კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

ჯემალ ღაღანიძის ანეკდოტები
პატრულმა მამაო გააჩერა, რომელმაც ღერძულა ხაზი გადაკვეთა და ჰკითხა:
– რატომ არღვევთ?
– ხელი თაბაშირში მაქვს ჩასმული, ჯაკუზში მოვიტეხე და საჭე გამექცა.
– კარგი, ახლა მიბრძანდით, – გაუშვა პატრულმა მამაო.
პატრულს მეწყვილემ ჰკითხა:
– ჯაკუზი რა არის?
– მე რავი ჯაკუზი რა არის, ისე მეკითხები, გეგონება ძაან ეკლესიური ვიყო!
***
რაჭველმა ყანაში ისეთი მაგარი საფრთხობელა დადგა, ჩიტებმა წინა წლის მოსავალიც უკან მოიტანეს.


რომა რცხილაძის ანეკდოტები
მოხუცი პროფესორი ზის მეტროში. იღება ვაგონის კარი და შემოდის პანკი, რომელსაც თმები სხვადასხვაფრად აქვს შეღებილი და ყალყზე უდგას. გაოგნებული პროფესორი მიაშტერდა პანკს და თვალს არ აშორებს. პანკმა აგდებულად ჰკითხა:
– რა იყო, ბაბუ, რას მომშტერებიხარ, ახალგაზრდობაში სიგიჟე არ ჩაგიდენია?
– როგორ არ ჩამიდენია, ბაბუ! ახალგაზრდობაში თუთიყუში შევაცდინე და, გაკვირდები, ჩემი შთამომავალი ხომ არ ხარ.
***
– ქვრივი ვარ და, მეზობლებს გლახათ არ ეჩვენოთ რამე; კი მერიდება, მარა, უარი როგორ გითხრათ, ბატონო?
– როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, მე მკვლევარი და პროფესორი გახლავართ. ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ, ღამე გამათენებინეთ და დილით წავალ.
გათენდა დილა და ქვრივი პროფესორს ხელ-პირს აბანინებს აივანზე. ეზოში ქათმები გამოჩნდნენ, მათ შორის უმეტესობა მამლები.
– ვა, ეს რამდენი მამლები გყოლიათ ქალბატონო!
– ეე, მამალი, ისაა ე, წითელი, თორემ, დანარჩენები შენსავით მკვლევარი პროფესორები არიან.
***
 ორი თინეიჯერი საუბრობს:
– როგორც იქნა გადავაჩვიე ბაბუაჩემი ფრჩხილების კვნეტას.
– ეგ როგორ?
– კბილები დავუმალე.

скачать dle 11.3