კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რატომ უყრიდნენ სარს ხერხემალში მეფის მსახურებს სკვითები და რატომ კრძალავდნენ საუკეთესო 50 მსახურს მის საფლავში ერთი წლის შემდეგ

სკვითები არა მარტო მტრებისა (ცოცხლებისა და მკვდრების) და შარიანი ნათესავების რიტუალურ მკვლელობებს ატარებდნენ, მათ ასევე, დაწესებული ჰქონდათ ადამიანთა მსხვერპლშეწირვები მეფეთა დაკრძალვებზე. ამასთან, ამ დროს ყველა ქვეშევრდომი საკუთარ სხეულს მცირე სახის დაზიანებას აყენებდა, ხოლო ხარჭას, უახლოეს მსახურებსა და დაცვას მბრძანებლის კვალდაკვალ იმქვეყნად ისტუმრებდნენ. საინტერესოა, რომ ეს ადამიანები თავისუფალი სკვითები იყვნენ. მათში მონობა ძალზე სუსტად იყო განვითარებული. სტეპში შეუძლებელია თვალყური ადევნო მონას, ხოლო ცხენი, რომლითაც შეუძლია მას გაქცევა, ყოველთვის გვერდითაა. ძირითადი სამუშაო – ფარაზე (ჯოგზე) თვალყურის დევნება – საჭიროებს ცხენსა და თავისუფლებას. ამიტომ, სკვითები, ჰეროდოტეს ცნობით, თავიანთ მცირერიცხოვან მონებს აბრმავებდნენ და მხოლოდ რძის პროდუქტებს ათქვეფინებდნენ. ყველა დანარჩენი კი, რომლებიც თავის მბრძანებელს მიჰყვებოდნენ იმქვეყნად, თავისუფალი ადამიანები იყვნენ.
„მეფეთა აკლდამები მდებარეობს გერებში (ალბათ, დნეპრისპირეთში). როდესაც სკვითებს მეფე უკვდებათ, იქვე თხრიან დიდ ოთხკუთხა ორმოს, სხეულს ათავსებენ საზიდარზე და ფარავენ ცვილით; მიცვალებულს უჭრიან კუჭს, ამოასუფთავებენ მას და ამოავსებენ დანაყილი წყალნაწყენით (მცენარეა ერთგვარი), კეთილსურნელოვანი ნივთიერებებით, ანისულისა და სელერეის თესლით; შემდეგ კუჭს ამოკერავენ და საზიდარით მიაქვთ სხვა ტომთან. თითოეული მხარის მცხოვრებნი, სადაც მეფის ცხედარს მიასვენებენ. იჭრიან ყურის ნაწილს, თავზე წრიულად იპარსავენ თმას, ხელზე იკეთებენ წრიულ ჭრილობას, ნაკვეთურს, იფხაჭნიან შუბლსა და ცხვირს, ხოლო მარცხენა ხელს ისრებით იხვრეტენ. შემდეგ მიცვალებული ოთხთვალათი გადაჰყავთ მისი სამეფოს სხვა მხარეში. ყველა მხარის შემოვლის შემდეგ ცხედარს კვლავ გერებში აბრუნებენ და, თივის საფენებზე დასვენებულს, საფლავში უშვებენ. ყველა მხარეს მიწაში არჭობენ შუბებს, ხოლო ზემოდან აფენენ ფიცრებს, რასაც ლელქაშის ჭილოფს აფარებენ. საფლავის დანარჩენ ფართო სივრცეში მეფის ერთ-ერთ ხარჭას მარხავენ, რომელსაც წინასწარ ახრჩობენ (გუდავენ); იქვე მარხავენ მერიქიფეს (მწდეს), მზარეულს, მეჯინიბეს, მცველს, მაცნეს, ცხენებსა და ყველა სხვა შინაური ცხოველის პირმშოს; ასევე, აწყობენ ოქროს თასებს (ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელს სკვითები ამისთვის საერთოდ არ იყენებდნენ). ამის შემდეგ ყველა ერთად, მიწით ავსებს საფლავს მანამ, სანამ დიდი გორაკი არ წამოიმართება.
ერთი წლის შემდეგ ისინი იმეორებენ დაკრძალვის იმავე წეს-ჩვეულებას. გარდაცვლილი მეფის დანარჩენ მსახურთაგან არჩევენ ყველაზე ბეჯითებს (ყველა ისინი მკვიდრი სკვითები არიან: ნებისმიერი მათგანი, რომელსაც მეფე უბრძანებს, უნდა ემსახუროს მას; მეფეს ფულით ნაყიდი მონები არ ჰყავს). ამრიგად, ისინი მსახურთაგან 50-ს აკვდინებენ მოხრჩობით (ასევე, 50 ყველაზე ლამაზ ცხენს), აცლიან მათ შიგნეულს, მუცლის ღრუს უსუფთავებენ, ამოუვსებენ ქატოთი და ამოუკრავენ. 50-ვე მომხრჩვალ და სხეულდამუშავებულ ახალგაზრდას სვამენ ცხენებზე, რომლებსაც სარს უყრიან ხერხემლის მთელ სიგრძეზე, კისრამდე, რათა ცხენზე გამართულები ისხდნენ. ასევე, ოთხ მარგილზე სპეციალური წესით ამაგრებენ ცხენებს გამართულ მდგომარეობაში და მიწაში ჩასმულ შუბებზე შემართულ მხედრებს ტოვებენ საფლავის გარშემო“.
ჰეროდოტეს ცნობები არქეოლოგების მიერ დასტურდება – სკვითების მიერ აღმართულ მეფეთა ყორღანებში ისინი მბრძანებელთა გვერდით დაკრძალულ მსახურთა ნეშტებს პოულობენ. მთელ მსოფლიოში გავრცელდა ხმა სახელგანთქმული ჩერტომლიკსკის ყორღანის შესახებ, რომელიც უკრაინაში გაითხარა მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში. მასში, როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, დაკრძალული იყო სკვითთა მეფე ათეი, რომელიც ჩვენს ერამდე 339 წელს გარდაიცვალა. ათეი იყო სახელგანთქმული ადამიანი. მას ფილიპე მაკედონელთან (ალექსანდრეს მამასთან) ერთად ალყაში ჰყავდა მოქცეული ქალაქი ბიზანტიონი (მომავალი კონსტანტინოპოლი) და ერთ დროს განზრახული ჰქონდა ეშვილა ფილიპე, რათა სკვითთა ხელისუფლების მემკვიდრედ დაედგინა. მაგრამ შემდეგ მეფეებმა ვერ გაინაწილეს დანახარჯები, რომელიც მათ ბიზანტიონის წინააღმდეგ გამართულ ომში გასწიეს. როგორც რომაელი ისტორიკოსი იუსტინუსი (მეორე-მესამე საუკუნეები) იტიყობინება, მეფე ათეიმ ხარჯების დაფარვის უსახსრობა იმით ახსნა, რომ ის ღარიბი ქვეყნის მბრძანებელი იყო, რომ სკიფთა მიწა არ იყო ნაყოფიერი და ძლივს კვებავდა თავის ხალხს...
ათეის ასეთი გულჩვილი მომიზეზებისა და სიღარიბეზე მითითების  მიუხედავად, როდესაც იგი გარდაიცვალა, მის ყორღანში დიდძალი სიმდიდრე გადამალეს. გარდა ამისა, მასთან ერთად დაკრძალული იყო მისი ცოლი, რამდენიმე კარისკაცი, მსახური და 11 ცხენი. მეფის ყორღანის სიმაღლე 20 მეტრს აღემატებოდა, დიამეტრი კი – 130 მეტრს. მას შემორტყმული ჰქონდა ქვის სქელი კედელი. დასაკრძალავ საკანში (40 მეტრი ფართობის დარბაზში) არქეოლოგები წააწყდნენ მეფის ნეშტს. მისი ტანსაცმელი ოდესღაც ოქროს ძაფით იყო ამოქარგული. აქვე ეწყო ათეის მდიდრული იარაღი – ორი ოქროს სახელურიანი მახვილი (ერთ-ერთი მათგანი – ოქროს ქარქაშით), იქვე იდგა რამდენიმე ვებერთელა ბრინჯაოს ქვაბი...
მომიჯნავე საკანში სარეცელზე დედოფალი განისვენებდა. მისი კაბა ოქროს ბალთებით იყო გაწყობილი. იატაკზე, თავით ქალბატონისკენ, იწვა მოახლე. საკანში, რომელშიც ღვინის ამფორები იყო განთავსებული, ახალგაზრდა ვაჟის ნეშტი განისვენებდა, რომლის ტანსაცმელიც ასევე ოქროთი იყო ამოქარგული; მასთან იდო კაპარჭი ისრებით. მეზობელ საკანში ასევე ღვინის მრავალი ამფორა იდგა – შესაძლოა, ეს ახალგაზრდა ღვინის მწდე იყო. და, ბოლოს, გარედან, მთავარი საფლავისგან განცალკევებით, სამ ორმოში 11 ცხენის ნეშტი იყო დაფლული ოქროთი და ვერცხლით გაწყობილი აღკაზმულობით, ზოგიერთი ხის უნაგირი ოქროს ლენტებით იყო მოჭედილი. სკვითები, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ ენდობოდნენ იმ შეიარაღებული მეომრების დაცვის უნარს, რომლებიც მოუსავლეთში მიჰყვებოდნენ მეფეს და საწყევარს აფარებდნენ ზევიდან აკლდამას, რომელიც თავზე უნდა დამხობოდა მძარცველს. მიუხედავად ამისა, ყორღანთა უმეტესობა წარმატებით გაიძარცვა ჯერ კიდევ ძველ დროში. ათეის ყორღანი  ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც აირიდა ასეთი ხვედრი.

скачать dle 11.3