კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა და სდასუს  რექტორმა თეიმურაზ ქორიძემ.
საორგანიზაციო კომიტეტსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა  შემდეგი მიმართულებებით შემოიფარგლება: ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება, მომზადება და მონაწილეობა იმ პროექტებსა თუ კამპანიებში, რომლებიც ჩამოაყალიბებს მოხალისეთა მოტივაციას.
შეგახსენებთ, რომ წელს, ზაფხულში, თბილისში ტარდება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „თბილისი 2015“, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება იქნება. ფესტივალის წარმატებით განხორციელებაში საორგანიზაციო  კომიტეტს დაეხმარება 2 000 მოტივირებული ახალგაზრდა, რომლებიც მოხალისეობრივ საწყისებზე მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარებაში, როგორიცაა: ოლიმპიური დელეგაციების მიღება, გახსნა-დახურვის ცერემონიალი, სპორტული ღონისძიების ორგანიზება და სხვა. ფესტივალის მოხალისეების უმეტესობას წარმოადგენენ სტუდენტები.
მოხალისეთა მოძრაობაში სტუდენტების მეტი  ჩართულობისთვის უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება მემორანდუმის გაფორმება რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან.

скачать dle 11.3