კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნებისმიერი დაავადება ჯერ აურაში ჯდება ნეგატიური პროგრამის სახით და მერე გადადის ორგანოებზე, ასე რომ, პერიოდულად ბიოველის გასუფთავება აუცილებელია

ექიმი-პარაფსიქოლოგის, დალი ავაგუმაშვილის მისაღებში, რომელიც ხალხს არატრადიციული მეთოდებით კურნავს, ყოველთვის ცოცხალი რიგია. მასთან დახმარების სათხოვნელად უცხოეთიდანაც კი ჩამოდიან. ქალბატონი დალი ასუფთავებს დაბინძურებულ აურას ნეგატიური მუხტისგან, ხსნის დაღლილობის სინდრომს, სტრესს, დეპრესიას, შიშებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელმოცარულ ბიზნესმენებსა და ოჯახური კონფლიქტებით თავმობეზრებულ ადამიანებსაც ეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

სტრესი, დეპრესია, ნევროზი ჩვენი ყოფა-ცხოვრების არასტაბილურობა, ეკონომიკურთან ერთად, სულიერი კრიზისის შედეგია, რის გამოც აურა ისე ბინძურდება, რომ თავადვე ვასხივებთ ნეგატიურ მუხტს. ამგვარ შემთხვევებში, ექიმი და წამალი ვეღარ გვშველის. თქვენ როგორ ახერხებთ პაციენტთა განკურნებას?
– როცა უკიდურესად დაბინძურებული აურა თავადვე იწყებს ნეგატიური მუხტის გამოსხივებას, მკურნალობის ენერგეტიკული მეთოდის გარდა, სასურველ შედეგს სხვა არაფერი იძლევა. ამიტომაც არ შველის პაციენტს წამალი. პირიქით, ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატები კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას. მაგრამ, თუ საქმე გვაქვს სულიერ დაავადებასთან, აქ ენერგეტიკული მეთოდი არ ჭრის. პაციენტმა ფსიქიატრს უნდა მიმართოს და მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაიტაროს.
– როგორ მივხვდეთ, ჩვენი აურა უკიდურესად არის დაბინძურებული თუ არა?
– აურის ნაწილობრივ დაბინძურებას იწვევს ნეგატიური ინფორმაცია და სტრესი, რომელიც უკვალოდ არასდროს ქრება. დროთა განმავლობაში უარყოფითი ემოციები და სტრესი იწვევს დეპრესიას, ნევროზს. აურის ნაწილობრივი დაბინძურების შემთხვევაში, არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა ბიოველის ენერგეტიკული მეთოდით გასუფთავება. ზოგჯერ რამდენიმე სეანსიც კი საკმარისია პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად. მაგრამ, თუ აურა უკიდურესადაა დაბინძურებული, ადამიანი აგრესიული ხდება, უმიზეზოდ ეჩხუბება ოჯახის წევრებს, ახლობლებს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ეცვლება გუნება-განწყობა. მასთან ურთიერთობა აუტანელია გარშემომყოფთათვის.
– ამგვარ შემთხვევებში, რით ეხმარებით პაციენტებს?
– უკიდურესად დაბინძურებულ აურას ენერგეტიკული მეთოდით ვასუფთავებ. საკმაოდ მძიმე სამუშაოა და გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი გარანტირებულია.
საერთოდ, ნებისმიერი დაავადება ჯერ აურაში ჯდება ნეგატიური პროგრამის სახით და მერეღა გადადის ორგანოებზე. ასე რომ, პერიოდულად, ბიოველის გასუფთავება აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
– გამოდის, რომ ენერგეტიკული მეთოდი პროფილაქტიკური მკურნალობისთვისაც ეფექტურია...
– დიახ, ასეა!.. ლოცვის ძალა სასწაულებს ახდენს. აურის გასუფთავება ადამიანს პრობლემების დაძლევაში ეხმარება.
– რა სახის პრობლემები გაქვთ მხედველობაში?
– პირად ცხოვრებაში, კარიერასა და ბიზნესში არსებული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც გაცილებით იოლად შეძლებთ, თუ აურას გაისუფთავებთ – ძლიერი ბიოველი წარმატების საწინდარია.
– რა იგულისხმება ძლიერ ბიოველში?
– როცა თქვენი ბიოველი გასუფთავებულია ნეგატიური მუხტისგან და დადებით ენერგიას ასხივებთ, აურა შესაძლოა, ორ მეტრამდეც გაიზარდოს, რაც პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ.
– რანაირად?
– საერთოდ, ადამიანი ჩვეულებრივ მდგომარეობაში შინაგან ენერგიას ნახევარ ან მაქსიმუმ, ერთ მეტრამდე ასხივებს. მაგრამ, თუ ავი ძაღლი გამოუდგა დასაგლეჯად, მისი ქვეცნობიერი ამ ენერგიის კონცენტრირებას ახდენს და შესაძლოა, ორმეტრიან ღობეს გადაახტეს. მერე თვითონვე უკვირს, როგორ მოვახერხეო. ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის აურა შორ მანძილზე ასხივებს და მისთვის ამ ბარიერის გადალახვა სირთულეს არ წარმოადგენს. როცა თქვენი ბიოველი ძლიერია,  ზემოქმედების მოხდენა სხვების ქვეცნობიერზე რთული არ არის. მაგალითად, შედიხართ თანამდებობის პირთან სარფიანი წინადადებით. თუ დაითანხმებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. ნეგატიური მუხტისგან გასუფთავებული ძლიერი აურით თქვენ  ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენთ მის ქვეცნობიერზე და მიზანს იოლად აღწევთ. თანამდებობის პირი ვერც ხვდება, რატომ დაგთანხმდათ. საერთოდ, ადამიანებს, რომლებიც მარტივად აგვარებენ პრობლემებს და ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ, უიღბლოებისგან განსხვავებით, ძლიერი ბიოველი აქვთ. მაგალითად, ლიდერებისა და ცნობილი პოლიტიკოსების აურა შორ მანძილზე ასხივებს, რაც მასებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა. თუ რაღაც ძალიან გინდათ, სურვილი შინაგანი ენერგიის კონცენტრაციას მოახდენს, ბიოველი გაიზრდება და უთუოდ ეწევით საწადელს.
დალი ავაგუმაშვილის ყოფილი პაციენტები:
ნათია ტ-შვილი: წლების განმავლობაში ვხვდებოდი კაცს, რომლის გამოც მშობლები და ნათესავები მტრად მოვიკიდე. მეგონა, ცოლად შემირთავდა, მაგრამ დედამისმა ვიღაც სოფლელი გოგო გაურიგა. აქაოდა პატიოსანია, ჯერ მაგისთვის ბიჭს არ უკოცნიაო. იმანაც მიმატოვა და ვიღაც გომბიოზე გამცვალა. ნერვიულობაზე დეპრესია დამემართა, ძალიან ცუდად ვიყავი. ერთი ადამიანის გამო მთელი კაცობრიობა მოვიძულე, ცხოვრების ხალისი დავკარგე.
– ექიმთან არ წახვედით?
– დიდხანს ვიმკურნალე უშედეგოდ. ბოლოს ჩემმა დამ ქალბატონ დალისთან მიმიყვანა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შვიდი სეანსის შემდეგ სხვა ადამიანი ვიყავი, იმედითა და სიცოცხლის ხალისით სავსე. ენერგია მომემატა, მაღაზიებში წავედი, ახალი ტანსაცმელი შევიძინე და დასასვენებლად ანტალიაში გავემგზავრე. ჩემი მომავალი მეუღლეც იქ გავიცანი. ოთხი თვის წინ დავქორწინდით... ბედნიერი ვარ!.. თუ გოგო შემეძინა, დალის დავარქმევ.
ინგა მ-ძე: სიყვარულით გავთხოვდი, კარგ ოჯახში შევედი, ორი შვილი გავაჩინე – ქალ-ვაჟი, მაგრამ მამამთილის გარდაცვალების შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა.
– რა მიზეზით?
– ჩემსა და დედამთილს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ კინაღამ ოჯახი დავანგრიე და შვილებთან ერთად სახლიდან წავედი.
– რას გემართლებოდათ?
– ქმრის სიკვდილს ვერ შეეგუა. სტრესმა მძიმე დარტყმა მიაყენა და ნევროზი დაემართა. ისე იყო გაღიზიანებული, მისგან ტკბილ სიტყვას ვეღარ გაიგონებდით. მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთმანეთს წაგვკიდა, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია, შვილიშვილებიც კი არ დაინდო. ქალბატონი დალი რომ არა, დღეს ოჯახი არ მექნებოდა, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი. მისი ლოცვების ძალამ ყველანი დაგვამშვიდა, დაგვაწყნარა და ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდა. მარტო ჩვენი კი არა, უამრავი ოჯახი გადაარჩინა დანგრევას ამ ღვთისნიერმა ადამიანმა.
თემო მ-ია: ხუთი მარკეტი მქონდა თბილისში, ხუთივე კარგად მუშაობდა. ჩემს ოჯახს არაფერი აკლდა. იმდენს ვშოულობდი, რომ გაჭირვებულ ნათესავებსაც და ახლობლებსაც ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად. წარმატებამ გამათამამა და მოგების გასაზრდელად ბანკიდან ფული ვისესხე, მაგრამ საქმე ისე არ წავიდა, როგორც მეგონა. შევშინდი, დავითრგუნე, აღარ ვიცოდი, რა მექნა. უბინაოდ დარჩენის პერსპექტივა ძარღვებში სისხლს მიყინავდა.
– ვინ გირჩიათ დახმარების სათხოვნელად ქალბატონ დალისთან მოსვლა?
– მეგობარმა, რომელსაც წლების წინ ქალბატონი დალი დაეხმარა თავისი პრობლემების მოგვარებაში.
– გამართლდა თქვენი მოლოდინი?
– დღეს რომ ჩემს შვილებს ბინა აქვთ და საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობენ, ქალბატონი დალის დამსახურებაა. მისი წყალობით დავაღწიე თავი პრობლემებს. როცა ტაძარში შევდივარ სალოცავად, ერთ სანთელს მის სახელზეც ვანთებ.


P.S. ქალბატონი დალი წინასწარი ჩაწერის გარეშე, არავის იღებს. ჩაწერა ხდება ტელეფონით ყოველდღე, დილის 9 საათიდან 16 საათამდე (უფრო გვიან ნუ დარეკავთ), კვირის გარდა.
საკონტაქტო ტელეფონები: 2-96-79-00, 599-10-73-06, 551-40-20-80, 499-05-75-00, 593-17-51-17.

скачать dle 11.3