კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ახალ სამსახურში ადმინისტრაცია ხელშეკრულებას მხოლოდ 2 თვის ვადით მიფორმებს. გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა მას ამის უფლება? მინდა, ასევე ვიცოდე, რა ვადით შეიძლება, დაიდოს შრომითი ხელშეკრულება.
პასუხი: გაცნობებთ, რომ შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელსა და კანდიდატს შორის შეიძლება, დაიდოს როგორც განსაზღვრული, ასევე განუსაზღვრელი ვადით. შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა დაკავშირებულია: კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან, სეზონურ სამუშაოსთან, სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან, სამუშაოზე დროებით არყოფნისას დასაქმებულის ჩანაცვლებასთან და სხვა ობიექტურ გარემოებებთან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, თქვენთან შრომითი ხელშეკრულება დადოს 2 თვის ვადით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ახლა მოქმედი კანონმდებლობით, როგორ განისაზღვრება სამართლებრივად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა – რამდენი საათი უნდა ვიმუშაო კვირაში და ზეგეგმიური შრომა როგორ უნდა ანაზღაურდეს?
პასუხი: თუ შრომითი ხელშეკრულებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო. რაც შეეხება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობას, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1,25-ის ოდენობით.
კითხვა: ჩემი მეუღლე მსჯავრდებულია სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. მინდა, მასთან განქორწინება. თვითონ უარს აცხადებს. მაქვს თუ არა განქორწინების უფლება და თუ მაქვს, ვის უნდა მივმართო ამის შესახებ?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ზოგადად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება, შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა და იმისა, რომ  ერთ-ერთი მეუღლე მსჯავრდებულია. მოქმედი სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას განქორწინებისას, სასამართლოში სარჩელის აღძვრისათვის მნიშვნელობა არ აქვს და თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით.

скачать dle 11.3