კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გქონდეთ მეტი კონტაქტი იღბლიან ადამიანებთან და რა აურას ქმნის ბინაში ქოთნის მცენარე

იმ პროგრამაზე, რომელიც ადამიანის თავშია ჩაწერილი და დაპროგრამებული, დამოკიდებულია ბედის წყალობაც და იღბლიანობაც. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა დადებითი აზროვნება გამოიმუშავოს, რადგან ის წარმატებისა და ჯანმრთელობის გარანტიაა. ენერგია, დრო, ძალა, ფული, რომელსაც რაიმე საქმეში დებთ, ყოველთვის დადებით შედეგს არ მოგიტანთ. ამიტომ, ყოველგვარი შედეგისთვის წინასწარ მოამზადეთ თავი. 
მაშინ, როცა თუნდაც პატარა წარუმატებლობა დაიწყება, დროულად შეჩერება ისწავლეთ. სხვაგვარად შეიძლება, ბევრი წააგოთ. დიდი წარმატების შემდეგ კი, ვარსკვლავები გირჩევენ, ტაიმ-აუტი აიღოთ და დროებით შეისვენოთ.
წარმატება იმასთან მიდის, ვინც მას იზიდავს. ბედის წყალობის შემთხვევაში, მადლიერება გამოხატეთ, მაგალითად, დაასაჩუქრეთ თქვენი თავი ან ის, ვინც ამაში დაგეხმარათ.
თუ თავში უარყოფით აზრებს აღმოაჩენთ, სასწრაფოდ შეცვალეთ ის დადებითით. გარშემო კი იღბლიანი ადამიანები შემოიკრიბეთ. წარმატება, ისევე როგორც მარცხი, გადამდებია. ბედის მომდურავი ადამიანისგან მის უარყოფითს იღებთ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიღბლო მეგობრებს და ახლობლებს ზურგი აქციოთ. უბრალოდ, ნაკლები დრო დაჰყავით მათ გვერდით. ასევე, ასტროლოგიური თვალსაზრისით, რაც მეტი მცენარე იქნება სახლში, მით უკეთესია. ეს წარმატების მოპოვებაში, პრობლემების ადვილად გადაჭრაში დაგეხმარებათ და, ასევე, ენერგეტიკულადაც დადებითად იმოქმედებს თქვენზე. მცენარეები, ადამიანების მსგავსად, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანსა და პლანეტის გავლენას ექვემდებარებიან. თუ სახლში თქვენი ზოდიაქოს შესაფერისი მცენარე ხარობს, ის თქვენში დადებით ენერგიას გააძლიერებს და დაგეხმარებათ, ადვილად დაძლიოთ ძნელი პერიოდები ცხოვრებაში. მაგალითად: ვერძისთვის კარგია კაქტუსი. ეს მცენარე გამოყოფს თქვენთვის სასიკეთო ენერგეტიკას და შთანთქავს გარშემო არსებულ ნეგატიურ ენერგიებს. კუროსთვის კარგია ფართოფოთლიანი მცენარეები, მაგალითად, პალმა ან ფიკუსი. ისინი დაგეხმარებათ სწორად აზროვნებაში და დადებითი შედეგების მომტანი ნაბიჯების გადადგმაში. ტყუპებისთვის წარმატების მომტანია მცენარეები პატარა ყვავილებით, ასეთია ია და დეკემბერა. ეს მცენარეები დაგეხმარებათ ნაცნობებთან და თანამშრომლებთან დადებითი ურთიერთობების შენარჩუნებაში, ზომიერების დაცვაში, ემოციების მოთოკვაში. ასევე, ეს მცენარეები გააძლიერებს თქვენში საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. კირჩხიბებისთვის სასიკეთოა წყალმცენარეები, რომლებსაც აკვარიუმში გაახარებთ. ეს თქვენზე დადებით გავლენას მოახდენს ენერგეტიკული თვალსაზრისით, ასევე, შეგიქმნით სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას სახლში, გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს, გაგივითარებთ რწმენას და სულიერ სიმშვიდეს მოგგვრით. ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის წარმატებების მომტანია დეკორატიული, ჯუჯა პალმა. ის დაგეხმარებათ საოჯახო და კარიერული პრობლემების ადვილად დაძლევაში. განავითარებს თქვენში დამოუკიდებლობის გრძნობას, შეგმატებთ მეტ რწმენასა და თავდაჯერებულობას; ასევე, მოგიხსნით სტრესსა და დაძაბულობას. ქალწულებისთვის კარგია ქოთნის პატარა მწვანე ყვავილები, ასევე, გახარებული ხორბალი. ეს მცენარეები ბარაქის მოზიდვაში დაგეხმარებათ. შეგიწყობთ ხელს აზროვნების განვითარებასა და უცხო ადამიანებთან შეგუებაში. სასწორებისთვის კარგია ბინაში ისეთი ქოთნის მცენარეები, რომლებსაც დიდი ყვავილები აქვს. მაგალითად, კარგია ჩინური ვარდი. ის დაგეხმარებათ პირადი ცხოვრების მოწყობაში, სასიყვარულო პარტნიორის პოვნაში და გაგათავისუფლებთ უსარგებლო ეჭვებისა და ემოციებისგან. ასევე, ხელს შეგიწყობთ ადვილად მოახდინოთ დადებითი გავლენა სხვებზე. მორიელებისთვის კარგია სამკურნალო თვისებების ქოთნის ყვავილები, მაგალითად: ალოე, კალანჰოე, ბალბა. მათი ენერგია თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს, გაგაძლიერებთ, დაგეხმარებათ რთულ სიტუაციაში საღად იაზროვნოთ, დაგიცავთ შეცდომებისგან, მოიზიდავს ფინანსებს და კარიერულ წინსვლაში შეგეშველებათ. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში ქოთნის ბზა. ის დაგეხმარებათ გარშემო მყოფების კეთილგანწყობის მოპოვებაში, დადებითად იმოქმედებს თქვენს შემოსავლებზე და სასურველი მიზნის მიღწევაში შეგიწყობთ ხელს. თხის რქებისთვის კარგია ისეთი მწვანე მცენარე, რომელიც არ ყვავილობს, უბრალოდ, დეკორატიული დანიშნულება აქვს. მაგალითად, ასეთია გვიმრა. ის მოგიტანთ სიხარულს, სიმშვიდეს, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში და საოჯახო ურთიერთობებს მოგიწესრიგებთ. მერწყულებისთვის წარმატების მომტანია კაქტუსი. სხვადასხვა ჯიშის კაქტუსი უნდა დადგათ სახლში. მათი ენერგეტიკა თქვენზე დადებითად აისახება, სასიყვარულო რომანტიკულ ურთიერთობებს მოაწესრიგებს და ხელს შეგიწყობთ მშვიდ ცხოვრებაში. ასევე, კარგია ჭრელფოთლიანი მცენარეები და გეორგინა, რომლებიც ოჯახში სიმყუდროვეს გაგრძნობინებთ. თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის აუცილებელია სახლში წყლის მცენარეების გახარება. ლოტოსი მისტიკურ და მაგიურ მცენარედ მოიაზრება და ავი თვალისგან დაგიცავთ. ასევე, კარგია ბზა, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ და სულიერ სიმტკიცეს განავითარებს თქვენში.
იმ ოჯახებში, სადაც ქოთნის ბევრი ყვავილი ხარობს, ადამიანები ძლიერი იმუნიტეტითა და ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მცენარეები სახლის ატმოსფეროსაც ასუფთავებენ, უარყოფით ენერგიას შთანთქავენ და შემდეგ დადებითად გარდაქმნიან.

скачать dle 11.3