კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა 12 წლის მოზარდი სექსუალური მოძალადის მსხვერპლი და რა აღმოაჩინა შემთხვევის ადგილზე დაზარალებულის დედამ

12 წლის ბიჭის გაუპატიურების და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 18 წლის კახა ლ-იას სასამართლომ ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მიყენებული მუხლის თანახმად, მოძალადეს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ სასამართლომ გაითვალისწინა მისი ასაკი, სოციალური მდგომარეობა – ის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახიდან იყო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კახა ლ-იას დაკავებისას სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც იმ მოზარდის დედის მიერ ჰქონდა მიყენებული, რომელმაც შვილს სექსულაური ძალადობის ფაქტზე შეუსწრო.  
გამოძიების მასალების მიხედვით,  კახა ლ-იამ იმ ბინის მეპატრონის შვილთან დაამყარა სექსუალური კავშირი,  სადაც ის ბებიასთან ერთად, ქირით ცხოვრობდა. როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ბიჭს ბებიასთან ერთად, ბინა ამ ინციდენტამდე ოთხი  თვით ადრე ჰქონდა ნაქირავები. ბიჭის  დედა, რომელიც  თურქეთში იყო გათხოვილი, დედა-შვილს იშვიათად აკითხავდა. თუმცა, მათ ფინანსურ ხარჯებს უზრუნველყოფდა. ამის მიუხედავად, ბებია-შვილიშვილს ცხოვრება ძალიან უჭირდათ და ხშირად მეზობლების იმედად იყივნენ დარჩენილნი. როგორც გამოძიებით დადგინდა, თბილისში  საცხოვრებლად გადმოსვლამდე, ბებია და შვილიშვილი რაიონში ცხოვრობდნენ, თუმცა,  კახა ლ-იას მიერ ჩადენილი ქმედებების შემდეგ, მათ იქ აღარ დაედგომებოდათ.  გამოძიებას ჩვენება მისცეს კახა ლ-იას მეზობლებმა. მათი განცხადებით, ბიჭი 12 წლის მოზარდს საეჭვოდ, გადამეტებული ყურადღებით ექცეოდა. ის სკოლაშიც კი ხშირად მიჰყავდა. ამონაწერი მოწმის, ლაურა დ-ძის ჩვენებიდან: „ჩვენ საერთო ეზოში ვცხოვრობთ. კახა და მისი ბებია ლიას ბინაში ქირით რომ გადმოვიდნენ, თავიდან კარჩაკეტილად ცხოვრობდნენ. გავიგე, რომ ბიჭს არც დედა ჰყავდა ახლოს და არც მამა. ძალიან უჭირდათ და მეზობლები ვეხმარებოდით. კახა გულჩათხრობილი ბიჭი იყო, ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა. ერთი-ორჯერ დავინახე, როგორ გამოვიდა ლიას შვილთან ერთად საკუჭნაოდან. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მერე მათი საქციელი საეჭვოდ მომეჩვენა. ლიას ვუთხარი კიდეც, ამ უცხო ბიჭს შენს შვილს ნუ ანდობ-მეთქი. არ ვიცი, რა ეჭვი შემიჩნდა, მაგრამ ერთ დღეს, ლია სამსახურში რომ იყო, ბიჭები კი საკუჭნაოში შევამჩნიე, ფანჯრიდან დავუწყე თვალთვალი. ჯერ კახამ დატოვა საკუჭნაო, ცოტა ხანში კი, პატარა ბიჭმა, რომელიც ცდილობდა, არავის დაენახა. არ მომეწონა მისი ჩუმად გამოსვლა. ორი დღის მერე კი ლია თავად გახდა საშინელი სცენის მოწმე.”   
საქმის მასალების მიხედვით, 12 წლის მოზარდზე განხორციელებულ იძულებით სექსუალურ კავშირს, მისი დედა თავად შეესწრო. ლია ი-ძის ჩვენებით, სამსახურიდან დროზე ადრე დაბრუნებულმა  ბინაში გამოკეტილი კახა ლ-ია და თითქმის შიშველი საკუთარი შვილი ნახა. აღელვებულმა ქალმა, სანამ სიტუაციაში გაერკვეოდა, კახა ლ-იას სასტიკად სცემა. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კახა ლ-იას დაკავება შემთხვევის ადგილზევე მოხდა.
სამედიცინო ექსპერტიზისა და მოზარდი ბიჭის ჩვენებების მიხედვით, კახა ლ-ია მასთან სექსუალურ კავშირს ოთხი თვის განმავლობაში რეგულარულად ამყარებდა. ის აშანტაჟებდა და აშინებდა მოზარდს, რომ თუ ამ ფაქტის შესახებ უფროსებისთვის გახდებოდა ცნობილი, მას დედასთან  ერთად მოკლავდა. ჩადენილი დანაშაული აღიარა დაკავებულმა კახა ლ-იამ. როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, მას იგივე ქმედება რაიონში ცხოვრების დროს,  16 წლის ასაკშიც ჰქონდა ჩადენილი. მართალია, იქაურ  დაზარალებულს არ უჩივლია, მაგრამ მოზარდის მამა კახა ლ-იას მოსაკლავად დასდევდა. ამიტომ, ის იძულებული იყო, ბებიასთან ერთად დაეტოვებინა სოფელი, სადაც მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა. ამ დანაშაულის დეტალები გამოძიებისთვის დაზარალებულის მამის, ტარიელ დ-ძისგან გახდა ცნობილი. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „როცა კახა და მისი ბებია ჩვენს სოფელში საცხოვრებლად გადმოვიდნენ, კახა 12 წლის იყო.  გავიგეთ, რომ დედამ სახლი გაუყიდა და ბებია-შვილიშვილი ქუჩაში დატოვა. მამა ოთხჯერ იყო ნასამართლევი,  ბოლოს ლოთობდა და ახალგაზრდა დაიღუპა. ეს სახლი დარჩა კახას. როცა ჩვენს სოფელში მოვიდნენ, ისე უჭირდათ, მეზობლები ვეხმარებოდით. სამი-ოთხი წლის შემდეგ, საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ჩემი შვილი და მისი მეგობარი, რომლებიც გარყვნილ ქმედებაში ჩაითრია, ცხრა წლისანი იყვნენ. ბავშვები ვერც კი ხვდებოდნენ, 16 წლის ბიჭი რას აკეთებდა, რატომ აშიშვლებდა მათ. ჩემს შვილს არაფერი უთქვამს, მისი მეგობარი გამოუტყდა მამას. მოსაკლავად დავდევდით მე და ჩემი ძმაკაცი, მაგრამ სოფლიდან გამოგვასწრო. პოლიციაშიც არ ვუჩივლე, ამ ამბის გახმაურება არ მინდოდა. მერე მათი კვალიც დავკარგეთ. გავიგეთ, რომ თბილისში იქირავეს ბინა”.  დაკავებული კახა ლ-იას მძიმე ბავშვობის გათვალისწინება მოუხდა სასამართლოსაც. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აღმოაჩნდა, რაც ხანგრძლივი დეპრესიული ფონისა და რთული პირობების შედეგად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მძიმე მუხლით ბრალდებულ ახალგზარდას სასამართლომ მინიმალური სასჯელი გამოუტანა.

скачать dle 11.3