კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ქმნიან მორაგბეების ცოლები „მეუღლეების ჯგუფს“ და როგორ სთხოვა ცოლობა დავით კაჭარავამ ანკას

დავით კაჭარავას საქართველოში კარგად იცნობენ, განსაკუთრებით რაგბის ქომაგები. კარიერა „ყოჩებში“ დაიწყო. სპორტი, რომლითაც თავიდან  ერთობოდა, ცხოვრების წესად ექცა. უცხოეთში, პირველად,  რუსეთის ერთ-ერთ კლუბში ჩაირიცხა, შემდეგ ოთხი წელი საფრანგეთში ცხოვრობდა... უკვე მერვე წელია, დავითი დაოჯახებულია და ხუთი წლის ნიკოლოზი ჰყავს.

დავით კაჭარავა: თავიდან, ჩემს ძმასთან ერთად ჩოგბურთზე დავდიოდი, ვერის პარკში. მაშინ ეს სპორტი მდიდრების თამაშად მიიჩნეოდა. თუ კარგი ჩოგბურთელი გინდოდა, გამოსულიყავი, საქართველოში არ უნდა გევარჯიშა. 90-იანი წლები იყო, ყველას უჭირდა, რაგბი კიდევ უფასო და ჯიგრების სპორტი იყო (იცინის). თავიდან  „ყოჩებში“ ვთამაშობდი, გუნდში ყველა ჩემზე დიდი იყო. მორაგბეებს არ გვქონდა მოედნები. მახსოვს, პირველი თამაში ასფალტზე მქონდა (იცინის). სერიოზულად არ ვუყურებდი ამ სპორტს, უფრო ვერთობოდი. არც ის მიფიქრია, რომ აუცილებლად მორაგბე უნდა ვყოფილიყავი. წლების შემდეგ, ყველაფერი თავისთავად მოხდა. გავხდი გუნდის კაპიტანი, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრი. ასე შემოვრჩი რაგბის.
– პირველად უცხოეთში როგორ წახვედი? გარკვეული პერიოდის განმავლობაში საფრანგეთშიც ცხოვრობდი...
– პირველად რუსეთში წავედი, 2008 წელს ერთ-ერთ კლუბში ჩავირიცხე. შემდეგ, ოთხი წელი საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში, ვცხოვრობდი. უკვე ორი წელია, ისევ რუსულ კლუბს დავუბრუნდი.
– ანუ, საქართველოში დროებით ხარ ჩამოსული?
– ზამთრის პერიოდში რუსეთში, კლიმატიდან გამომდინარე,  თამაშები არ მიმდინარეობს. ამ დროს, საქართველოში ეროვნულ ნაკრებს მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს და მეც ჩამოვდივარ. შემდეგ ისევ რუსეთში დავბრუნდები. შეიძლება ითქვას, ნახევარი წელი რუსეთში ვარ, ნახევარი – საქართველოში.
– თუ გახსოვს, რამდენი ლელო გაქვს ეროვნულ ნაკრებში დადებული?
- სიმართლე გითხრა, არ ვითვლი, მგონი, 14 ან 15.
– 2014 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს.
– კი, ოღონდ რუსეთში და არა საქართველოში. ჩემი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. რუსეთში ყველა ჩემპიონატი მოვიგეთ თუ რაიმეს მოგება შეიძლებოდა და წლის ბოლოს ეს ნომინაცია მომანიჭეს.
– მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახებული ხარ, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს...
– საერთოდ არ მაინტერესებს ეგ საკითხი, ალბათ არიან, არც ვიცი. ცოლ-შვილი მყავს. მერვე წელია, მე და ანკა ერთად ვართ. ულამაზესია და ძალიან მიყვარს. 
– მეუღლე გაგვაცანი.
– ჩემი მეუღლე ანა დუნდუაა, 2007 წელს მოვიყვანე ცოლად. 13 წლის იყო როცა გავიცანი, მე დაახლოებით, 17 წლის ვიყავი. თავიდან მატყუებდა 16 წლის ვარო, ერთი წელი გავიდა ამ ტყუილში და დაბადების დღე რომ მოვიდა, მერე გავიგე მისი ასაკი (იცინის). 2003 წელს წყნეთში გავიცანი, იქ ვისვენებდი ხოლმე ხშირად. ჩემს მეგობარს მოსწონდა მისი დაქალი და უნდა ენახა. შეხვედრაზე მე ჩემს ძმაკაცს გავყევი, ანკა – დაქალს. მაშინ გავიცანით ერთმანეთი, როგორც კი დავინახე, ძალიან მომეწონა. 2007 წელს, მსოფლიო თასამდე, ტრადიციული ნიშნობა გვქონდა – ოჯახების მისვლა-მოსვლა, რომ ვიცით. ჩემპიონატის შემდეგ ვიქორწინეთ. მერვე წელია, რაც ოჯახი შევქმენით და ხუთი წლის ნიკოლოზი გვყავს.
– ალბათ, მეუღლე გამორჩეული გულშემატკივარია. დაგყვება ხოლმე თამაშებზე?
– თამაშებზე არ დამყვება, ეს გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ბავშვთან, ფინანსებთან და ასე შემდეგ. მსოფლიოს როცა ვთამაშობთ, ჩამოდიან ხოლმე მეუღლეები, თუმცა იშვიათად. სამაგიეროდ, აქ აქტიურობენ,  მეუღლეების ჯგუფს ქმნიან (იცინის). 2007 წელს ქომაგთა ჯგუფი გააკეთეს, სპორტის მინისტრიც ჰყავდათ მოწვეული. ახლა მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ალბათ, კიდევ გეგმავენ რაიმეს.
– როცა უცხოეთში დიდი ხნით გიწევს წასვლა ანკა და ბავშვი საქართველოში რჩება?
– ამ შემთხვევაში, ოჯახი თან მიმყავს. მაგალითად, საფრანგეთში სულ ერთად ვიყავით. რუსეთში ცოტა ხნით ჩამოდიან. ბავშვი გაიზარდა, სკოლაც ეწყება უკვე და არ მინდა, დიდი ხნით მოვწყვიტო აქაურობას. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი რუსულად კარგად ლაპარაკობს, მაინც ვცდილობ, საქართველოში იყოს.
– სიურპრიზები გახასიათებს? თუნდაც, შეყვარებულობის პერიოდი რომ გაიხსენო...
– არასოდეს ვყოფილვარ რომანტიკული, რაზეც სულ მსაყვედურობს ანკა. ყველა ქალს უნდა, მის ქმარს მსგავსი რაღაცეები ახასიათებდეს, ერთი ვარდით და ამწეკრანით მიადგეს სახლთან (იცინის). თუმცა, ეს არ გამიკეთებია. არ მიმაჩნია ფასეულად ასეთი რაღაცეები. არც შეყვარებულობის პერიოდში გამოვირჩეოდი ამ თვალსაზრისით.
– ცოლობა როგორ სთხოვე?
– ხელის თხოვნის მომენტი, როგორც ასეთი, ჩვენთან არ ყოფილა. ოთხი წელი გვიყვარდა ერთმანეთი და ისე ახლოს ვიყავით, უკვე დრო იყო, ოფიციალურად გავმხდარიყავით ცოლ-ქმარი. ცალ ფეხზე არ ჩავმუხლულვარ და ცოლად გამომყევი-მეთქი არ მითქვამს (იცინის).
– გინდა, ნიკოლოზიც მორაგბე იყოს?
– ნიკოლოზი, ხშირად რომ უყურებს რაგბის, თავადაც აქვს თამაშის სურვილი.  აუ, ჩემი შვილი მორაგბე უნდა იყოს – ასე არ ვარ. მთავარია, კარგი ადამიანი გაიზარდოს და ფეხბურთელი იქნება, კალათბურთელი თუ საერთოდ არ იქნება სპორტით დაკავებული, მნიშვნელობა არ აქვს. არ შევზღუდავ არჩევანში. მამაჩემი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მე მორაგბე ვარ.
– რთული პერიოდი თუ გახსნედება?
– არ მქონია რთული პერიოდი. ერთადერთი, რაც შეიძლება გავიხსენო, ბავშვობიდან მქონდა თვალებზე პრობლემა და რაგბის თამაში არ შეიძლებოდა, ამიტომ მიკრძალავდნენ. სულ ამაზე მქონდა ოჯახში ომი. მშობლებსაც უნდოდათ, სპორტსმენი რომ ვყოფილიყავი, მაგრამ სხვა სახეობაში, რომელიც ნაკლებად უსაფრთხო იქნებოდა ჩემი ჯანმრთელობისთვის. ბოლოს მაინც ჩემმა სიჯიუტემ აჯობა და არ დავანებე თავი რაგბის (იცინის).  რთული პერიოდი ალბათ, უფრო თვალების ოპერაციის შემდეგ მქონდა, როცა შვიდი თვე იძულებითი პაუზა მქონდა. ეს პერიოდი სპორტსმენისთვის ძალიან დიდია. ჩემი თვალის ექიმი  დღესაც მეუბნება, რომ არ შეიძლება ასეთი დატვირთვა, მაგრამ ვინ უჯერებს (იცინის).

скачать dle 11.3