კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „აბამენ“ ქალები კაცებს ჯადოს დახმარებით და რისი საშუალებით არის შესაძლებელი მისი თავიდან აცილება

ადამიანები საკუთარი ეგოისტური სურვილების ასასრულებლად ხშირად მიმართავენ შავ მაგიას. მოტივაცია ძირითადად ერთი და იგივეა: მეტი ფული, კეთილდღეობის მოპოვება, სასურველი მამაკაცის „ხელში ჩაგდება“, არასასურველი ადამიანის გზიდან ჩამოშორება  და ასე შემდეგ.
იმის გასარკვევად, თუ რას წარმოადგენს ჯადო, როგორ მოქმედებს ის ავტორსა და ადრესატზე, როგორ უნდა ამოვიცნოთ და როგორ დავიცვათ თავი მისგან, ასტროლოგიური ცენტრის წევრს, ლაშა ჩხენკელს მივმართეთ.

ლაშა ჩხენკელი: ენერგოინფორმაციული პროგრამა ჯადოს სახით ადამიანში იწერება ისევე, როგორც გარკვეული პროგრამები კომპიუტერში. ეს პროცესი ხორციელდება მენტალური და ემოციური დატვირთვის პარალელურად, ანუ, უნდა გაგაჩნდეთ კონკრეტული მოტივაცია. ამ პროცესში მონაწილეობს გონებაც და ემოციაც. ჯადო გათვლილია კონკრეტულ სიხშირეზე, კონკრეტულ ადრესატზე და როცა მას ეხება ჯადოქრის მიერ შექმნილი ენერგოინფორმაციული პროგრამა, ადრესატი იწყებს მოქმედებას ზუსტად მის მიხედვით.
– ანუ, პირობითად, მე შემიძლია, ვმართო ადამიანი და მისი ქმედებები მის ხასიათთან აბსოლუტურად შეუსაბამო და არაადეკვატური გავხადო?
– თქვენ შეგიძლიათ, მართოთ ადამიანი, თუ მას ჯადოს გაუკეთებთ. ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მომღერალი ჯადოს ყველაზე გავრცელებულ სახეობას იყენებდა კაცის „დასაკერად“ და მიაღწია კიდეც მიზანს.
ერთხელ ქალმა ქმრის „დასათრევად“ „ბულავკაზე“ გააკეთებინა ჯადო. ახლა ის ქმარი სახლში ჰყავს. როცა მასთან დაქალები მისულან, ქალს „კაიფი“ დაუწყია: ნახეთ ახლა ამას რა ვუქნაო და ქმრისთვის მაღაზიიდან რაღაცის ამოტანა უთხოვია. ქმარს ჩაუცვამს და მომზადებულა გასასვლელად, ქალს კი ამ დროს „ბულავკა“ შეუკრავს და კაცმა თავზე კონტროლი დაკარგა – ბოდიალობს, მაგრამ სახლიდან გასვლას ვეღარ ახერხებს. ანუ, ქალი „ბულავკის“ გახსნითა და შეკვრით განსაზღვრავდა ქმრის ქმედებებს. ასე რომ, ჯადოს საშუალებით შეგიძლია, ადამიანი მარიონეტი გახადო.
– მხოლოდ ერთი ადამიანის მოჯადოებაა შესაძლებელი თუ მთელი ოჯახის ან ადამიანთა გარკვეული რაოდენობის?
– ჯადოს ადრესატების სიმრავლე განუსაზღვრელია, მთელი გვარის მოჯადოებაც კი არის შესაძლებელი, მაგრამ, ეს ხანმოკლე აღმოჩნდება. ადამიანის ევოლუციის ხაზში ხელოვნური ჩარევა არ არის მორალური. გარდა მორალისა, ასეთი სახის ჩარევა, ადრესატთან ერთად, ავტორსაც გაანადგურებს, ანუ, მის მიერ შექმნილი პროგრამა საკუთარ ცხოვრებაზეც აისახება.
– ვინც სისტემატურად აკეთებს ჯადოებს, მათ რაიმე სახის რიტუალები თუ გააჩნიათ უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად?
– არსებობს გამწმენდი რიტუალები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სანამ ეს ენერგოინფორმაცია მოქმედებს, ის ავტორს ყოველთვის მოძებნის. როცა ჯადო შეასრულებს თავის მიზანს, ვთქვათ, მოკლავს ადამიანს – არ ქრება, არსებობას დამოუკიდებელი მოცემულობით განაგრძობს და პირდაპირ ავტორს უბრუნდება. ავტორს მოუწევს დაცვის გაკეთება, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი დაცვა სუსტდება, რის შემდეგაც მისივე შექმნილი ჯადო მასზე და მის ოჯახზე გადავა.
თუმცა, არსებობს კეთილი ჯადოქრობაც, რომელიც ევოლუციური ხაზის ხელშეწყობისთვის შეიქმნა. ჯადოს მოხსნაც ერთგვარი ჯადოა. ჯადობაზობა კი უკვე ჯადოს არასწორი გამოყენებაა. მსხვერპლშეწირვა, როცა, ვთქვათ, დემონებს აძლევენ ენერგიებს სისხლის სახით. მაგალითად, ლომისობის დროს შესრულებული მსხვერპლშეწირვა მეტი არაფერია, თუ არა შავი მაგია. თეთრი და შავი მაგია წარმოადგენს სწორი და არასწორი მიმართულებით განხორციელებულ პროგრამას. თეთრი – ევოლუციის ხელშემწყობია და არაეგოცენტრული; შავი ჯადოს მამოძრავებელი კი არის ეგოიზმი, რომლის ძირითადი მოტივი ფულია. თუ თქვენ ქმნით ინფორმაციას, რომელიც განვითარებას, სიკეთესა და სიყვარულს ხმარდება, ის უკან ცუდად აღარ მოგიბრუნდებათ, ოღონდ, სიკეთეს თქვენ არ უნდა საზღვრავდეთ, ეს უნდა იყოს ობიექტური და ამას უნდა გრძნობდეთ. თუ თქვენი სურვილით დაარქმევთ მას სიკეთეს და ეს იქნება ობიექტურობას მოკლებული, თქვენი სუბიექტური გადაწყვეტილება უკვე შავი მაგია გამოდის.
– ჯადოს რა სახეობები არსებობს და რა მასალას იყენებენ ძირითადად მის გასაკეთებლად?
– შესაძლებელია, კარზე გააკეთო „ენერგოინფორმაციული არკა“ და იმ კარში კონკრეტული ადამიანი ვეღარ შემოვა – შეიძლება, გული წაუვიდეს, წაიქცეს და ზღურბლს ვერაფრით ვეღარ გადმოაბიჯოს. ჯადოს ხშირად აკეთებენ საფლავზე, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ენერგოინფორმაციულ ველთან ასოცირდება და იქ ენერგეტიკა ნეგატიურია. შესაძლებელია ადამიანის ფრჩხილის, თმის ან სხეულის რომელიმე ნაწილის,  ფოტოსურათისა და პირადი ნივთის გამოყენებაც, რომელიც პატრონმა შესაძლოა  არც გამოიყენოს, მაგრამ, რადგან მისი საკუთრებაა, ჯადო მაინც იწყებს მასზე მოქმედებას.
ჯადობაზები, ასევე, აკეთებენ სპეციალურ თოჯინებს, რომლებსაც არქმევენ კონკრეტული ადამიანის სახელს და შემდეგ ნემსებით აზიანებენ მას. მოკლედ, საშუალება მრავალნაირი არსებობს.
– ხშირად გამიგონია მამაკაცზე – ვიღაცამ ვირის ტვინი აჭამაო.  ეს პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ?
– ეგეც ჯადოს სახეობად ითვლება. ვირის ტვინი შავ მაგიაში ერთ-ერთი ინგრედიენტია და, სხვათა შორის, ძალიან დიდი ფასი აქვს. ერთი ვირის ტვინი დაახლოებით 500 დოლარი ღირს. მას გარკვეული ინფორმაციით ტვირთავენ და ისე აჭმევენ.
– როგორ უნდა ამოვიცნოთ ჯადო?
– როცა ჯადო აქვს ადამიანს გაკეთებული, ხშირად აწუხებს თავის ტკივილი; ახასიათებს დაბნეულობა, გაურკვევლობა, მეხსიერების დაქვეითება. მერე უკვე გარკვეული ხელსაწყოებით ხდება მისი დაფიქსირება.
– მართალია, რომ, ვისაც ჯადოსი არ სჯერა, ის მასზე გავლენას ვერ მოახდენს?
– ყველაფერი ინდივიდუალურია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯადოსთან კონტაქტში არ შედიან ან ნაკლებად შედიან, თუმცა გარკვეული სახის ზეგავლენას მაინც ყველა განიცდის.
– ჯადოსგან თავდაცვა თუა შესაძლებელი?
– ჯადოსგან თავდასაცავად ადამიანს ძლიერი ნება და საკუთარი თავის ფლობის უნარი უნდა გააჩნდეს. კონკრეტული თილისმა ვერ გიშველით, თუ ის ზუსტად თქვენთვის არ არის ინფორმაციულად დატვირთული. უნივერსალური თილისმა, რომელიც ყველას დაიცავს, არ არსებობს. როცა ატყობ, რომ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს და ეს შენზეც გადმოდის, ამ დროს თქვენ შორის ბარიერი უნდა წარმოიდგინოთ, ან, ჩათვალეთ, რომ თქვენ გარკვეულ პირამიდაში ხართ, რომელიც მისგან დაგიცავთ. სხვათა შორის, ნებისმიერი ადამიანი რაღაც დოზით მაგია, ჯადოქრად კი ის კლასიფიცირდება, ვინც ამას აცნობიერებს და იცის, როგორ განახორციელოს კონკრეტული მაგიური ქმედება;  ასევე, შესაძლებელია ამ თვისების გაღვიძება და გააქტიურებაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ ადამიანი ჯადოქრობით, შავი მაგიით არის დაკავებული და ეგოისტურად ერევა სხვების ევოლუციის ხაზში, აუცილებლად თვითონაც დაზარალდება. თუ ადამიანი წინა ცხოვრებაში იყო ამით დაკავებული, შემდეგ ცხოვრებაში მახინჯი და დაავადებული იბადება, ან, შესაძლებელია, დაბადებისთანავე გარდაიცვალოს.

скачать dle 11.3