახარე, ისევ ჩემი ჭკუით.
რეჟისორი ცრემლებს ღვრის.
– რა მოხდა? – ვეკითხები.
– ოპერატორს კამერის ჩართვა დავიწყებია და თავიდან უნდა გადავიღოთო.

გურამ ფირცხალავას ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3