კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამარ მეფისა და ქართველების საბედისწერო შეცდომა

1184 წელს გარდაიცვალა გიორგი მესამე და მის ახალგაზრდა ასულს ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში მოუწია ერთპიროვნულად გაძღოლოდა დიდ, მრავალეროვან სახელმწიფოს.
თამარისთვის უმთავრესი ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება იყო. სტაბილურობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
დიდაზნაურებმა ვერ აპატიეს გიორგი მესამის ოჯახს დიდი არისტოკრატების დამცრობა და დაბალი წარმოშობის ადამიანების დაწინაურება. გიორგის ახალგაზრდა ასულთან გული მოეცათ.
ლეგიტიმისტებმა, პატრიოტებმა, პატიოსანმა დიდებულებმა ვერ აპატიეს გიორგი მეფეს ტახტის ნამდვილი მემკვიდრის, დემნა ბატონიშვილის მკვლელობა.
სამხედროებს სჭირდებოდათ მეომარი სარდალი, ვიდრე ქალი, რადგან ქართულ არმიას აღარ შეეძლო არსებობა მამაკაცი ლიდერის, მთავარსარდლის გარეშე, ვერ წარმოედგინათ თავი „თვინიერ რბევისა და ტყვევნისა“.
სასულიერო პირები უკმაყოფილები იყვნენ, ვინაიდან მეფეს თუ მოესურვებოდა, გააუქმებდა ეკლესიის შეუვალობას და ჩამოართმევდა მიწებს.
ყმადნაფიცი ქვეყნები მეფის გარდაცვალებისა და ახალგაზრდა მეფის ტახტზე ასვლისას ცდილობდნენ განდგომას. ამის აღკვეთას კი, ახალი სამხედრო ექსპედიციების ორგანიზება და კარგი სარდლობა სჭირდებოდა. თვითონ სარდალი ვერ იქნებოდა, ამგვარად, ნაკლები ავტორიტეტი ექნებოდა.
თამარმა კარგად იცოდა, რომ მისი სქესისა და ახალგაზრდობის გამო, დიდებულები ისარგებლებდნენ და შეეცდებოდნენ მეფის ხელისუფლების შეზღუდვას და საკუთარი ინტერესების გატარებას.
ზემოჩამოთვლილმა ვითარებებმა და იმდროინდელი ქართული საზოგადოების ფრიად დაწინაურებულმა აზროვნებამ, კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა ახალგაზრდა მეფეს.
საქართველოში არსებობდა სათათბირო ორგანო – დარბაზი. დარბაზი შეიძლება, შეკრებილიყო მცირე წესით, ვაზირების შემადგენლობით და განსაკუთრებულ ვითარებაში ფართო შემადგენლობითაც, სასულერო იერარქების, ერისთავთ-ერისთავებისა და სხვათა მონაწილეობით. დარბაზის მოწვევა მეფის პრეროგატივა იყო და დარბაზის რჩევის მიღებაც მეფის ნებაზე იყო დამოკიდებული.
ამ დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვაზირის, მეჭურჭლეთუხუცესის, ყუთლუ-არსლანის მეთაურობით, მომზადდა ახალი პროექტი ქართული სახელმწიფოსთვის.
ყუთლუ-არსლანი ძალიან გავლენიანი ადამიანი გახლდათ. მეჭურჭლეთუხუცესი იმ დროს განაგებდა სახელმწიფოს ხაზინას. ყუთლუ-არსლანი ამირსპასალარობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატადაც მოიაზრებოდა და შეიძლება, ლორეს გამგებლობაც მიეღო. თუმცა, მას უფრო მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა, იმ დროისათვის გაუგონარი – როგორც საუკუნეების მერე აღმოჩნდა, პროგრესული სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გეგმა შეიმუშავა.
მეჭურჭლეთუხუცესი ეახლა ახალგაზრდა მეფეს და წამოუყენა პირობა. ისანში მეფის სასახლის სიახლოვეს უნდა აშენებულიყო „კარავი“, სადაც დასხდებოდა რჩეული ხალხი – დიდებულები, სასულიერონი და მოქალაქეები, რომლებიც შეუდგებოდნენ წყალობისა და თანამდებობების გაცემას და ჩამორთმევას. შემდგომ აცნობებდნენ მეფე თამარს და მისი ხელმოწერით დამტკიცდებოდა ისნის კარვის წევრთა გადაწყვეტილებანი.
მაშასადამე, საკანონმდებლო, სასამართლო, ნაწილობრივ აღმასრულებელი ხელისუფლება, გადავიდოდა ისნის კარაველთა ხელში. ეს ერთგვარი წინაჩანასახი იყო სახელმწიფოს ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მართვის სისტემისა, რომელსაც კონსტიტუციური მონარქია დაარქვეს შემდგომში, უფრო თუ დავაზუსტებთ, საპარლამენტო მმართველობისა.
30 წლის მერე ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ ინგლისის დიდებულები, სასულიერო პირები და მოქალაქეები. მათი მეფე ჯონ უმიწაწყლო აიძულეს, 1215 წელს ხელი მოეწერა „თავისუფლების დიდი ქარტიისთვის“ (Magna Carta Libertatum), რომლითაც შეიზღუდა მეფის ხელისუფლება, დამტკიცდა მოქალაქეების უფლებები. მანამდე ინგლისის მეფის კარზე არსებობდა „სამეფო საბჭო“ (ქართული დარბაზის მსგავსი), რომელშიც მცირე რაოდენობის დიდებულები შედიოდნენ.
გადაწყდა წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს – „საერთო საბჭოს“ მოწვევის წესი. ამ ხელშეკრულების დარღვევა მეფემ და მისმა მემკვიდრეებმა არაერთხელ სცადეს. „საერთო საბჭოს“ მოწვევა შესაძლებელი გახდა 1265 წელს. ამ საბჭოს პარლამენტი ეწოდა. მასში სამეფოს სხვადასხვა კუთხიდან ორ-ორი რაინდი და მოქალაქე იქნა მოწვეული. მსგავსი ორგანო საფრანგეთში შეიქმნა 1302 წელს. ესპანეთში კი, კერძოდ, ლეონში – 1188 წელს. თუმცა, გაცილებით ნაკლები უფლებებით, ვიდრე ყუთლუ-არსლანი მოითხოვდა.
ამრიგად, შუა საუკუნის საქართველომ, იმდროინდელ ფეოდალური ევროპის ქვეყნებს, ზოგს რამდენიმე წლით, ზოგს ათწლეულებით, გადაასწრო პროგრესულ აზროვნებაში და წამოაყენა პარლამენტარიზიმისა და კონსტიტუციური მონარქიის იდეა.
ინგლისში თავისუფლების დიდი ქარტიის ხელმოწერას დიდი პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიზისი უძღოდა წინ. მეფეს აღარ უნდოდა ყოფილიყო შეზღუდული ტრადიციითა და ჩვეულებათა სამართლით და ძალადობდა ვასალებზე. საქართველოშიც იყო კრიზისი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. ქართველების ერთი ნაწილი ქალის გამეფებასაც კრიზისად მიიჩნევდა და არცთუ უსაფუძვლოდ. მართალია, წმიდა თამარ მეფემ თავისი სიბრძნითა და კეთილშობილებით გაამართლა, მაგრამ მისი ქალიშვილის, რუსუდანის უსუსურმა მმართველობამ დაღუპა ქვეყანა.
ყუთლუ-არსლანის მოთხოვნა ძალიან იწყინა მეფე თამარმა. არცაა გასაკვირი, მისთვის  ხელმწიფის უფლებების ჩამორთმევას ფიქრობდნენ. ქალისთვის ეს განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა – მისი შესაძლებლობების არ სჯეროდათ. ის უუფლებო თოჯინად უნდა ექციათ.
მთავარი კი ის არის, რომ ქართველები, თამარ მეფის ერთგული ადამიანები, ვერ მიხვდნენ რაოდენ დიდი და პროგრესული რეფორმის შესაძლებლობა მიეცათ.
გენიალური ყუთლუ-არსლანი დააპატიმრეს. მისი თანადასელი სამხედროები და თანამოაზრეები სამეფო სასახლეზე შეტევას იმუქრებოდნენ, თუ არ გაათავისუფლებდნენ ყუთლუ-არსლანს, თუმცა აყოვნებდნენ.
ახალგაზრდა იყო ქართველთა მზეთუნახავი, მაგრამ ბრძენი. შეიარაღებულთა დასაშოშმინებლად ორი, ძალიან დამსახურებული და გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი ქალბატონი გააგზავნა – ხვაშაქ ცოქალი, დედა რატი ქართლის ერისთავისა და სამძივართა ოჯახის დიასახლისი – კრავაი ჯაყელი, სამცხის ძლიერი საგვარეულოს ასული. შეთქმულებს ფიცით შეპირდა თამარ მეფე, რომ არავის აგებინებდა პასუხს.
დიდებულები დათანხმდნენ, მისცეს ერთგულების ფიცი, მიიღეს გარანტიები და დაიშალნენ.
ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური კარიერა დასრულდა, თანამოდასეთა სუსტი ნებისყოფის გამო.
გადაწყდა: გაფართოვდა დარბაზის უფლებები, სიმბოლურად შეიზღუდა მეფის ძალაუფლება და ამიერიდან მეფის ბრძანება გამოდიოდა დიდებულთა „თანადგომითა და ერთნებაობით“, თუმცა, ეს არ იყოს რეალური რეფორმა.
დიდი შეცდომა დაუშვეს ქართველებმა, რომ ისნის კარვის იდეაზე უარი თქვეს და პარლამენტის მსგავსი ორგანო არ შეიქმნა საქართველოში. ქართველ დიდებულებს შესაძლებლობა ექნებოდათ, თვითონ აერჩიათ მთავარსარდალი, ტაქტიკა თუ სტრატეგია მოცემულ ვითარებაში, თვითონ მოეგვარებინათ სახელმწიფოს ორგანიზების საქმე. რუსუდანის მეფობის დასაწყისიდანვე გამოჩნდა, რომ „თვითმპყრობელი“ მეფის ინსტიტუტი არ გამოდგებოდა სუსტი მეფის პირობებში ქვეყნის გადასარჩენად. რეალურად, რუსუდან მეფის დროს დაინგრა კიდეც ქართული სახელმწიფოებრიობა.
რაც მთავარია, სამცხის, იმერეთის, გურიის, ოდიშის ერისთავების პოლიტიკური ამბიციები სეპარატიზმიდან ტფილისის კარავში გადმოინაცვლებდა და დაცხრებოდა.

скачать dle 11.3