კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო თეკლა ჩიჯავაძემ მოდელობა და როგორ მოხვდა მისი ფოტოები SNN-ზე

რუმინელი მოგზაურისა და ფოტოგრაფის, მიჰაელა ნოროკის პროექტ „სილამაზის ატლასში“ ქართველი მოდელის, თეკლა ჩიჯავაძის ფოტოებიც მოხვდა. მსოფლიოს სხვადასხვა მედია-საშუალების მიერ 37 მოდელის ფოტოები სრულად არ იქნა გაშუქებული, თუმცა, საქართველოს სახე მუდამ ამშვენებდა უცხოური მედიის რეპორტაჟებს. არ ვიცი გჯერათ თუ არა შემთხვევითობის, მაგრამ, თეკლა სწორედ მოულოდნელმა შეხვედრამ მიიყვანა მოდის სამყაროში. 20 წლის მოდელს სერიოზული შემოთავაზებები აქვს და მალე მილანში მიემგზავრება.

თეკლა ჩიჯავაძე: მოდელობას სერიოზულად არასდროს ვუყურებდი; რატომღაც, მიმაჩნდა, რომ ამ სფეროში ფეხს ვერ მოვიკიდებდი. თუმცა, როგორც ყველა პატარა გოგოს, მეც მინდოდა, პოდიუმზე გამევლო. მოდის სფეროშიც სულ შემთხვევით შევედი: ერთხელ ქუჩაში ერთ-ერთი სააგენტოს დირექტორი შემხვდა, ჩემი ნომერი ჩაიწერა და დამიკავშირდა. შემდეგ მეგობარმა თაკო ჩხეიძის სააგენტო მირჩია და, გადავწყვიტე, იქ გადავსულიყავი. 
– როგორ მოხვდი „სილამაზის ატლასში“?
– „სილამაზის ატლასი“ მიჰაელა ნოროკის პროექტია, სადაც 37 სხვადასხვა ეროვნების  მოდელის სურათია შესული. მიჰაელა საქართველოში რომ ჩამოვიდა, დაუკავშირდა სააგენტოებს და ქართველი მოდელების ფოტოები მოითხოვა. ის ეძებდა ტიპურ ქართველ გოგონას. ძალიან მოეწონა ჩემი სურათები და გადაწყვიტა, გვეთანამშრომლა. მეც დავთანხმდი შემოთავაზებას, თან, მართლა ქართველი ვარ, არავინ მყოლია უცხოელი სანათესაოში. აბსოლუტურად ყველგან იყო ჩემი სურათი, SNN-ზეც კი აჩვენეს. SNN-მა გაცხრილა სურათები და 15 გოგონას ფოტო გაასაჯაროვა, რომელთა შორის მეც ვიყავი. უფრო ის ფაქტი მახარებს, რომ ეს ყოველივე საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. თურქეთში მქონდა  ასეთი შემთხვევა, ერთ მოდელს ვუთხარი, I’m from georgia-მეთქი, მაგრამ, ვერ მიხვდა, რომელ ქვეყანას წარმოვადგენდი  და იფიქრა ამერიკის შტატიდან ვიყავი (იცინის), მერე ავუხსენი, რომ თურქეთის მეზობელ ქვეყანაში ვცხოვრობდი.
– რა შეცვალა მოდელობამ შენს ცხოვრებაში?
– ძალიან ბევრი რამ: ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, ცოტა უფრო თავდაჯერებულიც გავხდი. თავიდან, სააგენტოში რომ მივედი, საერთოდ არ მქონდა იმედი, რომ რამეს მივაღწევდი. საკმაოდ რთული პროფესიაა – მოითხოვს რომ სულ ფორმაში იყო; მიუხედავად შენი შინაგანი მდგომარეობისა, მუდმვად უნდა იღიმოდე და ასე შემდეგ.  მხოლოდ პოდიუმზე გავლა-გამოვლა არ არის საკმარისი.
– მოდელი გარკვეულ ასაკამდე იქნები, შემდეგ რის გაკეთებას აპირებ?
– ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ვსაწვლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე და მესამე კურსის სტუდენტი ვარ; სამუშაო გამოცდილებასაც ვაგროვებ და ნელ-ნელა ვცდილობ, ამ კუთხითაც განვვითარდე. ყოველთვის წინასწარ ვადგენ გეგმებს და აუცილებლად ისე გამომდის, როგორც მინდა. მჯერა, რომ, თუ ადამიანს მართლა წრფელი გულით სურს რამე, აუცილებლად გამოუვა.
– მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა ხომ არ ყოფილა მოდელობასთან დაკავშირებით?
– მშობლები ცოტა ნეიტრალურები არიან ჩემს არჩევანთან დაკავშირებით და არაფერს მეუბნებიან. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, მამას არ მოსწონს, თუმცა, ეგუება და არასდროს უთქვამს, თავი დაანებეო (იცინის). ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და, როგორც დამოუკიდებელი ადამიანი ისე ვმოქმედებ. მართალია, მათი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვითვალისწინებ, თუმცა, ამ საკითხში არ მზღუდავენ. გადაღებები რომ მაქვს, დედა სულ მამხნევებს.
– უხერხული მომენტი თუ გქონია პოდიუმზე?
– კი, როგორ არა. ერთ-ერთი ჩვენების დროს წავიქეცი (იცინის) – საფეხურზე დამიცურდა ფეხი, მაგრამ, არ შევიმჩნიე და გაღიმებულმა განვაგრძე გზა (იცინის). ყველა ტაშს მიკრავდა.
– ინერვიულე ამ ფაქტთან დაკავშირებით?
– ძალიან ვინერვიულე. პოდიუმზე არაფერი მეტყობოდა – არ შევიმჩნიე, ვითომ არაფერი მომხდარა, მაგრამ, კულისებში რომ შევედი, ისე განვიცადე, ლამის ტირილამდე მივედი. შემდეგ გოგონებმა დამაწყნარეს. ასეთი რამ ნებისმიერ მოდელს შეიძლება დაემართოს, დაზღევული არავინაა. უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს რაღაც გავაფუჭე.
– „სილამაზის ატლასის“ გარდა კიდევ რა წარმატებები გაქვს და ამჟამად რა სიახლეა შენს კარიერაში?
– ჩემი პირველი წარმატება იყო „თბილისის ფეშენ-ვიქი“, ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს. შემდეგ სტამბულის სააგენტო დაინტერესდა ჩემით და ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ეროვნების მოდელებთან ერთად, იქ ვცხოვრობდი. შეიძლება ითქვას, პირველი სერიოზული ნაბიჯები მოდის სამყაროში სწორედ სტამბულში გადავდგი – ვისწავლე კამერის წინ პოზირება და დიდი გამოცდილება მომცა ამ პერიოდმა. დღეს უკვე ვმუშაობ და ვემზადები მილანში წასასვლელად – ერთ-ერთი სააგენტო დაინტერესდა ჩემით. მილანი საერთოდ სხვა თემაა და, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილ მოდის სამყაროში მივდივარ.
– შეყვარებული გყავს?
– დიახ. დაახლოებით ნახევარი წელია, რაც ერთად ვართ. როგორც ყველა მოდელი, მეც არ ვარღვევ ტრადიციას და ფეხბურთელი შეყვარებული მყავს (იცინის). ეს ადამიანი ოთო გოშაძეა, საბურთალოს  და თურქეთის ერთ-ერთ გუნდში თამაშობს, მეკარეა. დიდი ხანი არაა, რაც ერთად ვართ, ამიტომ, ბევრს ვერაფერს გეტყვით. რაც მომწონს ამ ადამიანში, ის არის, რომ ძალიან ჩემნაირია. თავიდან ვმეგობრობდით, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ეს ურთიერთობა ჩვენთვის უფრო მეტი იყო.
– შენს პროფესიას როგორ უყურებს, მოსწონს?
– ძალიან დადებითად და, რა თქმა უნდა, მოსწონს. როგორც მე, ასევე თავადაც, ხშირად უწევს უცხოეთში წასვლა, ამიტომ, არ ვქმნით პრობლემებს და, ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ პროფესიულ განვითარებაში. მალე მილანში მივდივარ და ჩვეულებრივად შეხვდა ამ ამბავს. რთულია ასეთი ურთიერთობა, მაგრამ, სოციალური ქსელითა და ტელეფონის მეშვეობით ძალიან ხშირი კონტაქტი გვაქვს.

скачать dle 11.3