კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია დიეტის დაცვა თმის ცვენასა და გაჭაღარავებასთან


თმის ცვენა ქალებში ჰორმონულ რეგულაციასთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ყოველთვის უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის, ჰორმონების, პროჰესტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის დონე. ეს ის ჰორმონებია, რომელთა მიზეზითაც ხდება თმის ცვენის დაწყება. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად აუცილებლად უნდა შემოწმდეს თირეომასტიმულირებელი ჰორმონის რაოდენობა. მისმა ნაკლებობამ, შესაძლოა, სიმელოტე გამოიწვიოს. ამ ჰორმონის სწორი ფუნქციონირება, შესაძლებელია, დიეტამ ან საკვების დანამატების სიჭარბემ დაარღვიოს.
როცა მამაკაცს თმა სცვივა თავის ზედა ნაწილში, გვერდებში კი უხვად აქვს, ეს ტესტოსტერონისა და მისი მეტაბოლიტის ანუ დიჰიდროტესტოსტერონის ცვლის დარღვევებზე მიუთითებს. ასეთ დროს აუცილებელია, ჭამოთ თევზი, ხორცი, ნიორი, ხახვი, ვაშლი, ქლიავი; ქალებს კი, რომლებსაც ტესტოსტერონის სიჭარბე აღენიშნებათ, ქალური ტიპის სიმელოტე უვითარდებათ. სიმელოტის ასეთი სახე იკურნება ბიოდანამატებითა და ფინასტერილით, რომლებიც ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას ბლოკავს. ამ საშუალებებს უკუჩვენება მხოლოდ ორსულობის დროს აქვს.
ხშირ შემთხვევაში, ქალებში თმის ცვენას პროჰესტერონის ნაკლებობა განაპირობებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ორსულებს ხშირად აღენიშნებათ თმის ცვენა. საკვები, რომელსაც მიირთმევთ და ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ, გაჯერებულია ესტროგენის მსგავსი ნივთიერებებით. როცა ორგანიზმში ესტროგენები ჭარბად ხვდება, პროჰესტერონის დონე ქვეითდება, რაც სიმელოტეს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ჭამეთ ბევრი ნიგოზი, თხილი, ქიშმიში, თევზი და საქონლის ხორცი.
ასევე, არ არის გამორიცხული, უეცარი გაჭაღარავება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ გამოიწვიოს. გაჭაღარავება პირდაპირ კავშირშია, ასევე, ანემიასთან, ნერვული სისტემის დაავადებებთან, ვიტამინების ნაკლებობასთან და ასე შემდეგ; ხშირად კი ამის მიზეზი რკინის ნაკლებობა და ჰერპესია. რკინის ნაკლებობა, აგრეთვე, თმის ცვენისა და გამელოტების მიზეზიც შეიძლება, გახდეს.
ყველაზე ხშირად, მოულოდნელი გაჭაღარავების მიზეზი ხდება ორგანიზმში ცილა თიროზინის უკმარისობა. ეს ცილა, ძირითადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში შედის.
ჭაღარა მალე ერევა მათ, ვინც სხვადასხვა დიეტით იფიტავს ორგანიზმს და კრძალავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღებას.
საკვების შეზღუდულად მოხმარებისას ორგანიზმი განიცდის თიროზინისა და სპილენძის ნაკლებობას, არადა, სწორედ სპილენძი უწყობს ხელს ადამიანის ორგანიზმში საღებავი პიგმენტების წარმოქმნას.

გულისა და ფილტვების დაავადებების დროს პიტნის ფოთლების ნაყენი დაგეხმარებათ
პიტნის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, ამიტომ, პიტნისგან მიღებული მენთოლი გამოიყენება ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად, ასევე, გარეგანი მოხმარების მიზნით – შაკიკისა და კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად კი იყენებენ სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტისა და ბრონქოესტაზის დროს.
პიტნის ფოთლების ნაყენი, ასევე, კარგია საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, გულისა და ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ.
ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: 2 ჩაის კოვზ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ, დაატკბეთ და ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში, ცოტ-ცოტა.
პიტნის წვეთები ეფექტურია კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებისა და გულისრევის დროს.

როგორ უნდა მოახერხოთ ძალების მობილიზება ხანგრძლივი დროით
*დილაობით, ორგანიზმის კოფეინითა და შაქრით დატვირთვის ნაცვლად, მიირთვით პიტნის ჩაი. ნაყენი ათი წუთით გააჩერეთ და შემდეგ დალიეთ. ძალიან კარგია ნაყენის ორთქლის შესუნთქვა. პიტნის არომატი ენერგიის მოზღვავებას იწვევს.
*ჟენ-შენი ცნობილია მასტიმულირებელი და განწყობის გამაუმჯობესებელი თვისებებით. ის არა მარტო ენერგიასა და სიმხნევეს შეგმატებთ, არამედ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტსაც. შედეგად, ორგანიზმი ადვილად უმკლავდება სტრესსა და ვირუსებს.
* შვრიის ფაფა ენერგიით გვავსებს და ძალას გვმატებს. ეცადეთ, შვრიის ფაფა ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ. სასარგებლოა არა მარტო ფაფა, არამედ, ყველაფერი, რაც შვრიას შეიცავს, მაგალითად, შვრიის ფხვიერი და გემრიელი ნამცხვრებიც კი.
* წყლის თუნდაც უმნიშვნელო დეფიციტის დროს კი, ორგანიზმში მნიშვნელოვნად იკლებს ენერგეტიკული დონე. ამიტომ, დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გწყურიათ.

გაუფრთხილდით ღვიძლს!
ღვიძლის უჯრედებს შესწევს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია. ალკოჰოლმა, ზოგიერთმა წამალმა და ვირუსებმა, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვიძლს, რაც მაშინვე აისახება მთელ ორგანიზმზე: იცვლება სახის ფერი, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროთ სისხლის ბიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა; ასევე, აუცილებელია ანალიზი ჰეპატიტის ვირუსზე.
თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ღვიძლში ირღვევა ცვლის პროცესი, უჯრედები კვდება და ვითარდება ციროზი. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ღვიძლი ალკოჰოლით. ასევე, არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, მწარე და შებოლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით.
ახალი ხილი და ბოსტნეული ღვიძლის გამწმენდია. ამ ფუნქციას ასრულებს მარცვლეულის ქატოც. ეს პროდუქტები შეიცავს ბევრ უჯრედისსა და პექტინურ ნივთიერებას. ისინი ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე მეტალებსა და ტოქსინებს.

ფორთოხალი კიბოს ებრძვის
ფორთოხალს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს. კარგია მისი ახალგამოწურული წვენის დალევა. ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, A, B1, C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს, სპილენძსა და თუთიას, რაც აძლიერებს იმუნიტეტს. იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც ფორთოხალში შედის, ვიტამინები სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად.
ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს. კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენურ ნივთიერებებს, მასში შემავალი C ვიტამინი კი აფერხებს მათ წარმოქმნას.
უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, საუზმეზე დალეული ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი კი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში.

უმნიშვნელო ნაკაწრი შეიძლება ინფექციის წყაროდ იქცეს
უმნიშვნელო თითის გაჭრამ ან გაკაწვრამ, თუ დროზე არ მიიღეთ საჭირო ზომები, შესაძლოა, სერიოზული დაავადება გამოიწვიოს, კერძოდ, ჩირქოვანი იარა, ანუ პანარაციუმი.
პანარაციუმის წარმოქმნის მიზეზი ხდება ბაქტერიები, კერძოდ – სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ან, ორივე ერთად. სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები ბევრია ჩვენ გარშემო, მაგრამ, ჩირქოვანი ანთების გამოსაწვევად რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა უნდა მოხდეს. ინფექციისთვის ხელსაყრელი პირველი პირობაა მშრალი კანი, ნახეთქები, პატარა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საშიშია შინაური ცხოველების მიერ მიყენებული ნაკაწრები; მეორე პირობაა დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც გამოწვეულია ავიტამინოზითა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.
პანარაციუმი მძიმედ მიმდინარეობს დიაბეტიანებში, გრიპის ეპიდემიის დროს კი მისი საშიშროება ერთიორად იზრდება.
თუ შემთხვევით თითი გაგეჭრათ, ჭრილობა უნდა დაიბანოთ ანტისეპტიკური ხსნარით, დაიმუშაოთ და ბაქტერიოციდული პლასტირი დაიწებოთ.
თუ თითი მოგეწეწკათ, სასწრაფოდ შეუშვირეთ ცივი წყლის ჭავლს – ასე ტკივილს შეამცირებთ, აღარ განვითარდება შეშუპება და ჭრილობაც გამოირეცხება. თუ ტკივილი და შეშუპება არ გაქრა, იარაზე ცივი კომპრესი დაიდეთ. თუ მეორე დღეს ანთებითი პროცესი მაინც განვითარდა, მაგალითად, თითი გაწითლდა, გასივდა და გტკივათ, იარაზე ანტიბიოტიკის შემცველი მალამო წაისვით – ასე საწყის ეტაპზე შეაჩერებთ  ანთებით პროცესს.
პანარაციუმი მღვრიესითხიანი ან ჩირქიანი ბუშტუკებით ვლინდება. თავიდან ტკივილი ძლიერი არ არის, მაგრამ, ბუშტუკების ზრდასთან ერთად, იზრდება ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა და ტკივილი ძლიერდება. ამ დროს კარგია სოდიანი წყლის ცხელი აბაზანები: ყოველ ორ საათში ერთხელ, ოცი წუთით ჩაყავით თითი სოდიან ცხელ წყალში.
პანარაციუმი ქირურგიულ ჩარევას ითხოვს, თუ ტკივილის გამო ადამიანი ღამეც ვერ იძინებს, სიცხემაც აუწია და იღლიაში ლიმფური ჯირკვლებიც შეუსივდა. ოპერაცია რამდენიმეწუთიანია და ხდება ჩირქის ამოწმენდა.
მთავარი პროფილაქტიკა ხელების სისუფთავეა. საპონი და სარეცხი საშუალებები კანს აშრობს და მის ზედაპირზე წვრილ-წვრილი ნახეთქები ჩნდება, საიდანაც მიკრობები ადვილად აღწევს ორგანიზმში. მუშაობის დროს რეზინის ხელთათმანები ბაქტერიებისგან დაცვის კარგი საშუალებაა. თუ ხელთათმანით მუშაობა გიჭირთ, მაშინ ხელის დამცავი კრემი გამოიყენეთ, მუშაობის დასრულების შემდეგ კი – დამატენიანებელი.

скачать dle 11.3